საქართველო-ნიდერლანდების მეორე ამხანაგური მატჩი ფრედ დასრულდა

AutoSharing Option
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ნიდერლანდებთან მეორე ამხანაგური მატჩი გამართა. პირველი შეხვედრის მსგავსად, მეორე თამაშიც ფრედ დასრულდა - 1:1.

ავთანდილ ასათიანის გუნდი მეორე ტაიმის დასაწყისში გიორგი ქურდაძემ დააწინაურა. მასპინძლებმა წონასწორობა რამდენიმე წუთში აღადგინეს - გოლი ფაისალ მელაჰმა გაიტანა.

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები მომდევნო ოფიციალურ მატჩებს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში გამართავს. მეტოქეთა ვინაობა და მატჩების კალენდარი 6 ივლისს დაგეგმილ წილისყრაზე გახდება ცნობილი.

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული