"ხვიჩას მაგია და გოლი-მარგალიტი" - იტალიური მედია

AutoSharing Option
ვინაიდან ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიში" გადასვლა ფაქტიურად გადაწყვეტილია, მის თამაშს ბათუმის "დინამოში" ყურადღებით აკვირდებიან. ხვიჩას ქუთაისის "ტორპედოსთან" გატანილ ლამაზ გოლს იტალიური მედია გამოეხმაურა.

Ilmattino: "კვარაცხელიას კიდევ ერთი შოუ ბათუმში: სამი გოლი და მაგია, რომელსაც "ნაპოლიში" ელიან. ნეაპოლში ჩამოსვლის წინ სამი გოლი გაიტანა. ქართველი მნიშვნელოვან წუთებს აგროვებს, რათა სეზონის ბოლო ნაწილი არ გაუცდეს. ძალიან საინტერესო შეხვედრების სერია ჩაატარა, გუშინაც გაიტანა და მაშინვე "ნაპოლის" გულშემატკივართა ყურადღება მიიპყრო, რომლებიც მზად არიან ზაფხულში მიესალმონ".

Eurosport: "ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლის" ფანების გულებს იპყრობს. კიდევ ერთი მარგალიტი "ნაპოლის"
ორბიტაზე მყოფი მოთამაშისგან, რომელმაც მომავალ სეზონში სასტარტოში ლორენცო ინსინიე უნდა შეცვალოს. ქუთაისში "ტორპედოსთან" ულამაზესი გოლი გაიტანა".

Spazionapoli: "ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლელთა ორბიტაზე ახალი სახელია. 21 წლის ქართველი თავდამსხმელი დიდი ალბათობით ახალ სეზონში კრისტიანო ჯუნტოლის (კლუბის სპორტული დირექტორი) პირველი შენაძენი გახდება. ომის გამო ის "რუბინიდან" სამშობლოში დაბრუნდა და ბათუმის "დინამოში" შესანიშნავად ასპარეზობს. უკვე სამი გოლი გაიტანა - ბოლო ქუთაისის "ტორპედოთან". მან საბოლოო ანგარიში (3:0) დიდებული გოლით დააფიქსირა და ძალიან მოგვაგონებს ინსინიეს, რომელიც "ნაპოლიში" უნდა შეცვალოს".

მკითხველის კომენტარები / 13 /
რაო აღარ გადადის ნაპოლიში ???
Zulli Montero
20:34 25-04-2022
15
ბევრი მოსაზრება მოვისმინე, თითქოს უტყდებათ კვარაცხელიას გამო სტადიონზე მისვლას რომ ვახსენებთ. ვერ ვხვდები რა არის გასატეხი მაგაში.
სხვა დროსაც დავდიოდითო და ნუ მიაწერთ კვარაცხელიასო, ასეთი კომენტარები მოვისმინე ბათუმლებისგანაც და ქუთაისლებისგანაც. გასაგებია ვინც დადიოდა კარგია, მაგრამ ხო ყველა ვხედავთ რომ გაიზარდა რიცხვი? რატომ უნდა დავმალოთ ეგ? ცოცხალი მაგალითი ვარ პირადად და საერთოდ არ მიტყდება ვინმე კონკრეტული ფეხბურთელის გამო სტადიონზე მისვლა.
უამრავი იყო ჩემს ირგვლივ ასეთი. მერე რა?
შეთავაზონ სხვებმაც მაყურებელს მსგავსი ლამაზი თამაში და იმათ გამოც წავალ. არავინ არავის აკნინებს ამის ფონზე, ნუ გიტყდებათ, თუ ვინმე კვარაცხელიას გამო მივიდა სტადიონზე და თავმოყვარეობაზე ნუ გირტყამთ ეგ. პირიქითაა ეს ყველაფერი და ძალიანაც სასიხარულოა.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული