ცხადაძე: ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ბიჭებმა ითამაშონ ნაკრებში და შემდეგ ევროპულ გუნდებში

AutoSharing Option
ამხანაგურ მატჩში "ფახთაქორის" 3:0 დამარცხების შემდეგ კლუბის "ფეისბუქის" გვერდთან კომენტარი თბილისის "დინამოს" მწვრთნელმა კახა ცხადაძემ გააკეთა და შეგირდების გარჯა შეაფასა:

"ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის, ილია დათუნაშვილის გარდაცვალების გამო მინდა მის ოჯახს მივუსამძიმრო. რაღაც სიმბოლურად დაემთხვა, რომ "ფახთაქორთან" გვქონდა თამაში, რადგან მისი სახელი ტაშკენტში ჩატარებულ დიდ თამაშთანაა დაკავშირებული. რა თქმა უნდა, ფეხბურთელებს უნდოდათ, მისი ხსოვნისადმი პატივი მიეგოთ, ძალიან მოინდომეს და მათი მადლობელი ვარ.

რა თქმა უნდა, არავითარ ეიფორიაში არ ვართ, ჩვეულებრივი საკონტროლო შეხვედრა იყო, თუმცა ფაქტია, ჩვენ ყოველი სპარინგის შემდეგ წინსვლას ვხე
დავთ და ასევე უნდა გავაგრძელოთ. პირველ რიგში, ბევრი შეცდომა იყო მეორე ტაიმში, როდესაც ანგარიში გავზარდეთ და ფანტასტიკურად იდგა კარში კერესელიძე. ორივე მეკარის კმაყოფილი ვარ, ისევე, როგორც ყველა ფეხბურთელის საქმისადმი დამოკიდებულებაზე ცალკე შეიძლება საუბარი, რადგან ძალიან პროფესიონალურად უდგებიან მოვალეობას. დიდი დატვირთვები ჰქონდათ და ამის ფონზე ასეთ გუნდებთან დაპირისპირება, მით უმეტეს, როდესაც ყველას ვერ მიეცა სათამაშო დრო, ვინაიდან რამდენიმე მათგანი გამოგვაკლდა.

პირველ ტაიმში აბსოლუტურად დალაგებულად ვმუშაობდით, დავწინაურდით კიდეც. გიოს გასვლის შემდეგ ბურთი რამდენიმეჯერ დავკარგეთ. ფაქტია, გიოს და მექვაბიშვილის ძალიან კარგი ტანდემია და კარგად უგებენ მოედანზე ერთმანეთს. ამ მომენტში გაგვიჭირდა.

ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ბიჭებმა ითამაშონ ნაკრებში და შემდეგ ევროპულ გუნდებში. დარწმუნებული ვარ, ბევრს აქვს ამის პოტენციალი, თუმცა ბევრი აქვთ სამუშაო".

მკითხველის კომენტარები / 6 /
ისეთი გუნდი უნდა შეიქმნას,რომელსაც ყოველწლიურად ევროპულ ტურნირებზე ჯგუფურ ეტაპზე გასვლის პრეტენზია რეალურად ექნება.მაშინ დინამოგამოვლილი ბიჭების ფასი,საგრძნობლად გაიზრდება.დინამოც მოიგებს ფინანსურად და მაყურებელიც, მორალურად.ფაქტია,რომ ბათუმის დინამო ძალიან სერიოზულად მუშაობს გუნდის გაძლიერებაზე,ისე ჩანს,რომ ტორპედოსაც სერიოზული მიზნები აქვს და სავარაუდოდ,სხვა კერძო კლუბებიც შეეცდებიან მედლებისათვის ბრძოლაში ჩაბმას.კონკურენცია ყოველთვის წინსვლის გარანტიაა და იქნებ ჩვენც გვეღირსოს,მართლაც საინტერესო ჩემპიონატის და ევროპაზე წარმატებული გამოსვლების ნახვა.იმედია, მთავრობა სპონსორობაზე კანონს ისე შეცვლის,რომ ქართული სპორტი დაფინანსების გარეშე არ დარჩეს.ამასაც ალბათ დიდი მნიშვნელობა ექნება.წარმატებებს ვუსურვებ ყველა ქართულ კლუბს და განსაკუთრებით მაინც თბილისის დინამოს.ჩემთვის,ფეხბურთის საკმაოდ ასაკოვანი გულშემატკივრისათვის,თბილისის დინამო ყოველთვის ცალკე დგას და მისგან გაცილებით მეტი მოთხოვნა თუ მოლოდინი მაქვს.
სოსო
17 თებერვალი 2022 12:42
0
დინამოა თუ დინამოს ბაზრობა? ისევ გასაყიდად კეთდება ყველაფერი?
ლუკა
17 თებერვალი 2022 11:10
0
კარგი გუნდი დააყენა ცხადაძემ. ერთი კარგი საყრდენი აკლია გუნდს. იდელური ვარიანტი ნინუა იქნებოდა. ნაკრებს რაც შეეხება ვფიქრობ ხარაბაძე და კირკიტაძე უნდა ხვდებოდნენ განაცხადში. კირკიტაძე ძაან სწრაფი ფლანგელია და გამტანიც.ხვადაგიანმაც მოუმატა. წარმატებები დინამოს… მჯერა ევროტურნირებზე ღირსეულად გამოვლენ..
მათე
17 თებერვალი 2022 09:50
0
და ჯერ ევროპულ გუნდებში რომ ითამაშონ და მერე ნაკრებში ეგრე ვერა მაგრამ ის ევროპული გუნდები სამ ცენტსაც არ გადაიხდიან მგონი სამედიცინო შემოწმების გავლის მერე უკან დააბრუნებენ ან სამედიცინო შემოწმებამდეც ვერ მიაწევენ
პიპინია
17 თებერვალი 2022 02:24
4
კახა ყველაფრის გაკეთება საჭირო არ არის, რომ ნაკრებში ითამაშონ დინამოს წევრებმა. მხოლოდ კარგად თამაშია საჭირო. ფახტაქორთან მოგებით ეიფორიას ნუ მიეცემით. საერთაშორისო თამაშებში გნახავთ რა შეგიძლიათ და თუნდაც შიდა ჩემპიონატშიც.
G.LA
16 თებერვალი 2022 22:30
2
სხვათაშორის საერთაშორისო ამხანაგური თამაში იყო ეგ და ეგ გუნდი აზიის ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობს სისტემატურად. გეთანხმები რომ ერთი მოგებით ეიფორიას არ უნდა მივეცეთ მაგრამ მეორეს მხრივ ბიჭებსაც არ უნდა დავუკარგოთ შრომა.
პასუხი G.LA-ს კახასგან.
16 თებერვალი 2022 22:59
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული