არველაძე sun-ს უკრაინის მოვლენებზე, ქართულ პარალელებსა და სამშობლოს ისტორიაზე ესაუბრა

AutoSharing Option
უკრაინაში მიმდინარე მოვლენებმა "ჰალის" მთავარ მწვრთნელ შოთა არველაძეს ძველი მოგონებები გაუღვივა - მის სამშობლო საქართველოს 2008 წელს თავს დაესხნენ ვლადიმერ პუტინის ჯარები და ისინი ქვეყნის ნაწილებს დღესაც იკავებენ.

"ახლა რუსეთს ევალება, ბრძოლა შეწყვიტოს. მათ ჩამოაგდეს ბომბები და აწარმოებენ ომს, რომელსაც ბევრი სიკვდილი მოაქვს და ანგრევს ოჯახებს -  მშობლები ტირიან შვილების დაკარგვის გამო.

საქართველოში ბევრი კონფლიქტი იყო მას შემდეგ, რაც ის 1991 წელს კვლავ დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა და ახლა ეს უკრაინაში ხდება.

ძალიან მტკივნეული და რთული იყო ამ ყველაფრის დანახვა. ჩვენ
არ უნდა გვქონდეს ომი მსოფლიოს არცერთ კუთხეში" - ამბობს არველაძე.

შიშობენ, რომ პუტინის გრძელვადიანი მიზანი საბჭოთა კავშირის იმპერიის აღდგენაა, მაგრამ შოთა ამას მგზნებარედ ეწინააღმდეგება.

არველაძე გაიზარდა საქართველოს დედაქალაქ თბილისში, როდესაც ქვეყანა ყოფილი საბჭოთა კავშირის ნაწილი იყო.

ქართველი სპეციალისტი საუბრობს:

"რატომ უნდა დავუბრუნდეთ იმას, რაც არ იყო ისეთი კარგი, როგორც დღეს ვართ? ეს ჩემთვის მგრძნობიარე თემაა, რადგან ვამაყობ ჩემი ერით, რომელსაც ამხელა ისტორია აქვს.

როდესაც საბჭოთა კავშირი დაინგრა 1990-იანი წლების დასაწყისში, დამოუკიდებლობამ საკუთარი იდენტობა მოგვცა.

ჩვენ ვკითხულობთ უამრავ წიგნს საქართველოში პირველი და მეორე საუკუნეებისა და IV საუკუნის დასაწყისში მიღებული ქრისტიანობის შესახებ. ჩვენ გვაქვს მესამე, მეოთხე და მეხუთე საუკუნეების ეკლესიები.

ასევე ქართული ენა ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში. მას თავისი ანბანი აქვს და სრულიად უნიკალურია.

ჩვენ გვყავდა ამდენი ცნობილი მხატვარი, მუსიკოსი და თუნდაც ოლიმპიური ჩემპიონი - ასეთი პატარა ერიდან.

ასევე, საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც ღვინო 8000 წლის წინ დაამზადა. ჩვენ 55 განსხვავებული ჯიში გვაქვს - ფრანგებს კი მხოლოდ ცხრა! შესანიშნავ ყველსა და პურსაც ვაკეთებთ“.

არველაძე იხსენებს, როგორ იცავდნენ ქართველ ბავშვებს საბჭოთა ხელისუფლების რეალობისგან:

”ბავშვობაში ბედნიერი დრო გვქონდა - ვსტუმრობით მთებს, დავდიოდით ზღვის სანაპიროზე და ყველაფერი მშვენივრად გამოიყურებოდა, მაგრამ შემდეგ, როდესაც იღვიძებთ 15-16 წლის ასაკში და იცით, რომ ეს ისეთი მშვიდი არ არის, როგორც ბავშვობაში ჩანდა. ”

თუმცა, "ჰალის" თავკაცს ახსოვს ბავშვობა, სადაც ფეხბურთი დომინირებდა:

”ერთ დღეს, ჩემი მშობლები სახლში ბურთით მოვიდნენ და ვინ იფიქრებდა, რომ ეს პროფესიონალ ფეხბურთელობამდე მიგვიყვანდა.

არველაძემ პირველი მატჩიდან სიამოვნება 6 წლის ასაკში მიიღო, როცა "დინამო თბილისმა" "ლივერპული" 1979 წელს ევროპის თასიდან გამოაგდო.

და მაშინ, როცა რუსული ჯარები მუქარით სვლას აგრძელებს სუვერენული ევროპული ერისკენ, არველაძეს ერთი გზავნილი აქვს:

"მოდით ვითამაშოთ ფეხბურთი და არ ვიბრძოლოთ ომებით. იმის მაგივრად, რომ ადამიანებს ტანჯვა მივცეთ, სიხარული მოვუტანოთ. ასე სამყარო ბევრად უკეთესი იქნებოდა.”

მომზადებულია sun-ის მიხედვით

alt"Слава Україні! Героям слава!... აბსოლუტურად ყველა ქართველი მხარს უჭერს უკრაინას" - რა თქვა არველაძემ გამარჯვების შემდეგ

მკითხველის კომენტარები / 2 /
საუკეთესო ადამიანი ხარ შენ შოთი!!!
0
შოთი!!! გეთანხმები... 1000%-ით.
tngh
15:53 27-02-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული