ურთიერთგამომრიცხავი ცნობები ხვიჩაზე - სინისტერა "ნაპოლიში"?

AutoSharing Option
napolipiu-ს თანახმად, იტალიური "ნაპოლი" ლორენცო ინსინიეს შემცვლელზე საბოლოოდ ჩამოყალიბდა და ის ლუის სინისტერა იქნება - "ფეიენოორდის" 22 წლის მარცხენა გარემარბი.

გამოცემა აგენტ ფაბიო მენკოკოზე დაყრდნობით წერს, რომ მოლაპარაკება უკვე დიდი ხნის დაწყებულია და ნეაპოლელები კოლუმბიელ ფეხბურთელთან ახლოს არიან, ხოლო კიდევ ერთ პოტენციურ კანდიდატ ხვიჩა კვარაცხელიაზე ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება.

საფეხბურთო აგენტი ფაბიო სანტინი კი ამბობს:

"შემიძლია გითხრათ, რომ ლუის სინისტერა "ნაპოლიში" ლორენცო ინსინიეს შემცვლელი იქნება. კლუბი გარკვეული პერიოდის განმავლობაში მუშაობდა ფეხბურთელზე და მოახერხა, ლონდონის "არსენალის" კონკურენცია დაეძლია.

გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, ზაფხულში
კვარაცხელიას "ნაპოლის" რიგებში ხილვა გადაწყვეტილია და გასარკვევი მხოლოდ კონტრაქტის დეტალები დარჩა. მოგეხსენებათ, რუსეთის ჩემპიონატში ლეგიონერებზე დაწესებული ლიმიტის გამო, ხვიჩა თავისუფალი აგენტის სტატუსით ბათუმის "დინამოს" ზაფხულამდე შეუერთდა.

altმხოლოდ კონტრაქტზე ხელის მოწერა დარჩა - იტალიელები წერენ, რომ კვარაცხელია უკვე ნეაპოლელია

altmatch tv კვარაცხელიას "დინამოში" გადასვლას ეხმაურება - "ნაკლებად სავარაუდოა, ეს უკრაინის მოვლენები იყოს"

მკითხველის კომენტარები / 7 /
"ნაპოლი" კი ჯობს ბათუმსაც და "რუბინს", მარა "გრანდი" რაღაც ვერაა. ნორმალური სერია A'ს კლუბია, 1926 წ.დან 2-ჯერ იყო იტალიის ჩემპიონი. ევრო-გრანდი სულ სხვა კრირერიუმს და შედეგებს ნიშნავს და არამარტო იტალიის დონეზე.
რატი
31 მარტი 2022 15:38
7
Kai ra tu dzma xar aba reali da Barcelona qr caiyvans ra aq napols chveni dasacuni mecineba aseti komentarebs ro vnaxulob
Kutaisi
31 მარტი 2022 22:40
0
გრანდში გადასვლას რა სინდისით ითხოვთ ბიჭო 10+ გოლი/ასისტი სეზონი არ ჰქონია მგონი ჯერ ტიპს
nedved
31 მარტი 2022 19:50
1
კვარაცხელია ბათუმშია ჯერ მაგრამ ზაფხულის სატრანსფერო დანჯარას დროს გადავა ტოპ გუნდში.
nodo
31 მარტი 2022 14:32
4
ზუსტად ეს ვერ გავაგებინე ხალხს :))
ნაპოლიში გადასვლა ზაფხულის გეგმაა. ამ ეტაპზე იტალია რუსეთ-უკრაინიდან წამოსულ ლეგიონერებს არ აიყვანს.
ზაფხულისთვის დაიგეგმა ტრანსფერი, ისიც რუბინი თუ იქნება თანახმა იმ შენთხვევაში. არავინ იცის რა მოხდება, ხვიჩა თანახმაა მაგრამ რუბინი? ეგ უკვე ზაფხულში გაირკვევა.
მანამდე კი ბათუმშია ხვიჩა და ზაფხულამდე ბათუმში ითამაშებს.
რა არის ასეთი გაუგებარი არ მესმის.
!!
31 მარტი 2022 15:41
0
ახალმა ლეგენდამ ხვიჩას ტოპ გუნდში თამაშის შესახებ ერთი დღეც ვერ გაძლო
ბენდო
31 მარტი 2022 12:29
12
ყველაფერი შეთანხმებულიაო წერია გასაგებად კვარაზე, ასეც რომ არ იყოს შენ რა გიხარია??
ბონდოს
31 მარტი 2022 14:26
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული