"აიაქსმა" არველაძეს დაბადების დღე განსაკუთრებულად მიულოცა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 22 თებერვალს, ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი შოთა არველაძე 49 წლის გახდა.

ამსტერდამის "აიაქსმა" ჩვენებურს დაბადების დღე ნიდერლანდურ გუნდში გატანილი 10 საუკეთესო გოლით მიულოცა.

შეგახსენებთ, დღეს, 23:45 საათზე, ჩემპიონშიპის 34-ე ტურის შეხვედრაში, შოთა არველაძის "ჰალი" აუტსაიდერ "ბარნსლის" ესტუმრება და მონატრებული გამარჯვების მოპოვებას ეცდება. სადებიუტო შეხვედრაში აღებული 3 ქულის შემდეგ ქართველი სპეციალისტის გუნდს აღარ მოუგია.

ჰალელები გასავარდნ ზონას საკმაოდ (13 ქულით) აღემატებიან და თუკი დღეს გამარჯვებას მოახერხებენ, ფაქტობრივად, მომავალი სეზონისთვის მზადების დაწყება შეუძლიათ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, გარკვეული ინტრიგა იარსებებს.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ძალიან მაგარი იყო. სირცხვილი მე, აღარც კი მახსოვდა მარცხენათი ამდენი გოლი თუ ქონდა გატანილი. წარმატებებს გისურვებთ ორივე ძმას, რეზისაც, თავისთავად
alexandre
12:09 23-02-2022
2
გამახსენდა რატომაც გვიყვარდა ყველას!!!თითქმის ყველა გოლს ხასიათი აქ თითქოს,ეხლანდელი გოლები ავტომატივითა თითქოს ყველა მეტ ნაკლებად ერთნაირად იტანენ,გენიოსებს არ ვგულისხმობ(LEO-ს) მაგალითად))
მირო
11:05 23-02-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული