ქართველი ესპანეთის თასთან
ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ამბები სწორედ 23 აპრილის ღამეს ხდება - ქართველ ფეხბურთელს "კოპა დელ რეის" მოგების შანსი აქვს. იმედი გვაქვს, რომ "ვალენსიას" მწვრთნელმა გიორგი მამარდაშვილი ესპანეთის ჩემპიონატის უკანასკნელ ტურში მხოლოდ დაასვენა და "ბეტისის" წინააღმდეგ სწორედ ქართველი მეკარე ითამაშებს. გამოცდილ მანუელ პელეგრინისაც მშვენიერი გუნდი ჰყავს და დაძაბულ ფინალს ველით.
"დე ლა კარტუხაზე" მატჩი ჩვენი დროით 00:00 საათზე აიღებს სტარტს.
მეტი დრო "ჩაკვეს"
იმედია, ქართველი ნახევარმცველი დიდ სათამაშო დროს მიიღებს, ეს მას ძალიან სჭირდება.
მიქაუტაძე გადარჩენისთვის...
გიორგი მიქაუტაძეს ნაკლებად წარმატებული სეზონი აქვს, ისევე, როგორც მის "სერენს". ქართველი ფორვარდის გუნდი ახლა ბელგიის ჩემპიონატში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის - ორმატჩიან პლეი-აუტში RWDM-ს უნდა დაუპირისპირდეს. პირველი შეხვედრა 23 აპრილს, 20:30 საათზე, ბრიუსელში გაიმართება.
ქართველი ჩემპიონთა ლიგაზე
ვაკო ყაზაიშვილის "ულსან ჰიუნდაი" 24 აპრილს (13:00 სთ), აზიის ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურში, ჩინურ "გუანჯოუს" ესტუმრება, რომელიც ძალიან ბევრ გოლს უშვებს. ჯგუფს მალაიზიური "ჯოჰორი" ლიდერობს. ვაკოს გუნდს მთავარი ბრძოლები იაპონურ "კავასაკისთან" ექნება.
ისევ გაიტანენ ქართველები?
ბუდუ ზივზივაძე ახლა მშვენიერ ფორმაშია და მას მხარს გიორგი ბერიძეც უბამს. 24 აპრილს (თბილისის დროით 19:30 სთ) ქართველების "უიპეშტი" ლაშა დვალის (რომელსაც სათამაშო პრაქტიკა აკლია) ლიდერ "ფერენცვაროშს" ესტუმრება. ბუდუსა და ბერიძის ბევრი მცდელობის მიუხედავად, მათ გუნდს სამეულში შესვლა უჭირს - ჩამორჩენა დიდია.
კიდევ ერთი შედეგიანი ლეგიონერი საბა ლობჟანიძე და მისი "ჰათაისპორი" 24 აპრილს (17:00 სთ) "ბაშაქშექირს" გასვლაზე დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, საბას ანგარიშზე 8 გოლი და ამდენივე საგოლე პასია.
გაიტანს ხვიჩა ისევ?
ეროვნულ ლიგას უამინდობის გამო საკმაოდ ბევრი გაუცდა და 23 აპრილს ტური სრულად ჩატარდება. თავს ვერ მოვიტყუებთ, ყველაზე დიდი ინტერესი ახლა ბათუმის "დინამოს" მიმართაა, რომელიც 23 აპრილს (20:00 სთ) ქუთაისში, "ტორპედოს" ესტუმრება. ხვიჩა კვარაცხელიამ "გაგრასთან" ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა და იტალიური მედია აალაპარაკა. ვნახოთ, გაგრძელდება თუ არა "კვარას" შოუ.
იტალიური მედია კვარაცხელიას თამაშმა აღაფრთოვანა
ბორდალასმა მამარდაშვილის უთამაშებლობის მიზეზი განმარტა - "შაბათს ვნახავთ, ვინ ითამაშებს"