"როცა 3 წლის ვიყავი, დედაჩემი საბერძნეთში წავიდა იმისთვის, რომ ფინანსურად ვყოფილიყავით მყარად. მიატოვა თავისი პროფესია, მიატოვა ოჯახი, რათა ნორმალურად გვეცხოვრა და არაფერი მოგვკლებოდა. ის რომ არ ყოფილიყო, მე ფეხბურთს ვერ ვითამაშებდი, ძალიან დიდი წვლილი აქვს, იმიტომ, რომ მას ბავშვობიდან არაფერი არ მოუკლია, სპორტული ფეხსაცმელი თუ სხვა რამ. მას მხოლოდ უნდოდა, რომ კარგად ვყოფილიყავით. ძალიან უჭირდა საბერძნეთში ცხოვრება და
17 წლის ასაკში პირველად ვნახე დედაჩემი. წარმოუდგენელი განცდა იყო. მაშინ შევხვდი პირველად 14 წლის მერე, როცა ის საბერძნეთში ცხოვრობდა, ისიც მხოლოდ ერთი თვით. ყოველდღე, როცა ვიძინებ ან თამაშზე გავდივარ, ვლოცულობ, დედაჩემი მახსენდება და ვნერვიულობ, როგორ არის, რას აკეთებს, რას ჭამს, რამე ხომ არ სჭირდება? იმედია, დავუფასებ ამ ყველაფერს, რაც მან ჩემთვის გააკეთა. იმედია, ვიქნები შენნაირი ძლიერი ადამიანი, დე, ყველაზე და ყველაფერზე ძალიან მიყვარხარ და მენატრები. იმედია, ერთ დღეს ვიცხოვრებთ ერთად და სამუდამოდ. მიყვარხარ!"
ხვადაგიანი საქართველოში გასამართ ევროპის 2023 წლის ჩემპიონატზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი უნდა იყოს...