საქართველოს ნაკრების ღია ვარჯიში

AutoSharing Option
საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე მატჩისთვის ემზადება. გიორგი ჩხაიძის გუნდმა დღეს ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" ღია ვარჯიში გამართა. საწვრთნელ პროცესში 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა.

საქართველოს ნაკრები შესარჩევი ეტაპის "ა" ჯგუფის ლიდერთან შეხვედრას 7 აპრილს გამართავს. საქართველოსა და შვედეთის ნაკრებების მატჩი გორში შედგება.

ოფიციალური მატჩებისთვის მოსამზადებელ ეტაპზე ქალთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბს ეროვნული ნაკრების ყოფილი მეკარე აკაკი დევაძე შეუერთდა.

საქართველოს ნაკრები მატჩამდე ბოლო ვარჯიშს 6 აპრილს, შეხვედრის მასპინძელ გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გამართავს. მატჩზე დასწრება თავისუფალია.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარე:
თეონა სუხაშვილი (სივასპორი, სივასი, თურქეთი), თათია გაბუნია (ლანჩხუთი, საქართველო), სვეტლანა გაბელაია (ნიკე, თბილისი, საქართველო)

დაცვა: ნინო სუთიძე (კვარტალი, თბილისი, საქართველო), თამარ ტატუაშვილი (ამორა, პორტუგალია), მარიამ კალანდაძე (ლანჩხუთი, საქართველო), თამარ ქველიძე (კარლსრუე, გერმანია), ნინო ჩხარტიშვილი (სივასპორი, სივასი, თურქეთი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა:
ნინო პასიკაშვილი (დინამო, სოხუმი, საქართველო), მეგი ეჯიბია (სივასპორი, სივასი, თურქეთი), სოფო ნარსია (ლანჩხუთი, საქართველო), გვანცა ქადაგიშვილი (დინამო, სოხუმი, საქართველო), ანა წულაია (კოლხეთი, ხობი, საქართველო), მეგი გოცირიძე (ლანჩხუთი, საქართველო), ნინო ჩანგელია (დინამო, სოხუმი, საქართველო), ნათია დანელია (სოგდიანა, ჯიზახი, უზბეკეთი), ანასტასია ბოლქვაძე (ლანჩხუთი, საქართველო), ირინა ხაბურზანია (ლანჩხუთი, საქართველო), ანა ჩემინავა (ფომგეთ გენჩლიკი, ანკარა, თურქეთი), ტატიანა მატვეევა (კრივბასი, კრივოი როგი, უკრაინა), გვანცა დოლიძე (კვარტალი, თბილისი, საქართველო), ლელა ჭიჭინაძე (დინამო, სოხუმი, საქართველო), ხატია ჭყონია (ლანჩხუთი, საქართველო)

საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი

გორი - 7 აპრილი, 20:00

საქართველო - შვედეთი

ჰელსინკი - 12 აპრილი, 19:15

ფინეთი - საქართველო

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

myquiz
სიახლეები პოპულარული