თურქულ შეკრებაზე ჩატარებულ ბოლო ამხანაგურ მატჩში თბილისის "დინამომ" ტაშკენტის "ფახთაქორი" 3:0 დაამარცხა.
სადებიუტო გოლები ახალწვეულებმა სტანისლავ ბილენკიმ და ნიკა მალიმ გაიტანეს, ერთი გოლი კი ანზორ მექვაბიშვილმა გაიტანა.
"დინამო" (თბ) (სასტარტო): პრიეტო, მაისურაძე, პაპავა, ხვადაგიანი, კალანდაძე, მექვაბიშვილი, მოისწრაფიშვილი, კამარა, ოსეი, გაბედავა, ბილენკი
შეცვლაზე შევიდნენ: კერესელიძე, ბენიო, ხარაბაძე, მალი, ლომინაძე, ანტილევსკი, ფაჩულია, ჯანგიძე
შეცვლაზე შევიდნენ: კერესელიძე, ბენიო, ხარაბაძე, მალი, ლომინაძე, ანტილევსკი, ფაჩულია, ჯანგიძე
"დინამო" თბილისში დაბრუნდება, სეზონისთვის სამზადისს გააგრძელებს და 25 თებერვალს, ეროვნული ლიგის პირველ ტურში, "ტორპედოს" უმასპინძლებს.