საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ექსპრეზიდენტი ფიფაში დააწინაურეს

AutoSharing Option
მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანო ფიფამ ევროპის წევრი ასოციაციების ხელმძღვანელის პოზიციაზე ელხან მამედოვის დანიშვნა გამოაცხადა. აქამდე ამ თანამდებობას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ნოდარ ახალკაცი იკავებდა.

ცნობილი გახდა, რომ ახალკაცი დააწინაურეს - ფიფას სტრატეგიული პროექტების დირექტორია და ამავდროულად, ფიფას წევრ ასოციაციებს ხელმძღვანელობს.

შეგახსენებთ, ნოდარ ახალკაცი-უმცროსი ქართულ ფეხბურთს 2005-09 წლებში ხელმძღვანელობდა, 2017 წლიდან კი ფიფაში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობს.

წყარო: Sporting Life

altნოდარ ახალკაცი ფიფას ევროპის ასოციაციების ხელმძღვანელის პოსტს დაიკავებს


მკითხველის კომენტარები / 9 /
კვიცი გვარზე ხტისო.ნოდარ უფროსმა რაც ქართველ ხალხს სიხარული მოგვიტანა ღმერთმა სიკეთეში გადაუხადოს მის შთამომავალს.
ამინ
12:41 21-04-2022
5
რა თქმა უნდა ფიფაც და უეფაც კორუმპირებული ორგანიზაციებია და იქაც კორუმპირებულები უნდათ... ერთერთი დამქცევი ქართული ფეხბურთის ეს ვაჟბატონია,სულ,რომ დედა უტირა და გაძარცვა ფედერაცია,ბოლოს ფედერაციის შენობა ბანკში ჩადო და ისე დატოვა საქართველოს ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობა... ყოველთვის არ ამართლებს გამოთქმა:კვიცი გვარზე ხტისო...
ზურა
18:36 21-04-2022
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული