დე ლაურენტისმა კვარაცხელიას მეტსახელი შეარქვა

AutoSharing Option
"ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა "ემპოლისთან" საშინელი წაგების შემდეგ Radio Kiss Kiss-ის ეთერში გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა. მან თქვა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას დამატება გადაწყვეტილია, იმედია, ეს დიდი ტრანსფერი იქნება, დრის მერტენსს კი ზაფხულამდე მოქმედი კონტრაქტის გასაგრძელებლად შეხვდება.

sport.sky.it-ი და football-italia აღნიშნავენ, რომ კვარაცხელია იტალიურად "კუარასკელიად" წარმოითქმის, მისი წარმოთქმა ძნელია და დე ლაურენტისმა თიკუნი მოუგონა:

"შემიძლია "ჯორჯა" დავარქვა, მაგრამ ეს სახელი მომღერალს ჰქვია. დიდი ალბათობით, "ძიძი" იქნება. ეს უფრო მარტივია. ასეთი სახელის მქონე იქნება ის ყველა ნეაპოლელისთვის".

ნეაპოლური კლუბი კვარაცხელიას ხუთწლიან ხელშეკრულებას
გაუფორმებს.

მკითხველის კომენტარები / 19 /
მიდი კვარა, ასწავლე მაგ გაუნათლებლებს ქართული.
ჰაჰა
28 აპრილი 2022 10:44
1
ხოხ ძიძი დაუძახე ბებიაშენს:))))) ხვიჩა დაუძახონ და ეგ არის. რაიყო ბევრს ქვია ევროპაში ხვიჩა?
დიმო
28 აპრილი 2022 09:47
1
ჯიჯი
დევკალიონი
27 აპრილი 2022 23:00
2
კი მაგრამ "კვარა" ასე ძნელი წარმოსათქმელია იტალიურად ? შვაინშტაიგერის გამოთქმა სადაც ისწავლეს კვარას წარმოთქმა რატომ უჭირთ ? ნეტავი მარტო ეს იყოს ხვიჩას პრიბლემა იტალიაში ! ოღონდ მაგრა ითამაშოს და მარადონასნაირი სახელი დატოვოს ნაპოლიში და გინდა ძიძია დაარქვან გინდა ონისე და გინდა გუგუა PP
zura222
28 აპრილი 2022 06:46
0
ძიძი არა კუკუ, გვეღადავება თუ რას შვება ეს კაცი, თავისი სახელი რო ჩვენთვისაც არაა მარტივად წარმოსათამელი ფისი შევარქვათ მეტსახელად? თუ ყაყა
ილიავარგეციცები
28 აპრილი 2022 08:56
0
დავიჯერო კვარიარელაზე ძნელი წარმოსათქმელია?
Las
28 აპრილი 2022 06:22
0
შენ ყველაზე კარგი იქნება,თუ სტადიონს გააკეთებ რას გავს ,ვისღასაქვს მასეთი გაშლილი სტადიონი.(ქუთაისშია კიდევ).მიდი თანამედროვე შეუბერე.
კახა ქ.
28 აპრილი 2022 18:34
0
კვარადონა
)))
28 აპრილი 2022 16:21
0
ჯიჯი
ika
28 აპრილი 2022 08:19
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული