ქალთა ნაკრები წლის პირველი მატჩებისთვის ემზადება

AutoSharing Option
საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება.

გიორგი ჩხაიძის გუნდი 7 აპრილს, გორში, შვედეთის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლებს. 12 აპრილს კი, საქართველოს ნაკრები ფინეთს სტუმრად დაუპირისპირდება.

უახლოესი ორი შეხვედრისთვის მოსამზადებელი საწვრთნელი პროცესი დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე და ტექნიკურ ცენტრ ბასაზე შედგება.

საქართველოს ნაკრები შვედეთთან და ფინეთთან დაგეგმილი მატჩებისთვის 23 ფეხბურთელის შემადგენლობით მოემზადება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: თეონა სუხაშვილი (სივასპორი, სივასი, თურქეთი), თათია გაბუნია (ლანჩხუთი, საქართველო), სვეტლანა გაბელაია (ნიკე, თბილისი, საქართველო)

დაცვა: ნინო სუთიძე (კვარტალი, თბილისი, საქართველო),
თამარ ტატუაშვილი (ამორა, პორტუგალია), მარიამ კალანდაძე (ლანჩხუთი, საქართველო), თამარ ქველიძე (კარლსრუე, გერმანია), ნინო ჩხარტიშვილი (სივასპორი, სივასი, თურქეთი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნინო პასიკაშვილი (დინამო, სოხუმი, საქართველო), მეგი ეჯიბია (სივასპორი, სივასი, თურქეთი), სოფო ნარსია (ლანჩხუთი, საქართველო), გვანცა ქადაგიშვილი (დინამო, სოხუმი, საქართველო), ანა წულაია (კოლხეთი, ხობი, საქართველო), მეგი გოცირიძე (ლანჩხუთი, საქართველო), ნინო ჩანგელია (დინამო, სოხუმი, საქართველო), ნათია დანელია (სოგდიანა, ჯიზახი, უზბეკეთი), ანასტასია ბოლქვაძე (ლანჩხუთი, საქართველო), ირინა ხაბურზანია (ლანჩხუთი, საქართველო), ანა ჩემინავა (ფომგეთ გენჩლიკი, ანკარა, თურქეთი), ტატიანა მატვეევა (კრივბასი, კრივიი როგი, უკრაინა), გვანცა დოლიძე (კვარტალი, თბილისი, საქართველო), ლელა ჭიჭინაძე (დინამო, სოხუმი, საქართველო), ხატია ჭყონია (ლანჩხუთი, საქართველო)

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული