ეს ჩაკვეტაძის მაქსიმუმია? - თემა, რომელიც მუდამ აქტუალურია

AutoSharing Option
არსებობენ ფეხბურთელები, რომელთა ხსენებაზეც გონებაში ესა თუ ის ეპიზოდი ამოგიტივტივდება. გიორგი ჩაკვეტაძის შემთხვევაში ასეთი "ერთა ლიგის" სადებიუტო გათამაშების ჯგუფური ეტაპია, სადაც საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა, უბრალოდ, "იფრინა".

ვიცით, რომ "ჩაკვე" ქართველი ჟურნალისტებისა და გულშემატკივრების გამოხმაურებას აქტიურად ეცნობა და საკმაოდ ემოციურად აღიქვამს. ჩვენი მთავარი გზავნილი ისაა, რომ გიორგის შესაძლებლობების ბოლომდე გვწამს, მაქსიმალურად გვინდა გავამხნევოთ, თუმცა ეს საკითხი იმდენად აქტუალურია, მასზე ბევრ საუბარს მაინც მოითხოვს...

"დინამოდან" წასვლა, ტრავმა და პოსტტრავმა

ვინც მაშინდელ ეროვნულ ლიგას თვალს ადევნებდა, შეუძლებელია ჩაკვეტაძე შეუმჩნეველი დარჩენოდა - ტექნიკით, სისწრაფით,
ბურთთან განსაკუთრებული ურთიერთობით, დაფარული პასებით... რა თქმა უნდა, ვერავინ იტყოდა, რომ მისი წასვლის დრო არასწორად შეირჩა. კლუბი? მაშინ "ბაიერნზეც" იწერებოდა, მაგრამ ხშირად ვხედავთ, რომ ასეთი საუბრები, ძირითადად, ჭორებს ეყრდნობა...

Sportall.Ge

ბელგიაზე სულ გვესმის, რომ ტოპ-ჩემპიონატებთან ერთ ნაბიჯშია, თუმცა ჩვენებურებს აქ ნაკლებად უმართლებთ. ამაზე საუბარი ახლა შორს წაგვიყვანს.

გიორგის კარიერაში საკმაოდ ხანგრძლივი ტრავმა სერიოზულად გარდამტეხი აღმოჩნდა. სამწუხაროდ, მის შემდეგ ძველებური ჯერ ვერ დაბრუნდა...

ნაკრებისა და ფსიქოლოგიის მნიშვნელობა

ნდობის ფაქტორი ადამიანებისთვის უმნიშვნელო არასდროსაა. როგორც ჩანს, ჩაკვეტაძისთვის ამას კიდევ უფრო დიდი დატვირთვა აქვს. როცა გიორგის საქმეები კარგად მისდის და გუნდის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, რომელზეც მწვრთნელი დიდ აქცენტს აკეთებს, თვითონაც გაცილებით ლაღი და თავდაჯერებულია.

ეროვნულ ნაკრებში "ჩაკვეს" დიდი როლი ჰქონდა და ეს მოკრძალებული ბიჭი ლიდერობის მისიას მშვენივრად ასრულებდა. ასევე, როცა "გენტში" მწვრთნელი "კარგი თვალით" უყურებდა, უკეთესიც იყო.

რთულია, გუნდის მწვრთნელისგან მოითხოვო, დიდი დრო მისცეს მოთამაშეს, რომელიც ახლად მომჯობინებულია და ოპტიმალური ფორმისგან შორსაა, თუმცა ბელგიური კლუბის ხელმძღვანელობა ქართველი ტალანტის მდგომარეობის გაუმჯობესებით თითქოს ნაკლებად იყო დაინტერესებული. არადა, თავის დროს გიორგი იმის გამო შეიძინეს, რომ მასში დიდ მომავალს ხედავდნენ.

რა მოხდა გერმანიაში?

"ჩაკვეს" "ჰამბურგში" გადასვლას აღფრთოვანებით შევხვდით, მიუხედავად იმისა, რომ ეს სახელოვანი კლუბი ახლა ბუნდესლიგაში არაა. გიორგიზე გერმანული მედია საკმაოდ ბევრს წერდა, კლუბი სხვადასხვა ფორმით ამხნევებდა, დროც მისცეს, თუმცა იქმნება შთაბეჭდილება, რომ ქართველ ფეხბურთელს  ბელგიური პერიოდიდან გამოსასვლელად გარკვეული დრო სჭირდება, რაც მაღალი მიზნებისთვის მებრძოლ კლუბში ასე მარტივად რთულია.

Sportall.Ge

ვნახეთ ჩაკვეტაძის თამაშები - რამდენჯერმე ტექნიკის დემონსტრირებაც შეძლო, გოლიც გაიტანა, გაღიმებული და მოტივირებული ჩანდა, თუმცა ჰამბურგელების საქმე კარგად არ წავიდა, ისინი მე-2 ბუნდესლიგიდან აღზევებას ვერ ახერხებენ და ეს საერთო დამოკიდებულებზეც იმოქმედებდა.

როცა ქართველი ნახევარმცველი გერმანიაში გადავიდა, წერდნენ, რომ ის ძირითადში მოსახვედრად სონი კიტელის კონკურენტი იქნებოდა. როგორც აღმოჩნდა, "ჰამბურგის" წარმატება დიდწილად სწორედ კიტელზე ყოფილა აწყობილი - როცა ის არ იყო, გუნდს გამარჯვების მოპოვება უჭირდა. იქნებ, მასთან ერთად, საკუთარი ადგილი გიორგისაც მეტად ეპოვა.

სუსტი წერტილები

რა თქმა უნდა, ჩაკვეტაძის თამაშს აქვს თავისი უარყოფითი მხარეები, რასაც თანამედროვე მწვრთნელები ყურადღებას აქცევენ. მაგალითად, მახსენდება "გენტის" რიგებში გიორგის გაძევების ეპიზოდი, საიდანაც იმ დასკვნის გამოტანა შეიძლებოდა, რომ ჩაკვეტაძეს ართმევაზე თამაში უჭირს. ამ კომპონენტში სისუსტე სხვა შემთხვევებშიც გამოჩნდა. არავის უნდა ეგონოს, რომ ამის მიზეზი ისაა, თითქოს ნახევარმცველი ნაკლებად მებრძოლია; უბრალოდ, ეს მის ხასიათსა და სტილში გამჯდარი არაა.

მით უმეტეს, როცა ვსაუბრობთ გერმანიასა და ნებისმიერ ტოპ-ლიგაზე, აქ მხოლოდ კარგი ტექნიკით, სისწრაფითა თუ პასით წარმატება რთულია, ორთაბრძოლებში ბევრჯერ უნდა შეხვიდე.

ტრავმისკენ ხშირი მიდრეკილება - კიდევ ერთი სამწუხარო საკითხი, რაც გიორგის ირგვლივ ხდება. არ ვიცი, რა შეიძლება გააკეთოს პირადად მან, უბრალოდ სურვილია, რომ "ჩაკვე" ამით აღარ დაიტანჯოს. შეუძლებელია, ამის გამო მის სტაბილურობას საფრთხე არ ედგას.

მომავალი და სანიოლის როლი

ახლა ბევრი მსჯელობა მიდის იმაზე, გიორგი ბელგიაში უნდა დაბრუნდეს თუ ისევ წასვლას ეცადოს, თუნდაც მშობლიურ თბილისის "დინამოში". ამ საკითხზე ერთმნიშვნელოვანი რჩევა რთულია, ყველაფერი კარგად უნდა აიწონოს...

თუკი კლუბებზე ვთქვით, რომ ისინი საუკეთესოებს ეყრდნობიან, ქართულ ფეხბურთს დასაკარგი ტალანტები არ ჰყავს და მათ ფორმაში ყოფნას ხელი მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ. საქართველოს ნაკრების თავკაც ვილი სანიოლის რამდენიმე გადაწყვეტილება გვაფიქრებინებს, რომ ის ამ მხრივ ყველაფერს ზუსტად იაზრებს. ჩაკვეტაძესთან დაკავშირებითაც იყო ეპიზოდი, როცა მას წმინდა სათამაშო მიზეზებით არ დაეყრდნო, თუმცა გიორგიმ ეს თავის სასიკეთოდ უნდა გამოიყენოს. სხვა მხრივ, ფრანგი სპეციალისტი "ჰამბურგის" შეხვედრასაც დაესწრო და "ჩაკვე" ივნისში ძალიან სჭირდება.

ჩვენ გვჯერა, რომ ეს ჩაკვეტაძის მაქსიმუმი არაა, ის ისევ ძველებური დაგვიბრუნდება. ახლა ეს გიორგიმ ყველას უნდა დაუმტკიცოს!

altშანსი ვერ გამოიყენა - ჩაკვეტაძეს "ჰამბურგი" არ დაიტოვებს

alt"ჰამბურგი" თასიდან გამოვარდა - ჩაკვეტაძეს 5+ წუთი აკმარეს

altმამარდაშვილის ბოლო მატჩი ფინალამდე და ევროპა ლიგის შანსი ჩაკვეტაძეს

მკითხველის კომენტარები / 25 /
ეს წუთია დღევანდელი თამაშის შემაგენლობა გამოაცხადეს. ჩაკვეტაძე სათადარიგო შემადგენლობაში არის.
ქ. გ.
30 აპრილი 2022 14:59
0
კონდიციების ასამაღლებლად იქნებ ერთი ან ორი სეზონი ბათუმის "დინამოში"?
მერაბი
28 აპრილი 2022 11:07
0
რომელი მწვრთნელიც საზოგადოებრივ აზრს უსმენს ის წაიყვანს და მალე ძვირადაც გაყიდის
შოკირებული გულშემატკივარი
28 აპრილი 2022 01:01
0
შოთა თავის საქმეს არ გაიფუჭებს ვინმეს გულისთვის და ჩაკვეს წამყვანი არაა,ხოლო ქეცბაია უეჭველი მისცემს შანს მომავალ ზაფხულში,მუქთად წაიყვანს,მაგრამ მანდ სხვა რაღაცაშია საქმე,სანიოლმა რატომ გამოუშვა ნაკრების ერთერთი შეკრებიდან? ამ ტრავმიანობამ ხომ არ გააზარმაცა? ღმერთმა ნუ ქნას მასე,რომ იყოს!
ზურა
27 აპრილი 2022 15:44
0
რასაც ახლა გიორგი თამაშობს,ეს მისი მინიმუმიც არ არის,რასაც ტრვმამდე თამაშობდა.მგონი ამაში ყველა და თვითონაც დამეთანხმება.გავიხსენებ ქართული ფეხბურთის ორი ლეგენდის ნათქვამებს,ჩაკვეს შესახებ.ვოვა გუცაევს ნათქვამი აქვს,რომ მსგავსი ტრავმების მორჩენას,იმდენივე დრო სჭირდება,რამდენიც მის გამო გაუცდა.ხოლო შოთი არველაძეს ნათქვამი აქვს,რომ მსგავსი ტიპის ტრავმა ყოველთვის გახსენებს თავს და უნდა ისწავლო,მასთან ერთად ცხოვრება.მუდამ,ყოველი ვარჯიშის თუ მატჩის წინ საჭირო ხდება მასაჟისტის დახმარება და სხვადახვა მანიპულაციები.მახსენდება გიოს წასვლა გენტში,მიზერულ თანხად და მათი მხრიდან მისი დიდი გამოსასყიდის დადებაც.ხალხი ფულის მასზე შოვნას გეგმავდა და ეს გასაგებია,მაგრამ მასში მცირე თანხა ჰქონდათ გადახდილი და როცა ტრავმა მიღო,მასზე სერიოზული ხარჯების გაღება აღარც აწყობდათ და არც გაიღეს.ისევ ამუშავდა "ეგა ბიჭო,გალსტუკია,ეგდოს,რა იცი,როდის დაგჭირდეს",ფაქტორი.ვყიდით ტალანტებს კაპიკებში და მყიდველიც ისე ეპყრობა,როგორც კაპიკის ფასიანს.თუ გაამართლა და ამუშავდა,მაშინ რა თქმა უნდა ამუშავდებიან მასზე დიდი ფულის საშოვნელად/თუ არადა კაპიკიანი გინდ გდებია ჯიბეში და გინდ არა.ჩვენ შემთხვევაში ისიც ამძიმებს სიტუაციას,რომ ვერც გიორგი და ვერც აქაური ტალანტების უმრავლესობა ზრდის პროცესში ვერ მიიღებდა ყველაფერ აუცილებელს,მისი ორგანიზმის ზრდის პროცესში სრულყოფილად განსავითარებლად.სხვადასხვა მიკროელემენტებს და ტრენაჟორებს ვგულისხმობ.ხდება ორგანიზმის მომზადების ფორსირება რაღაც კონკრეტული ღონისძიებისათვის.უცხოურ კლუბებში კი,ასაკობრივი გუნდის მომზადება გეგმაზომიერად მიმდინარეობს და როცა სრულ პროგრამას გაივლიან,ორგანიზმი უკვე ყოველმხრივ მზად არის მის წინაშე დასმული ამოცანების გადასაწყვეტად.ფიზიკურადაც,ტექნიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც.ალბათ ამიტომაა თავიდან ჩვენი ასაკობრივები რომ სჯობნიან ევროპელებს,მერე კი,თანდათან მათ სასარგებლოდ იცვლება მდგომარეობა.ისინი რკინასავით არიან,ჩვენები კი,დატვირთვებს ვეღარ უძლებენ და იწყება ტრავმიანობა.გავიხსენოთ ბარსელონას ვარსკვლავები,პედრი და ფატი.ორივე ბრწყინვაე იყო დებიუტში.ახლაც ძალიან მაგრები არიან,მაგრამ ძალიან დიდი დატვირთვები დააწვათ შარშან და ორგანიზმმაც ტრავმებით უპასუხა ამას.ეს ბარსელონას სკოლა გამოვლილებს დაემართათ და საქართველოში გაზრდილების რაღა უნდა გაგვიკვირდეს?!ალბათ ამიტომაა საჭირო,ხელმეორედ დაიწყოს საწყისი დონიდან საკუთარ სხეულზე მუშაობა,თანდათან მიიყვანოს ორგანიზმი საჭირო კონდიციამდე და უკვე ამის შემდეგ,მეორედ შევიდეს მდინარეში.სჭირდება ისეთი კლუბი,სადაც მასზე იზრუნებენ,დაეხმარებიან და თანდათან გაიყვანენ ორბიტაზე.გიოს ტრავმის გადამკიდე,მომზადების ფორსირება,კვლავაც ახალ ტრავმებს მოიტანს,ამიტომ არ ღირს აჩქარება და სჯობია გეგმაზომიერი მომზადება და სუსტი წერტილების გაძლიერება.ეგ რამდენ ხანში მოხდება,იტყვიან,მაგრამ შორი გზით მოვლა და შინ მშვიდობით დაბრუნება სჯობია,კისრის მოტეხას,მოკლე გზაზე.ეს არა მხოლოდ გიოს,არამედ ჩვენს უამრავ, ამ ეკლიან გზაზე წაქცეულ ტალანტსაც ეხება,ჯერ კიდევ რომ შეუძლიათ ფორმის აღდგენა.ძნელია ყველაფრის თავიდან დაწყება,მაგრამ მუდმივად უმძიმესი ტრავმებით მცხოვრები,სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის და მეოთხე ცდაზე ვერცხლის მედლის მფლობელის,მეოცე საუკუნის საუკეთესო ქართველი სპორტსმენის,სამხტომელი ვიქტორ სანეევის მაგალითი გაითვალისწინეთ.ისიც ყოველი ოლიმპიადის შემდეგ,პირველთანრიგოსანის პროგრამით იწყებდა ვარჯიშს,ერთდროულად ებრძოდა მოწინააღმდეგეებს და ტრავმებს და ყოველთვის გამარჯვებული გამოდიოდა.ნებისყოფას,ყველაფერი შეუძლია.წამოდი გიორგი,აღიდგინე ფიზიკური,ფსიქოლოგიური და ტექნიკური კონდიციები საქართველოში,შენი გულშემატკივარი კლუბის შემადგენლობაში და როცა მზად იქნები,კვლავ წახვალ ევროპაში,შენს მშობლიურ კლუბსაც ახეირებ და თვითონაც მზად შეხვდები ხელახალ გამოცდებს.ძნელია,მაგრამ შესაძლებელი და ვიცი,რომ შენც შეგიძლია.შენ ხომ ამავე დროს,ჭკვიანი ბიჭიც ხარ.გენტში კიდევ ერთი წელი გაქვს კონტრაქტი,რამდენადაც მახსოვს და დღევანდელ ფორმაში მყოფს,არა მგონია უარი გითხრან საქართველოში გამოშვებაზე.
სოსო
27 აპრილი 2022 15:18
0
ამ ადამიანს მართლა უყვარს და ესმის ფეხბურთი და ყველა კუთხიდან მოუარა პრობლემას,თუ კითხულობ გიო მგონი მითუმეტეს დღევანდელი ეროვნული ლიგა ნორმალური ასპარეზია და შენი დამატებით ერთი ორად აიწევს დონე.ჩვენ შენსკენ ვართ ჩცენ გული გვტკივა შენ გამო გვინდა იფრინო როგორც იმ მოგებულ ჯგუფში.არ ხარ ასაკში უნდა იბრძოლო თორე გაქრება...
მირო
27 აპრილი 2022 21:16
0
ჩაკვეტაძეს თუ უნდა ფეხბურთი სერიოზულ დონეზე ითამაშოს უნდა გააკეთოს ორი რამ:
1. გაიმეტოს ფული და აიყვანოს მაღალი დონის სპორტული სპეციალიზაციის ფსიქოლოგი.
2. გაიმეტოს ფული და აიყვანოს ფიზმომზადების მწვრთნელი.
გაიგოს რომ ბავშვი აღარ არის, არცერთი გუნდის მწვრთნელი არ არის ძიძა და თან ვერ გადაყვება. გაიგოს, რომ თანამედროვე ფეხბურთი არ არსებობს ბრძოლის გარეშე და ყველა ეპიზოდში, მინდვრის ყველა მონაკვეთზე თუ არ იბრძოლა ბურთით თუ უბურთოდ, არავის ჭირდება თუნდაც შიგადაშიგ კარგი დრიბლინგებისათვის და ასევე შიგადაშიგ კარგი პასებისათვის.
ეს არის მისთვის ერთადერთი გამოსავალი და არა გუნდების ცვლა იმის იმედით, რომ სადღაც სხვანაირად იქნება. არ იქნება.
არტ
27 აპრილი 2022 15:16
0
კარგი იქნება შოთი თუ წაიყვანს ჰალ სითიში...
Chela12
27 აპრილი 2022 14:23
1
არაუშავს, ეს თავისას კიდევ იტყვის.
ისეთი ნიჭი აქვს, რაც შეიძლება 25 ან 30 წლის ასაკში გამოავლინოს ბოლომდე. იმის მერე რაც უტრავმოდ თამაშს ისწავლის.

ჩემი აზრით შოთამ უნდა მიცეს შანსი.

ეს ტავმების გარეშე, უკვე ძალიან მაღალ დონეზე იქნებოდა იმდენად სტაბილურად კარგი იყო თავისი ფორმის პიკზე.
ნკ
27 აპრილი 2022 14:10
0
მე კი მგონია რომ სულ ცოტა აკლია, ცოტაც მოუმატოს და ექნება წარმატებული დრიბლინგები, პასები
გოლებსაც გაიტანს და დაბრუნდება.
ცოტა მეტად უნდა დაიტვირთოს თავი
თენგო
27 აპრილი 2022 14:03
2
ფორმა, რომ აღიდგინო თავდაჯერებულობა რომ დაიბრუნო და შიშები და კომპლექსები, რომ დაძლიო რაც ტრამვის შემდეგ დაგრჩა ამისათვის საჭიროა რათქმაუნდა შრომა მონდომება ვარჯიში და რათქმაუნდა კლუბი და მწვრთნელი რომელიც გვერდში დაგიდგება მოგცემს სტიმულს მოგცემს სათამაშო დროს მიუხედავად იმისა რომ შეიძლება თავიდან მატჩები ჩაგივარდეს კარგად ვერ ითამაშო გქონდეს შეცდომებიც და ვერ გართვა თავი მაგრამ მაინც დაგაცლის ეს ყველაფერი ჩაკვეტაძემ ერთადერთი შეიძლება მიიღოს ეროვნულ ლიგაში თბილისის დინამოში ან რომელიმე ქართულ კლუბში ნდობა თანდგომა და ყურადღება ევროპაში სამწუხაროდ დიდხანს არავინ გაცლის არავინ დაგელოდება 3-4 თვე რომ ფორმა აღიდგინო და ფსიქოლოგიური პრობლემები დაძლიო იქ 3-4 თამაშს გათამაშებენ ვერ დადებ შედეგს ვერ აჩვენებ იმ ფეხბურთს რასაც ელიან და მორჩა გადაგსვამენ სკამზე ამიტომაც ჩემი სუბიექტური აზრით ჯობია ახლა ჩამოხვიდე საქართველოში და ერთი სეზონი ითამაშო აქ ჩადგე ფორმაში მიიღო სათამაშო პრაქტიკა დაძლიო ის პრობლემები რაც გაქვს და თუ ათამაშდები ძველებურად ევროპიდან მოვა ისევ შემოთავაზებები ჯერ ახალგაზრდა ხარ არ ხარ 30 წლის ფეხბურთელი რომელიც უკვე კარიერის ბოლო ნაწილშია მესმის გერმანია კარგია ბელგია კარგია მაგრამ ასეთი თამაშით და ასეთი ფეხბურთით და ამ დონით რა დონეზეც ახლა ხარ დიდხანს ევროპაში არავინ დაგტოვებს მოგიწევს დაბლა დაბლა ჩასვლა და ამასობაში წლებიც გავა ჯობია ახლა თქვა რაღაცებზე უარი და დაიტოვო შანსი კარიერის გადარჩენის ვიდრე მერე ანანიძესავით მოგიწიოს მაინც ეროვნულ ლიგაში დაბრუნება და უკვე გვიანი იყოს მე რიგითი გულშემატკივარი ნაკრების პირადად მისი როგორც ჩვენი ნაკრების ფეხბურთელის ამას ვურჩევდი და ვეტყოდი ჩაკვეტაძეს.
გელა
27 აპრილი 2022 13:47
0
ხომ აცლიან პაპუნაშვილს, არაბიძეს და მჭედლიძეს ელიგაში მაგრამ რა ხეირი?
gio
27 აპრილი 2022 14:22
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული