სანიოლი ჩაკვეტაძის შეხვედრას დაესწრო [PHOTO]

AutoSharing Option
"ჰამბურგის" რიგებში გიორგი ჩაკვეტაძემ მხოლოდ 12 წუთი ითამაშა, მისმა გუნდმა კი "კარლსრუე" (3:0) დაამარცხა. როგორც საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის "ინსტაგრამიდან" ვიგებთ, აღნიშნულ შეხვედრას ვილი სანიოლიც დაესწრო.

Sportall.Ge

ჩაკვეტაძეს ბოლო სანაკრებო შეკრების (ოქტომბერი) დროს არ უთამაშია. მაშინ "ჯვაროსნების" დამრიგებელმა ეს ფეხბურთელის ნაკლები მონდომებით ახსნა. ამის შემდეგ ბევრი რამ მოხდა, გიორგიმ ქვეყანა და კლუბი შეიცვალა. მართალია, არც ისე ბევრი დრო ეძლევა, მაგრამ სადებიუტო გოლის გატანა მოახერხა და აშკარად უკეთეს ფორმასა და ხასიათზე ჩანს, ვიდრე ეს "გენტში" გამოსვლისას იყო.

სანიოლს "ჩაკვე" უკანასკნელ ამხანაგურ მატჩებში
არ გამოუძახებია:

"უნდა გვახსოვდეს, რომ მას ძალიან რთული პერიოდი აქვს გამოვლილი. ახლა მისი მთავარი პრიორიტეტია ფიზიკური მონაცემების აღდგენა, რათა კვლავ ჩადგეს ფეხბურთელისა და სპორტსმენისთვის შესაფერის ფორმაში, ყოველ 3-4 დღეში ერთხელ შეეძლოს 90 წუთი თამაში."

ფრანგი სპეციალისტი ჩაკვეტაძეს "ერთა ლიგისთვის" ნაკრების წევრად მოიაზრებს და მატჩზე დასწრება გიორგისთვის იქნებ დამატებით მოტივაციადაც იქცეს...

altჩაკვეტაძის 12+ წუთი და "ჰამბურგის" გამარჯვება

მკითხველის კომენტარები / 6 /
გიო, წარმატებები! ყველაფერი ძალიან კარგად გექნება! ადმინისთვის! ამ სირების კომენტარებს რომ დებთ, მიზანი რა გაქვთ? გინდათ ბიჭებს გული გაუტეხოთ? ოდნავ მიხუილს თუ შეეხები, არაფერს ბეჭდავთ, და თქვენ გქვიათ პროქართული საიტი?!
alexandre
09:59 18-04-2022
3
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი-
ის. ИДИ НА Х.
САКО
22:16 17-04-2022
5

სიახლეები პოპულარული