საქართველოს ნაკრების წევრი დედაზე ემოციურ მიმართვას ავრცელებს

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ცენტრალურმა მცველმა საბა ხვადაგიანმა, რომელსაც ბულგარეთის წინააღმდეგ ამხანაგურ შეხვედრაში საქართველოს ეროვნულ ნაკრებში დებიუტი ჰქონდა, სოციალური ქსელის მეშვეობით ემოციური მიმართვა გაავრცელა:

"როცა 3 წლის ვიყავი, დედაჩემი საბერძნეთში წავიდა იმისთვის, რომ ფინანსურად ვყოფილიყავით მყარად. მიატოვა თავისი პროფესია, მიატოვა ოჯახი, რათა ნორმალურად გვეცხოვრა და არაფერი მოგვკლებოდა. ის რომ არ ყოფილიყო, მე ფეხბურთს ვერ ვითამაშებდი, ძალიან დიდი წვლილი აქვს, იმიტომ, რომ მას ბავშვობიდან არაფერი არ მოუკლია, სპორტული ფეხსაცმელი თუ სხვა რამ. მას მხოლოდ უნდოდა, რომ კარგად ვყოფილიყავით. ძალიან უჭირდა საბერძნეთში ცხოვრება და
ახლაც ძალიან უჭირს. ძალიან მწყდება გული, რომ ასე ხდება.

Sportall.Ge

17 წლის ასაკში პირველად ვნახე დედაჩემი. წარმოუდგენელი განცდა იყო. მაშინ შევხვდი პირველად 14 წლის მერე, როცა ის საბერძნეთში ცხოვრობდა, ისიც მხოლოდ ერთი თვით. ყოველდღე, როცა ვიძინებ ან თამაშზე გავდივარ, ვლოცულობ, დედაჩემი მახსენდება და ვნერვიულობ, როგორ არის, რას აკეთებს, რას ჭამს, რამე ხომ არ სჭირდება? იმედია, დავუფასებ ამ ყველაფერს, რაც მან ჩემთვის გააკეთა. იმედია, ვიქნები შენნაირი ძლიერი ადამიანი, დე, ყველაზე და ყველაფერზე ძალიან მიყვარხარ და მენატრები. იმედია, ერთ დღეს ვიცხოვრებთ ერთად და სამუდამოდ. მიყვარხარ!"

ხვადაგიანი საქართველოში გასამართ ევროპის 2023 წლის ჩემპიონატზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი უნდა იყოს...

altU21. თამამად, გულიანად - გულიაშვილის დუბლით და გოჩოლეიშვილის სუპერგოლით საქართველოს ნაკრებმა ინგლისს სძლია [VIDEO]



მკითხველის კომენტარები / 7 /
კაი ბიჭი ყოფილხარ შენ-დედის გარეშე გაზრდილი სწორ გზას რო არ აცდი და არ გაგაკრიტიკებ აწი/ უბრალოდ უკეთ ითამაშე,ივარჯიშე და შენზეც ისე ამომივა მზე და მთვარე როგორც ხვიჩაზე,ჩაკვეზე,კიტეზე,წიტაიშვილზე.წარმატებები
Levani
14:47 14-03-2022
1
კარგი შვილი ყოფილხარ. წარმატებას გისურვებ და ყოველთვის შენი გულშემატკივარი ვიქნები.P.S.ბარაქალა დედშენს!!!
G.A.L.
18:52 14-03-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული