კვარაცხელია ბათუმის "დინამოში"? - ლადო დვალიშვილის კომენტარი

AutoSharing Option
დღეს დილით ცნობილი საფეხბურთო კომენტატორის, დიმიტრი ობოლაძის ნათქვამი შემოგთავაზეთ, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას ეხებოდა და გარკვეულწილად, მის ბათუმის "დინამოში" ჩარიცხვას არ გამორიცხავდა. როგორც გავარკვიეთ, საქმე უფრო სერიოზულადაა - "კვარა" და ზურიკო დავითაშვილი საქართველოს ჩემპიონთა რიგებში ჩაირიცხებიან.

sportall.ge ბათუმელთა სპორტულ დირექტორ ლადო დვალიშვილს დაუკავშირდა, რომელმაც ამ საკითხზე განაცხადა, რომ ჯერჯერობით ვერც ვერაფერს დაადასტურებს და ვერც უარყოფს.

შეგახსენებთ, რუსეთსა და უკრაინაში მოთამაშე ფეხბურთელებს ივნისამდე კლუბის დატოვება თავისუფალი აგენტის სტატუსით შეეძლებათ, შემდეგ კი გუნდებში უნდა დაბრუნდნენ. 

რამდენიმე დღის წინ იტალიურ მედიაში კვარაცხელია "ნაპოლის" დაუკავშირეს.

alt

"საქართველო და ბათუმიც ევროპაა, ისე" - დიმა ობოლაძე ხვიჩას წამოსვლას ეხმაურება

altხვიჩამ ახალი ეპოქა უნდა დაიწყოს - გავუფრთხილდეთ კვარაცხელიას პერსპექტივებს...

მკითხველის კომენტარები / 47 /
ბათუმში გადასვლა უფრო რეალური ჩანს და ჩემპიონთა ლიგის შესარჩევში თამაში, მაგრამ არველაძესთან წასვლა "ხალში" რატომ არ უნდა ეს მაკვირვებს(ზაფხულამდე მაინც). შოთასთვის ეხლა კვარაცხელია და წიტაიშვილი მისწრებაა. ერთი მარჯვენა ფლანგს გაძლიერებდა, მეორე კიდევ მარცხენას! შოთა ხვეწნას ხომ არ დაუწყებს. გაინძერით ფედერაცია და ეს ორი ბიჭი გაუშვით შოთასთან (უარესები თამაშობენ ხალში).
მწვრთვნელი
22 მარტი 2022 15:28
7
კი მაგათივე კომენტარები წავიკითხე, ქვედა ლიგიდან ამოსულებს მოთამაშეები არ შეუცვლიათ და რეალურად ინგლისის მესამე დონის ფეხბურთელები არიან, პრემიერშიპისაც კი არა.
კვარასნაირი ფეხბურთელი ყველასთვის სარგებლის მომტანი იქნებოდა
nk
22 მარტი 2022 17:24
0
ნაპოლი და ბათუმი აშკარად სხვადასხვა განზომილებაა.ამხელა ასიმეტრია წარმოუდგენელია.ისე იქვე ალბანეთთანაა იტალია...
Master
22 მარტი 2022 15:21
0
ჯუღელო შენი....... რა დღეში ჩააგდო ქართული ტალანტები.. ტფუიი
ილია
22 მარტი 2022 15:14
7
ერთი ჯუღელისაც, მარა ხვიჩა, რომ თავისი პოტენციალს სანახევროდ მაინც იყენებდეს(ახლა მინიმუმ 10 გოლი და ერთი ამდენი ასისტი უნდა ქონდეს) ჯუღელი არა პუტინი ვერ გააჩერებს რუსეთში. კაით რა კვარტალში ერთს ყარაულის თოფივით გაისვრი ამისთვის ხეირიანი არავინ წაგიყვანს.
ტტტ
22 მარტი 2022 17:12
6
რას ჰქვია რა შუაშია? ეგაა მისი პირადი აგენტი და ყველა "პრედლაჟენიას" ეგ იღებდა და აწარმოებდა. შემოთავაზებების მეტი რა იყო და იქნებოდა კიდეც რომელიმე საშუალო ევროპული კლუბიდან.. ნუ აწ უკვე აუტსაიდერ რუბინს მარტვილის მერანიც მოუგებს ახლა. ჭაობი.. !
ილია
22 მარტი 2022 16:40
8
ყველა გამოხმაურება
რას მალავეენ ვერც უარყოფ დე ვერც ადასტურებს :))) თქვი რა მიდის მსჯელობა და რამდენიმე დღეში გაგარკვეევთ. მიმართეთ პრეს ცენტრს
giorgi
22 მარტი 2022 15:08
1
მე მგონია სხვა სიტყვებით სწორედ მაგას ნიშნავს.
გიზოგ
22 მარტი 2022 18:03
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული