ფუტსალი: ნიდერლანდები - საქართველო 1:1

AutoSharing Option
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა წლის პირველი მატჩი გამართა.

ამსტერდამში ნიდერლანდების ნაკრებთან ჩატარებული ამხანაგური შეხვედრა ავთანდილ ასათიანის გუნდმა ფრედ დასრულდა - 1:1.

რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის გარეშე მოთამაშე საქართველოს ნაკრებმა ანგარიში მატჩის დებიუტში გახსნა. მე-4 წუთზე შოთა თოფურიას პასით გოლი ვახტანგ კეკელიამ გაიტანა. მასპინძლებმა წონასწორობა მე-8 წუთზე, საიდ ბუზამბუს ზუსტი დარტყმით აღადგინეს.

საქართველოს და ნიდერლანდების ეროვნული ნაკრებების მეორე ამხანაგური შეხვედრა ხვალ, 11 აპრილს გაიმართება. მასპინძელი მხარის გადაწყვეტილებით, მატჩის რეპორტაჟი არ იგეგმება.

საქართველოს ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: თორნიკე ბუკია (კემი, ფინეთი) ალექსანდრე ჯამბურია
(თელასი, თბილისი, საქართველო)

წინა ხაზი: გიორგი ჩიმაკაძე (თსუ, თბილისი, საქართველო), ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ, თბილისი, საქართველო), შოთა თოფურია (თელასი, თბილისი, საქართველო), ჯანიკო გიორგაია (თელასი, თბილისი, საქართველო), ირაკლი თოდუა (თელასი, თბილისი, საქართველო), ფუმასა (ლილი, საფრანგეთი), ბინიო (ოსასუნა, პამპლონა, ესპანეთი), საბა ტყეშელაშვილი (კსუ, თბილისი, საქართველო), გიორგი ქურდაძე (უვდ-დინამო, ბელარუსი), არჩილ სებისკვერაძე (გომელი, ბელარუსი), ვახტანგ ჯვარაშვილი (თელასი, თბილისი, საქართველო), ვახტანგ კეკელია (თელასი, თბილისი, საქართველო)

11 აპრილი, ამსტერდამი, 16:00

ნიდერლანდები - საქართველო

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

myquiz
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული