"მრცხვენია ჩემი მთავრობის გამო..." - დავით ხოჭოლავა

AutoSharing Option
დანიური "კოპენჰაგენის" ოფიციალურმა გვერდმა საქართველოს ნაკრების მცველ დავით ხოჭოლავასთან ინტერვიუ გამოაქვეყნა. საუბრის შესავალში წერია:

"დავით ხოჭოლავას ოჯახი უკრაინიდანაა. მან გადაწყვიტა, რომ ამ ინტერვიუთი თავისი წვლილი შეიტანოს უკრაინის დასახმარებლად. ის ჩაწერილია გასული კვირის მოვლენების წინ, როცა ომში მისი სიმამრი დაიღუპა. საბედნიეროდ, ოჯახის სხვა წევრები უსაფრთხოდ არიან."

ქართველი ფეხბურთელი საქართველოს ხელისუფლების ქმედებებსაც განიხილავს:

"ის, რაც ჩემმა ნათესავებმა და მეგობრებმა ბოლო კვირის განმავლობაში გადაიტანეს, საშინელებაა - თავს სარდაფებს აფარებენ, შიშობენ, რომ ხვალინდელი დღე არ გაუთენდებათ.

ბომბები ყველგან ეცემა. უნდა გავუძლოთ, რადგან უკრაინა გაიმარჯვებს. რუსეთი
უკვე დამარცხებულია. უკრაინა ადამიანებს კარგავს, მაგრამ ისინი გმირები არიან. ომის შემდეგ უკრაინელები უფრო ძლიერები იქნებიან, ვიდრე ომამდე და ამაში მათ მთელი მსოფლიო დაეხმარება...

Sportall.Ge

ევროპის მისიაა, ლტოლვილებს დავეხმაროთ, თუნდაც სათამაშოებით ბავშვებისთვის, რომლებიც ბომბების შიშით სარდაფებში ცხოვრობენ...

მინდა მთელ უკრაინელ ხალხს და მის პრეზიდენტს ბოდიში მოვუხადო ჩემი ქვეყნის (საქართველო) მთავრობის გამო. იმიტომ, რომ მათ უარი თქვეს, ქართველი მოხალისეების თვითმფრინავი უკრაინაში გამოეშვათ. ასევე უარი თქვეს, რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს მხარი დაუჭირონ. უკრაინას ჩვენ ვჭირდებით. ნამდვილად მრცხვენია ჩემი მთავრობის გამო.

წარმოუდგენელია მოხალისეების არგაშვება უკრაინაში ოკუპანტებთან საბრძოლველად, მაშინ, როცა 2008 წლის შემდეგ საქართველოს 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული. 2014 წლიდან მოყოლებული, ამ ქვეყანამ ხელში დონეცკის, ლუგანსკის და ყირიმის ოლქებიც ჩაიგდო და ახლა კი ყველა ხედავს, რასაც აკეთებს უკრაინაში. მთელ მსოფლიოს სჭირდება, რომ მოვიშოროთ ეს დიქტატორი, რომელმაც ჩემი სამშობლოს 20% წამართვა და ახლა ჩემი ოჯახისა და ჩემი მეუღლის ქვეყნის დაპყრობა სურს."

მიმდინარე სეზონში დავით ხოჭოლავამ დანიური კლუბის რიგებში 16 მატჩი ჩაატარა და თავი 1 გოლითა და ამდენივე საგოლე პასით გამოიჩინა. "კოპენჰაგენი" 17 მარტს კონფერენს ლიგაზე განმეორებით მერვედფინალურ შეხვედრას ნიდერლანდურ პსვ-სთან (პირველი მატჩი 4:4) საკუთარ მოედანზე გამართავს. 

alt"ის ჩემთვის ყველაფერს ნიშნავდა..." - დავით ხოჭოლავას მეუღლემ ომში ოჯახის წევრი დაკარგა





მკითხველის კომენტარები / 63 /
შე რატო არ წახვედი ასე თუ იწვი სირცხვილით, სხვათაშორის სახელმწიფოს მხრიდან მოხალისსეების გაგზავნა, ომში ჩართვას ნიშნავს და ამას აცერთი ქვეყანა არ აკეთებს. ხოლო ვისაც უნდა წასვლა გზა ხსნილია სადაც უნდა იქ წავა მაგრამ არა სახელმწიფოს ხელსშეწყობით.
ბექა
16 მარტი 2022 13:23
9
შვილო დავით, ძალიან საწყენია, რაც დანიურ (!) პრესაში დაგიწერია. ვინმეს, არასააკაშვილის მომხრეს, არა ნაცს ელაპარაკე, შვილო? ხედავ, არავინ არ გლანძღავს, ისევე, როგორც 2008 წელს არავინ ლანძღავდა სააკაშვილს ომის დროს. მაშინაც და დღესაც ყველა ერთად უნდა ვიყოთ. საქართველოს ომში ჩართვა (ამისთვის რუსებს სულ პატარა მიზეზი უნდათ) იცი რას ნიშნევს? სააკშვილმა ომით ხომ დაკარგა 20% ტერიტორიის, ეხლაც მინიმუმ იგივე იქნებოდა, თუ მთლიანი ოკუპაცია და სუვერინიტეტის დაკარგვა არა. მაგრამ 1 რამ კარგი: გმირების რაოდენობა მოიმატებდა; ძალიან ცუდი, რომ დაღუპული გმირების. დაფიქრდი, რაც მე მოგწერე, გაანალიზე და შემდეგ დასკვნებიც გააკეთე და ისე მოიქეცი, როგორც ნამდვილ ქართველს შეფერის. ძალიან გთხოვთ დამიბეჭდეთ, რომ წაიკითხოს დავითმა.
alexandre
16 მარტი 2022 13:15
14
ეს ხო მაგარია ფეხბურთში და უფრო მაგარი პოლიტიკაში ყოფილა რა
პპპ123
16 მარტი 2022 13:15
12
კარგია დაანიდან საუბარი? თავად რატო არ ჩადიხარ?
joko
16 მარტი 2022 13:11
7
ის ხალხი ვისავ ქართველობის გამო სირცხვილის გრძნობა აწუხებს , რატომ იმის არ სრცხვენიათ რასაც ამ წუთას უკრაინელი სპორტსმენები აკეთებენ , იბრძვიან საკუთარი ქვეყნის დასაცავად !!! სად ბრძანდებოდით მაშინ , 2008 -ში , როდესაც რუსეთი იგივეს საქართველოში აკეთებდა ? ალბათ მთავრობის წევრებივით საკუთარი ქონებისა და ახლობლების კეთილდღეობაზე ზრუნავდით მარტო !! შინდისი თუ იცი სად არის , ან ერთხელ მაინც , ერთი მაინც ქედი თუ მოგიხრია იმ გმირების საფლავისა და არ შემდგარი მემორიალის წინაშე ?! ურაპატრიოტების ეს რაოდენობა , საქართველოს რომ ყავს , გაოცებას იწვევს , ამან უნდა მოიკლას ნაკრებისათვის თავი ? აი მიზეზი იმ უნიათობისა , რაც ფეხბურთში და ზოგადად ნაკრებში ხდება ! ნეტა შემდეგი ვის შერცხვება ?!
ATP 16
16 მარტი 2022 13:04
8
დანახვა უნდა იმასაც რომ ჩვენი ქვეყანა უკრაინას საკმარისად ეხმარება,ჰო კონსულებზე მაინტერესებს რახდება?სხვა ქვეყნებმა რატომ გაიწვიეს და ჩვენი რატომ დარჩა იქ?იქნებ გაეცნო ამ ყველაფერს და ასე რაც მოგადგებათ ენაზე არ ილაპარაკოთ?რა იყო ომში ცავბმულიყავით და ერთ დღეში ავეოხრებინეთ ეს გინდოდა?იმას მაინც ვერ ხვდება თქვენი ტვინი რომ ჩვენ ერთი მუჭა ქვეყანა და უკრაინას შორის რამხელა სხვაობაა?მოკლედ რაა...
გეგი
16 მარტი 2022 13:03
5
ჩემი აზრით უცხოურ პრესასთან ესეთი კომენტარის გამო სანამ არ გაიაზრებბს რა სისულელე ტქვა და ბოდიშს არ მოიხდის ნაკრებში არ უნდა ითამაშოს.

კარგად რო დაფიქრდე, ტიმოშჩუკი მეტს კი არაფერს აშავებს ბიძია.

ისე მაგარი მორცხვია დავითი, როგორც ჩანს.
იამზე
16 მარტი 2022 12:58
10
სამწუხაროა რომ ქართველების უმრავლესობას ემოციები გვმართავს ვიდრე ტვინი, გონება...
დავით ხოჭოლავა, გეკითხები დღევანდელმა მთავრობამ რა უნდა გააკეთოს?..
დაგიჯეროს და დაუჯეროს ეგრეთწოდებულ დღევანდელ ოპოზიციას და ომი დაიწყოს რუსეთთან უკრაინის გულისთვის, თუნდაც ჩვენი ქვეყნის გულისთვის?..
შენ როგორ ფიქრობ ეს 20-21 დღე, რასაც უკრაინა უძლებს, საქართველო გაუძლებდა?..
ა, ისევ ჩვენებური, ქართული ემოციები... სიკვდილი ჯობია და ასე შემდ... ?..
ეხლა იმას მისტირი რომ სიმამრი დაკარგე და თუ საქართველო ომში ჩაებმება ვინმე დაგრჩება, დაგვრჩება?........
რატომ არ შეიძლება ჯერ დაფიქრდეთ ადამიანებო და მერე გააღოთ პირი?!
ხოჭოლავას
16 მარტი 2022 12:53
10
ემოციებს ნუ აყვები. შენ კარგი ბიჭი ხარ და გვეამაყები.
ყველაფერს თავისი დრო აქვს. (ემოციებმა და დაჩქარებამ, ბევრი სისულელე ჩაგვადენინა).
100%
16 მარტი 2022 12:52
4
დათასი რა გიკვირთ?მასზე გაცილებით ინფორმირებული და განათლებული მრავალი ქართველიც,ოპოზიციის ფეხის არის აყოლილი და იგივეს იმეორებს.ძალიან იშვიათად,რომ ეს მთავრობა სწორად იქცეოდეს და ეს,სწორედ ის შემთხვევაა,როცა სწორად მოიქცნენ.დათას საკუთარი გაჭირვება და სიმწარე ალაპარაკებს,აქაური ქვეყნის დამაქცევრების ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდისაგან განსხვავებით.მისი განკითხვა,არასწორი მგონია,აქაურებისაგან განსხვავებით.ქვეყანა რითაც შეუძლია ეხმარება უკრაინას,მაგრამ რასაც ისინი მოითხოვენ,ის რომ გაეკეთებინათ,შესაძლოა ჩვენ გავმხდარიყავით მისახმარებლები,თანაც ვერავინ რომ ვერ მოასწრებდა დახმარებას,სურვილის შემთხვევაშიც კი.ვაჟკაცობა,სიმამაცე ძალიან კარგია და დასაფასებელი კონკრეტული ადამიანის მიერ,მაგრამ შენი ქმედებით თუ საკუთარ თავს კი არა,სხვებს,უდანაშაულო ადამიანებს უქმნი საფრთხეს,შენი ვაჟკაცობა,მავნებლობაში გადაიზრდება.აქ კი,მთელი სახელმწიფოს უსაფრთხოებაა სასწორზე დადებული.მაშინდელმა მთავრობამ უკვე გააკეთა ეს და ახლა ცდილობენ,ესენიც იგივეში გადააგდონ.
ადამიანი საკუთარ თავს თავისუფლად განკარგავს,მაგრამ თანამდებობით სხვებზე პასუხისმგებელ ადამიანს,მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრის უფლება არა აქვს
სოსო
16 მარტი 2022 12:44
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული