"ხვიჩამ რუბინი გადააგდო; საიმანოვმა "ატკატისთვის" ფული აიღო; გაეყიდათ 12 მილიონად" - რუსი გულშემატკივრები კვარაცხელიას "რუბინიდან" წამოსვლაზე

AutoSharing Option
ბათუმის "დინამოს" სპორტულმა დირექტორმა ვლადიმერ დვალიშვილმა serieanews.com-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ "რუბინთან" ხელშეკრულების გაწყვეტას (და არა შეჩერებას - რედ.) მიაღწია, თავისუფლი აგენტის სტატუსით წამოვიდა, უკან არ დაბრუნდება და ორწლიანი კონტრაქტი გაუფორმეს.

კვარაცხელიას ყაზანურ კლუბთან ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულამდე ჰქონდა დადებული. გავრცელებულმა ინფორმაციამ რუსეთში ბევრი გააოცა და კომენტარებმაც არ დაახანა.

- ნორმა. "რუბინი" გადააგდეს, მაგრამ "ლოკოდანაც" ასე წამოვიდა.
- რას ჰქვია ასევე? "ლოკოსთან" სრულფასოვანი კონტრაქტი არ ჰქონია, აქ კი "რუბინს" უბრალოდ მოჰპარეს მოთამაშე.
- უფასოდ მოვიდა და უფასოდ წავიდა!
-
ყველაზე დიდი აქტივი უბრალოდ მადლობის ფასად წავიდა. უმადური ხვიჩა, მას გამართლება არ აქვს.
- თამაშობდა და ამისათვის ხელფასს იღებდა, რატომ უნდა იყოს მადლიერი. კლუბის აღზრდილი არაა, რუსულად თითქმის ვერ ლაპარაკობს.
- ლამაზად არ გამოუვიდა ხვიჩას.
- მოედანზე მისი მრუდი მოძრაობები თქვენ არაფერს გეუბნებოდათ?
- "რუბინში" რა, გიჟები არიან? ორი წლის შემდეგ უმთავრდებოდა კონტრაქტი და რატომ წავიდნენ გაწყვეტაზე, მაშინ, როდესაც ზაფხულში გაყიდვა შეეძლოთ?
- საიმანოვს კონტრაქტის გაწყვეტის სანაცვლოდ "ატკატისთვის" სავსებით შეეძლო ფული აეღო და ჯიბეში ჩაედო. ფიფა მალე ისედაც ბანს დაადებს და კონტრაქტები გაუქმდება. საერთოდაც ახლა რუსეთიდან ფეხბურთელის გაყიდვა ძნელია. აგენტმა უეჭველი ნაღდი ფული შესთავაზა.
- დიდი ხანია ბათუმის "დინამოს" "ნაპოლი" ჰქვია?
- სიმულანტი და "პაკაზუხაა".
- "რუბინი" გადააგდო, ამის მერე ასეთ ტიპთან ვინ ისურვებს საქმის დაჭერას?
- ჯერ "ლოკო" გადააგდო, შემდეგ "რუბინი".
- ბოლოს და ბოლოს ევროპულ კლუბში ხვიჩას გადასვლის ოცნება აუხდა.
- იქ ქართველ მესიდ კი არა, ხვიჩა ბატუმსკიდ მონათლავენ.
- ზაფხულში 10 მილიონად უნდა დაეთმოთ.
- "ნაპოლი" ბალიშის ქვეშ ტირის.
- იქ დიდხანს არ გაჩერდება, აჭარისა და ბათუმის შესახებ მთელი მსოფლიო გაიგებს.
- იმედია, რუსეთში შემოსვლას აუკრძლავენ.
- შეეძლოთ 12 მილიონად თავისუფლად გაეყიდათ. არა, 20 მილიონი მოითხოვეს, ისინი ხომ ყველაზე ეშმაკები არიან.
- ვატყობ, ბათუმის "დინამოს" დააჯარიმებენ.
- აი, მესმის გადაგდება. რატომ დუმს ლეო სლუცკი?
- საქართველოში უკვე 1-ელი აპრილია?

მკითხველის კომენტარები / 13 /
წესით რუსები ცუდ კომენტარებს არ უნდა უწერდნენ ხვიჩას. ბოლოსდაბოლოს მაგათი ჩემპიონატი ყურებადი გახადა და ხალხი მიიყვანა სტადიონზე.
ორი წელი ზედიზედ საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი ხდებოდა. დიდი მოგება მოუტანა გუნდსაც.
ამ სიტუაციაში ხვიჩა ვერ დარჩებოდა რუსეთში და ამაზე გული არ უნდა დასწყდეთ. სხვა ლეგიონერებიც წავიდნენ მაგრამ დიდად არ გამოუთქვამთ წუხილი. როგორც ვხედავთ ხვიჩაზე განაკუთრებულად მგრძნობიარეები არიან იქეთ რუსები და აქეთ ქართველები.
მშვიდი სპორტული ცხოვრება არასოდეს ეღირსება ამ ბიჭს. რაც გამოჩნდა სულ ასეთი სკანდალებია მის ირგვლივ.
ვიღაცეებს საერთოდ არაფერი ეხებათ და აგრძელებენ მშვიდად თამაშს. ამას კიდე პანდემიიდან დაწყებული, სატრანსფერო ჭორებით გაგრძელებული და ომით დამთავრებული ყველაფერი პირდაპირ ფსიქოლოგიურად და კარიერულად შეეხო.
თან არავინ არ ცდილობს ცოტათი მაინც მოუფრთხილდეს.
Michael
02:24 01-04-2022
1
ახლა რუსები იმას აწვებიან, რომ საქართველოში ემუქრებოდნენ ხვიჩას და იმიტომ დავთანხმდით კონტრაქტის გაწყვეტაზეო. ხვიჩას არაფერი უთქვამს მსგავსი რუსულ პრესაში, მაგრამ რადგან ქართულ კომენტარებს კითხულობენ ეგ დასკვნა გამოიტანეს, მითუმეტეს რუბინის გვერდზე უვარდებოდა ხალხი და ისეთებს უწერდა სამარცხვინოდ.
ახლა მაგის უარყოფა რომც დავიწყოთ იმ კომენტარებს სახეზე აგვაფარებენ, მუქარაც წერია იქ, ლანძღვა-გინებავ და წყევლაც.
ეს ქართველი ვაი გულშემატკივრის დამსახურებაა ახლა რუბინი იმით რომ იმართლებს თავს, თითქოს ხვიჩას საქართველოში საფრთხე ემუქრებოდა ამათ რომ არ ეშველათ და გაეწყვიტათ კონტრაქტი.
რეალურად ყველამ ხომ ვიცით როგორ უყვარს აქ ხალხს ხვიჩა და ჩვენგან მას არასოდეს არაფერი რომ არ დაემუქრება მარა გაბრაზებულზე ისეთები წერეს კომენტარებში რუბინი ნამდვილად ვერ გამოიცნობდა "ამ სიძულვილში რაოდენი სიყვარულია" :დ
Herbst
01:57 01-04-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული