არველაძემ ბრწყინვალე სტილში გაიტანა - კაკასა და კარლოსის წინააღმდეგ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გლაზგოს "რეინჯერსის" 150 წლის იუბილის აღსანიშნავ შეხვედრაში, მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავებთან ერთად, მონაწილეობა შოთა არველაძემაც მიიღო. მონაწილეობა კი არა, "ჰალ სიტის" 49 წლის მთავარმა მწვრთნელმა გოლი ბრწყინვალე სტილში გაიტანა - როლანდ დე ბურის ჩაწოდებას გამოეხმაურა.

გლაზგოელთა რიგებში 44 გოლის გამტან შოთას გუნდში ისეთი ვეტერანი ფეხბურთელები გამოდიოდნენ, როგორებიც პოლ გასკოინი, ჯოვანი ვან ბრნკჰორსტი თუ კრის ბოიდი არიან. რაც შეეხება მათ მეტოქეს, მსოფლიო ვარსკვლავების გუნდს, ლუიშ ფიგუ კაპიტნობდა, გუნდში კი გეორგე ჰაჯი, რობერტო კარლოსი, კაკა, კლოდ მაკელელე, როი კინი, რობერ პირესი თამაშობდნენ...

altშოთა

არველაძე: უკრაინელი ხალხის და ჯარისკაცების მხარდაჭერა ახლა მნიშვნელოვანია

altშოთა არველაძემ ქართველ გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა


მკითხველის კომენტარები / 16 /
ბევრ მოქმედ სუპერ ფორვარდს შეშურდებოდა შოთის ეს გოლი!!! ბრწყინვალეა!!!
tngh
15:11 27-03-2022
1
ყოჩაღ შოთი, ძალიან გამახარე. იგივე აზრი დამებადა გოლო რომ ვნახე. მაქსიმუმ 5-7კგ დაკლება მოუწევს და ნაკრებში ისევ გამორჩეული იქნება. როდის გვეღირსება კიდევ ასეთი ფორვარდი?
G.LA
12:27 27-03-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული