კობიაშვილი "გაზპრომთან" დაკავშირებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო გელზერკირხენის "შალკე 04"-მა უარი თქვა, მაისურზე რუსული "გაზპრომის" სახელი ეწეროს. ამ ამბავს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი გამოეხმაურა.

2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, იმ პერიოდში "შალკეში" მოთამაშე კობიაშვილმა სწორედ "გაზპრომის" გამო ამ კლუბის მაისურის ჩაცმაზე უარი განაცხადა:

Sportall.Ge

"2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდში, "შალკე 04"-ის შემადგენლობაში ვთამაშობდი. ჩემთვის პრინციპულად მიუღებელი იყო მოედანზე გამოვსულიყავი მაისურით, რომელსაც რუსული კომპანიის, "გაზპრომის" სახელი ეწერა. ამიტომ უარი ვთქვი, ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის "ატლეტიკოს" წინააღმდეგ მეთამაშა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ჩემი ყოფილი
კლუბი უარს ამბობს, მაისურზე ეწეროს რუსული ნავთობმომპოვებელი კომპანიის სახელი."

შეგახსენებთ, ლევანი ამ კლუბის ღირსებას 2003-10 წლებში იცავდა.

alt"შალკემ" "გაზპრომის" ლოგო მოიშორა - რუსეთის არმია წინ ვერ მიიწევს

მკითხველის კომენტარები / 7 /
ID - წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა რომ გეცადა, არ გაწყენდა მაგრამ მიშისტებს მაგის უნარი არ გაქვთ!!!
გიორგი 11
15:19 25-02-2022
11
გავიგეთ რომ 2008-ში სწორად მოიქეცი. ყოჩაღ. მაგრამ შენს ნათქვამში მაინც ვერ გაბედე დღევანდელი პოზიციის დაფიქსირება. შალკემ რო უარი განაცხადა უშენოდაც ვიცით. შენ მოგეწონა თუ არა ეს ამბავი? თუ მოგეწონა და უბრალოდ ვერ ბედავ რო თქვა? რაოგორ გადაგიკეთათ ტვინება ერთმა კაცმა. მრცხვენია თქვენნაირების გამო. ქვეყნის სირცვილები ხართ ყველა შენც და შენი ბოსებიც. მეორე უწიგნური კალაძის თამადობით...
15
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული