"მრცხვენია ჩემი მთავრობის გამო..." - დავით ხოჭოლავა

AutoSharing Option
დანიური "კოპენჰაგენის" ოფიციალურმა გვერდმა საქართველოს ნაკრების მცველ დავით ხოჭოლავასთან ინტერვიუ გამოაქვეყნა. საუბრის შესავალში წერია:

"დავით ხოჭოლავას ოჯახი უკრაინიდანაა. მან გადაწყვიტა, რომ ამ ინტერვიუთი თავისი წვლილი შეიტანოს უკრაინის დასახმარებლად. ის ჩაწერილია გასული კვირის მოვლენების წინ, როცა ომში მისი სიმამრი დაიღუპა. საბედნიეროდ, ოჯახის სხვა წევრები უსაფრთხოდ არიან."

ქართველი ფეხბურთელი საქართველოს ხელისუფლების ქმედებებსაც განიხილავს:

"ის, რაც ჩემმა ნათესავებმა და მეგობრებმა ბოლო კვირის განმავლობაში გადაიტანეს, საშინელებაა - თავს სარდაფებს აფარებენ, შიშობენ, რომ ხვალინდელი დღე არ გაუთენდებათ.

ბომბები ყველგან ეცემა. უნდა გავუძლოთ, რადგან უკრაინა გაიმარჯვებს. რუსეთი
უკვე დამარცხებულია. უკრაინა ადამიანებს კარგავს, მაგრამ ისინი გმირები არიან. ომის შემდეგ უკრაინელები უფრო ძლიერები იქნებიან, ვიდრე ომამდე და ამაში მათ მთელი მსოფლიო დაეხმარება...

Sportall.Ge

ევროპის მისიაა, ლტოლვილებს დავეხმაროთ, თუნდაც სათამაშოებით ბავშვებისთვის, რომლებიც ბომბების შიშით სარდაფებში ცხოვრობენ...

მინდა მთელ უკრაინელ ხალხს და მის პრეზიდენტს ბოდიში მოვუხადო ჩემი ქვეყნის (საქართველო) მთავრობის გამო. იმიტომ, რომ მათ უარი თქვეს, ქართველი მოხალისეების თვითმფრინავი უკრაინაში გამოეშვათ. ასევე უარი თქვეს, რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს მხარი დაუჭირონ. უკრაინას ჩვენ ვჭირდებით. ნამდვილად მრცხვენია ჩემი მთავრობის გამო.

წარმოუდგენელია მოხალისეების არგაშვება უკრაინაში ოკუპანტებთან საბრძოლველად, მაშინ, როცა 2008 წლის შემდეგ საქართველოს 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული. 2014 წლიდან მოყოლებული, ამ ქვეყანამ ხელში დონეცკის, ლუგანსკის და ყირიმის ოლქებიც ჩაიგდო და ახლა კი ყველა ხედავს, რასაც აკეთებს უკრაინაში. მთელ მსოფლიოს სჭირდება, რომ მოვიშოროთ ეს დიქტატორი, რომელმაც ჩემი სამშობლოს 20% წამართვა და ახლა ჩემი ოჯახისა და ჩემი მეუღლის ქვეყნის დაპყრობა სურს."

მიმდინარე სეზონში დავით ხოჭოლავამ დანიური კლუბის რიგებში 16 მატჩი ჩაატარა და თავი 1 გოლითა და ამდენივე საგოლე პასით გამოიჩინა. "კოპენჰაგენი" 17 მარტს კონფერენს ლიგაზე განმეორებით მერვედფინალურ შეხვედრას ნიდერლანდურ პსვ-სთან (პირველი მატჩი 4:4) საკუთარ მოედანზე გამართავს. 

alt"ის ჩემთვის ყველაფერს ნიშნავდა..." - დავით ხოჭოლავას მეუღლემ ომში ოჯახის წევრი დაკარგა





მკითხველის კომენტარები / 63 /
თუ გცხვენია იყავი მანდ სადაც ხარ. გამიხდა პოლიტიკოსი ესეც.
კაკო
16 მარტი 2022 12:02
44
ეჰ დავით,მოხალისეების წასვლა სხვის ომში ხელისუფლების ორგანიზებით არ ხდება,მაგრამ შენ პოლიტიკა ისე გესმის,როგორც ვირს ბახი და შოპენი.
ანაკლიელი
16 მარტი 2022 11:44
32
კიდე ვის გრცხვენიათ. არავინ გიჭერთ, უკრაინას ყავს თქვენი მოსაწონი მთავრობა _ჩვენც რო გვყავდა ისეთი, ჯანდაბამდე გზა გქონიათ.
ზურაბ
16 მარტი 2022 11:57
44
გრცხვენია,რომ მთავრობამ თვითმფრინავი არ მისცა მოხალისეებს უკრაინაში გასაფრენათ?უკრაინაში დღეს უამრავი ქვეყნიდან უამრავი მოხალისე იბრძვის,როგორ გგონია ყველა ისინი მთავრობის მიერ გამოყოფილი ტრანსპორტით ჩავიდნენ უკრაინაში?
sake
16 მარტი 2022 11:52
29
და არც არავინ თხოვდა ჩვენს მთავრობას თვითმფრინავის გამოყოფას, უკრაინელებმა გამოაგზავნეს
ჯიჯი
16 მარტი 2022 14:56
55
ბიჭო, ნუ აკეთებ პოლიტიკურ განცხადებებს.აკეთე ის საქმე,რაც იცი.
status quo
16 მარტი 2022 14:07
18
მე რომ მკითხო ასეთი მარაზმისთვის ნაკრებში არ უნდა ათამაშო ეს კაცი. მინიმუმ სანამ ბოდიშს არ მოიხდის
კაპიტან გარდენბურგი
16 მარტი 2022 15:49
21
შენ ნაკრები მთავრობის გგონია? რას ქვია არ ათამაშო, შენ ვინ გკითხავს
გიორგი
16 მარტი 2022 18:17
36
კოპენჰაგენიდან მაგარია ასეთი საუბარი, შენ თვითონ მიდი და იბრძოლე და იძიე შური. რაც შეეხება მოხალისეების არ გაშვებას, ვისაც სურვილი აქვს თავისით ჩავიდა პოლონეთის გავლით.
რამო ბათუმი
16 მარტი 2022 13:30
10
რა გრცხვენია ვერ გავიგე, ქართული ბატალიონი იბრძვის იქ ყველანაირ ჰუმანიტარულ დახმარებას ვაგზავნით, , სხვა რა უნდა ვქნათ? დასავლეთს მოსთხოვე სჯობს ქმედითად დაეხმაროს უფრო ან როგორც სხვა ზოგიერთმა უკრაინელმა ფეხბურთელმა იარაღი აიღო მიდი შენც მიბაძე, გამომივიდა რა ესეც დიდი პოლიტიკოსი
ალეკსანდრე
16 მარტი 2022 16:00
20
ამ "მესირცხვილეებმა" არ შეგვიკიკინეს? შენ თვითონ რატომ არ იბრძვი უკრაინის დასაცავად?
ხოჭოლავას
16 მარტი 2022 17:34
17
დავით მაინტერესებს როდის აპირებ შეუერთდე უკრაინელ ფეხბურთელებს იარაღი რომ უჭირავთ და იბრძვიან? თუ იმენნა საქართველოდან ჩამოსულების იმედზე ხარ? სიმართლე რო გითხრა, ჩემთვის ისე ჩანს რო ცოტა გკიდია ეგ ყველაფერი სინამდვილეში.
SL
16 მარტი 2022 13:27
12
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული