მატჩის დასრულების შემდეგ კომენტარი "ვეფხვების" ქართველმა მწვრთნელმა შოთა არველაძემ გააკეთა.
"Слава Україні! Героям слава!
"ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო, მაგრამ მჯერა, რომ ახლა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი და ჩემთვის სენსიტიურია ის, რაც ხდება უკრაინაში. ვფიქრობ ახლა ძალიან მძიმე პერიოდს გადის ქვეყანა, რომელიც ჩვენ გვიყვარს. აბსოლუტურად ყველა ქართველი მხარს უჭერს უკრაინას. იმედი მაქვს ისინი მალე დაიბრუნებენ მშვიდობას და ნორმალურ ცხოვრებას", - დაწერა არველაძემ სოციალურ ქსელში.
ავქე გეტყვით, რომ მისმა "ჰალმა" ამ გამარჯვებით 37 ქულა დააგროვა და მე-18 პოზიციაზე იმყოფება.