"ინტერის აკადემია საქართველოს" დირექტორი ანა წერეთელია, პროექტი კი "ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის" ძალისხმევით, დედაქალაქსა და ქუთაისში ფუნქციონირებს.
sportall.ge ვალერიო რინგოლის ექსკლუზიურად ესაუბრა. ის საინტერესოდ მსჯელობს, თუმცა დიდი ხანი არაა, რაც საქართველოშია და შეფასებებში მაინც მოკრძალებულია.
- როგორ აფასებთ ქართული ბავშვთა ფეხბურთის დონეს? უპირველეს ყოვლისა, რა არის საჭირო მისი განვითარებისთვის?
- ქართველ ბავშვებში
სულ რაღაც ერთი თვეა, საქართველოში ვმუშაობ. ასე რომ, ადვილი არ არის იმის თქმა, რისი გაუმჯობესება სჭირდებათ, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ინდივიდუალურ ტაქტიკურ უნარებში უფრო მეტად უნდა ივარჯიშონ.
- საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებებს გარკვეული წარმატება აქვთ. ქართული კლუბების ახალგაზრდულ გუნდებსაც იგივე შედეგი გამოარჩევთ - აჯობებენ ცნობილი საფეხბურთო აკადემიების თანატოლ გუნდებს. თუმცა დრო გადის და მოთამაშეები წინსვლას ვეღარ აგრძელებენ. თქვენი აზრით, რა არის მიზეზი?
- ამ მოკლე დროში ნამდვილად შეუძლებელია იმის თქმა, თუ ეს რატომ ხდება. ის, რაც შეიძლება ითქვას, შრომისმოყვარეობითა და ინოვაციური მეთოდებით წარმატებული შედეგები აუცილებლად მოვა.
- რა არის "ინტერის აკადემიის" ძირითადი ღირებულებები, რითაც ის ევროპაში გამოირჩევა?
- ჩვენი წარმატება ერთ ძირითად კონცეფციას ეფუძნება - ჯერ პიროვნებებს ვანვითარებთ და შემდეგ ვზრდით ჩემპიონებს.
ჩვენი მიზანი არ არის მხოლოდ სპორტული, ასევე საგანმანათლებლო მიმართულებაცაა. არ გვსურს, მშობლების ან სკოლის მასწავლებლების როლი შევცვალოთ, მაგრამ როგორც მწვრთნელებს, გვინდა სპორტული ღირებულების მეშვეობით მათ საგანმანათლებლო უნარებში დავეხმაროთ.
ტექნიკური თვალსაზრისით, "ინტერი" მთელ ევროპაში ცნობილია თავისი მწვრთნელებისა და ფეხბურთელების შესანიშნავი ხარისხით - ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით წვრთნების სპეციფიკური მეთოდოლოგია გამოგვარჩევს.
- რა არის გეგმის მთავარი კონცეფცია, რომლის განხორციელებასაც აპირებთ საქართველოში? და როდის უნდა ველოდოთ ამ გეგმის განხორციელების შედეგებს?
- "ინტერის აკადემია" ათავსებს მილანის "ინტერის" ცოდნას, ინოვაციებს და ვარჯიშების სრულყოფილებას. ჩვენ ვაერთიანებთ ადამიანებს, რომელთაც სურთ, ფეხბურთის სამყაროში ახალი თაობის ნიჭის შექმნის მიზნით დამკვიდრდნენ - როგორც მოედანზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
აქ, საქართველოში, ჩვენი პარტნიორის, "ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის" წყალობით, გვექნება განვითარების შანსი და ეს პროგრამა რამდენიმე წელი გაგრძელდება.
- ვინაიდან საქართველოში ხართ, რა არის მთავარი განსხვავება, რაც ქართველ და იტალიელ ახალგაზრდა ფეხბურთელებს შორის აღმოაჩინეთ?
- მთავარი მაინც ისაა, რომ იტალიაში უფრო ინდივიდუალურ ტექნიკურ და ტაქტიკურ მიზნებზე ვართ კონცენტრირებულნი. საქართველოში რაც ვნახე, უფრო მეტად კოლექტიურ მიზნებზეა სწორება.
- რამდენად გაგიკვირდათ, როცა გაიგეთ, რომ აქაური აკადემიის დირექტორი ქალია?
- გასაკვირი არ არის. ესაა მერიტოკრატიის საფუძველი. თუ ისეთი ჭკვიანი და აქტიური ხარ, როგორც ანაა, სქესს მნიშვნელობა არ აქვს. ქალების სპორტში ჩართვა მნიშვნელოვანია, ისევე, როგორც სხვა სფეროებში.
სქესისა და რასის მიხედვით განსხვავებები აღარ უნდა იყოს.
"ინტერის აკადემიის" პრეზიდენტი და "ტორპედოს" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი - ქართველი ქალი ფეხბურთში
"ინტერის აკადემია" საქართველოში - შეხვედრა საელჩოში და ძანეტის ჩამოსვლის მოლოდინში