ბრავო ბათუმის "დინამოს" და აგენტს - "რუბინმა" კვარაცხელიასთან კონტრაქტის გაწყვეტა დაადასტურა!

AutoSharing Option
მაშინ, როდესაც ხვიჩა კვარაცხელიას ბევრი, რბილად რომ ვთქვათ, რუსეთიდან წამოსვლისას დაგვიანებისთვის აკრიტიკებდა, თურმე საქმე სულ სხვაგვარად იყო და ეს ის შემთხვევაა, როცა დუმილი ოქროა. არა, შესაძლოა, ოქროზე მეტიც. ფეხბურთელმა და მისმა აგენტმა კრიტიკაც მოითმინეს, ლანძღვაც, გინებაც და საქმე გააკეთეს. გააკეთეს ჩინებულად. ხვიჩამ "რუბინი" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და ბათუმის "დინამოსთან" ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

არაა გამორიცხული, რაღაც გარიგება შედგა (სავარაუდოდ, ასეცაა), თუმცა ეს ჩვენი საქმე აბსოლუტურად არაა. მთავარია - შედეგი. ყაზანურმა კლუბმა კვარაცხელიასთან კონტრაქტის გაწყვეტა ოფიციალურად დაადასტურა და სხვა ყველაფერი მეასეხარისხოვანია.

"თავიდან ხვიჩასთან ხელშეკრულება შეჩერდა. დამატებითი მოლაპარაკებებისას შემხვედრი ნაბიჯი გადავდგით და კონტრაქტის გაწყვეტის გადაწყვეტილება მივიღეთ. გავითვალისწინეთ ის ფაქტი, რომ რუსეთში ყოფნის გამო ის და მისი ოჯახი შეეჯახნენ კრიტიკასა და აგრესიას. აგრეთვე, ასეთი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ფეხბურთელის მომავალი ბედის ინტერესების გამო.
მომავალში კლუბი მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების მიხედვით მიიღებს გადაწყვეტილებებს. ვნახოთ, როგორ განვითარდება ქვეყანაში ვითარება. კლუბი კვარაცხელიასთან მუდმივ კონტაქტზე იმყოფება", - განუცხადა "რუბინის" პრესსამსახურმა "ჩემპიონატის" ჟურნალისტ სალავატ მურტაზინს.

მკითხველის კომენტარები / 21 /
იმედია ყველაფერი კანონიერად გაკეთდება და ბათუმი, ან თავად ხვიჩა რამე სანქციას არ აიკითებს, უეფა, ფიფასგან.
რრრ
14:19 01-04-2022
0
ყველაფერი გასაგებია, რუბინმა იცის ნაკლებ სავარაუდოა უახლოეს პერიოდში სანქციები მოეხსნას, რუსულ კლუბებს, რომც გამოჩნდეს 18-20 მილიონის, თუნდაც 10-ის გადამხდელი, რუბინს თანხას მაინც ვერ ჩაურიცხავს, აი ბათუმთან ჩარიცხვის პრობლემა კი არ იქნება, რასაც შემდეგ, როგორმე რუბინს გადაუგდებს და თავადაც იხეირებს, თუმცა ვეთანხმები ავტორს მთავარია ხვიჩამ დაიხსნა თავი.
ტტტ
14:17 01-04-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული