კომენტარის გარეშე: საქართველო - შვედეთი 0:15

AutoSharing Option
საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეხუთე ტურში საკუთარ მოედანზე შვედეთთან 0:15 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე A ჯგუფში ზედიზედ მეხუთე მარცხი განიცადა (ბურთების შეფარდება 0:35) და 12 აპრილს ჰელსინკში ფინეთს შეხვდება.

გორი. „თენგიზ ბურჯანაძე“
საქართველო - შვედეთი 0:15

გოლები: 0:1 როლფე (3), 0:2 ანგელდალი (8), 0:3 ბლაკსტენიუსი (15) 0:4 ანგელდალი (18). 0:5 სემბრანტი (21), 0:6 ბლაკსტენიუსი (27), 0:7 ანდერსონი (29), 0:8 ანგელდალი (32), 0:9 ჰურტიგი (35), 0:10 ანგელდალი (39), 0:11 ჰურტიგი (42), 0:12 ბლომკვისტი (67), 0:13 ასლანი (76),
0:14 ასლანი (81, პენ), 0:15 სხოუგი (90+4)

საქართველო: გაბუნია, ჩხარტიშვილი, ქველიძე (პასიკაშვილი 61), სუთიძე, ტატუაშვილი, დანელია, მატვეევა, ჩემინავა, კალანდაძე (ქადაგიშვილი 80), ჭყონია, ჭიჭინაძე (ეჯიბია 46)

მკითხველის კომენტარები / 17 /
ანდაზა თავმოყვარეობაზე: სადაც არა სჯობს გაცლა სჯობს.
დააT
08 აპრილი 2022 00:10
4
ქართული ფეხბურთის გარიჟრაჟზეც ასე რომ ეფიქრათ,1981 წლის 13 მაისი არ იქნებოდა.რაგბშიც უზარმაზარი ანგარიშით ვმარცხდებოდით პირველ მატჩებში,ჰოლანდიასთან,ლუქსემბურგთან და სხვა მსგავსი ყალიბის გუნდებთან,მერე რუმინეთთან.ახლა კი,აგერ სად ვართ ჩვენ და სად ისინი.20 წლამდე რაგბისტები 60-70 ქულით აგებდნენ,6 ერის ნაკრებებთან,სულ რამდენიმე წელიწადში კი,თითქმის ყველა დავამარცხეთ და გამწარებულებმა,ევროპის ჩემპიონატში თამაშზე უარი განაცხადეს.დაწყება ყოველთვის ძნელია და მწარე დამარცხებების გარეშე ვერ გაივლი.
სოსო
08 აპრილი 2022 10:32
2
(ქართველი) "ქალი ვიცი მე კუხნაში" :-)
nu
08 აპრილი 2022 01:59
4
აბა კაცთა ნაკრებთან მოვიდით შვედებო
გელმეზა
07 აპრილი 2022 23:47
1
ხო შეიძლება საერთოდ უარი ვთქვათ მონაწილეობაზე ან გაუქმდეს სანაკრებო გუნდი. ამ სირცხვილს არ ჯობია???
ქართველი
08 აპრილი 2022 11:14
6
ზატო ჩვენებს უფრო მაგარი ტატუები ქონიათ :)))
aguli_11
08 აპრილი 2022 09:44
0
შვედები, ლამის პიონერები არიან ქალთა ფეხბურთში. მახსოვს, დინამოზე რომ გაიმართა პირველი საჩვებებელი თამაში, ორი შვედური გუნდის მონაწილეობით.
მე კი ტელევიზორში ვუყურე, მაგრამ მგონი ანშლაგი იყო სტადიონზე. ეგრე მახსოვს. :))
მიშა
08 აპრილი 2022 00:48
3
სადღაც, 1912-13 წლებში, საფრანგეთის კაცთა ნაკრებმა 0:12 რომ წააგო ინგლისის ნაკრებთან ამხანაგური მატჩი, საფრანგეთში ეს მიიღეს პროგრესად, რადგან, წინა წელს, 0:15 ჰქონდათ წაგებული. ეხლა, კი მოგეხსენებათ საფრანგეთის ნაკრების ძალა.
ფაქტიურად, სულ ახალი სახეობაა ჩვენთვის ქალთა ფეხბურთი. ვაცადოთ. განა ასე უსაშველო რაა.
მიშა
08 აპრილი 2022 16:21
3
არაუშავს, თუ ძლიერს არ ეთამაშე ისე კარგად თამაშს ვერ ისწავლი, ეს სირცხვილი არაა, შვედებს უფრო ძლიერი გუნდებიც შეურცხვენიათ. განვითარდება ქალთა ფეხბურთი ჩვენთანაც და მერე ვნახოთ.
შალვა
07 აპრილი 2022 23:54
18
ჯერ სამოყვარულო დონე განვითარდეს ჯობია, და მერე პროფესიონალირი, ევროპაში გოგოები ყველა სპორტში ყავთ, სხვა ცხოვრებით ცხოვრობენ, სპორტულ დარბაზებში დადიან და ფასებიც ხელმისაწვდომია, არაა იქ სამარიაჟო იქ სიარული, ცხოვრების წესია მაგათვის, და პლიუს ყველა სახეობაში ყავთ გოგოები , ფრენბურთი, ხელბურთი, კალადბურთი, სხვა ინდივიდუალურ სახეობებზე აღარაფერს ვამბობ და ამ დროს ქართველი გოგოების 70% , შეილება მეტიც არაა სპორტით დაკავებული და ისე აქ გატარებული ცხოვრება რო ერთი კმ არ ექნება გარბენილი ! მარტო სიგარეტი, მანქანა , და მაკიაჟი სხვა ინტერესი არ აქვთ , ეხლანდელი თაობა აწი და აწი თუ წამოვა თორე დღევანდელი მდგომარებით აზრი არ აქ./ სქხელმწიფო როცა განავითარებს სკოლებში დარბაზებს და ფიზკულტურა იქნება პოპულარული საგანი სკოლაში და ხელმისაწვდომი სპორტული დარბაზები მთელ საქართველოში ხეისაწვდომი (აბონიმეტენი თუნდაც) აი მერე შეიცვლება სიტუაცია, ქუჩაში მე გოგო არ დამინახია რო ტროტუარზე სარბენად გამოსულიყოს , ძაან იშვიათია
Vasili
08 აპრილი 2022 12:22
0
სწორედაც ფიზკულტურა და არა სპორტი.ფიზკულტურა ბავშვს ყოველმხრივ ავითარებს და ზოგადად სპორტის ყველა სახეობაში ვარჯიშის დასაწყებად ამზადებს ორგანიზმს.სკოლაში ფიზკულტურის გაკვეთილები უნდა ტარდებოდეს,სპორტის კონკრეტულ სახეობაში კი,უკვე სპორტულ ჯგუფში,გაკვეთილებისაგან ცალკე დროს და სივრცეში ივარჯიშონ.ფიზკულტურის გაკვეთილზე,კლასის ყოველი მოსწავლე იღებს რაღაც აუცილებელ ფიზიკურ დატვირთვას,რაც აუცილებელია მოზარდისათვის. ბავშვებს მძლეოსნობის ელემენტარული უნარები არა აქვთ და პირდასპირ სპორტში ვარჯიშით,მხოლოდ ამ სპორტისათვის აუცილებელ უნარებს ივითარებენ,დანარჩენი სხეული კი,ყურადღების გარეშე რჩება.სხვა თუ არა,გუჯა კახაძე მაინც დამემოწმება,რამხელა მნიშვნელობა აქვს,სწორად სიარულის,ხტომის და სირბილის სწავლას.
სოსო
08 აპრილი 2022 15:19
0
შვედების ქალთა ნაკრები იმ დონეზე თამაშობს,საქართველოს ვაჟთა ჩემპიონატის ბევრ გუნდსაც გაამწარებს,ასე რომ მათთან წაგება,თანაც ძალიან დიდი ანგარიშით წაგება,მოულოდნელი არ არის.ჩვენი პასუხი,ალბათ უფრო მეტი გოგონას ჩაბმა უნდა იყოს სპორტში.სპორტსმენები თუ არა,ჯანმრთელები მაინც გაიზრდებიან.გოგოებო გული არ გაიტეხოთ!პირველი მერცხალი ხომ გაქვთ ნანახი.გადაყლაპეთ ცრემლები და უფრო მეტი ივარჯიშეთ.მალე მოვა დრო,როცა შვედებს ვერა,მაგრამ ბევრ სხვას,საქართველოს ნაკრებიც დაამარცხებს.მთავარია ხელები და ცხვირები არ ჩამოუშვათ!
სოსო
08 აპრილი 2022 10:22
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული