აჯობებს ხვიჩა "ნაპოლის" კამერუნელ ნახევარმცველს? - იტალიური მედია ტრანსფერზე

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი "ნაპოლის" პრეზიდენტმა დე ლაურენტისმა დაადასტურა. იტალიური gonfialarete წერს:

"კვარაცხელიას ყველა მახასიათებელი აქვს, რომ "ნაპოლის" სუპერტრანსფერად იქცეს. უკვე არსებობს სტატისტიკა, რომელიც კარგად წარმოაჩენს "ლურჯების" მომავალ მოთამაშეს - გუნდსა და ეროვნულ ნაკრებში კვარაცხელია თამაშში საშუალოდ 5.9 დრიბლინგს ცდილობდა და 3 წარმატებით გამოსდიოდა. სპალეტის ამჟამინდელ გუნდს რომ შევადაროთ, დრიბლინგში საუკეთესო კამერუნელი ანდრე ზამბო ანგუისაა, რომელსაც ეს მაჩვენებელი საშუალოდ 2.6 აქვს, აქედან 1.9 წარმატებული.

ხვიჩა არაპროგნოზირებადი და კრეატიული მოთამაშეა. როგორც La Gazzetta dello Sport-ი წერს, ქართველი მარცხენა გარემარბია, დარტყმის შესანიშნავი ოსტატობით, რაც ხარისხიანი
გოლების გატანის საშუალებას აძლევს. მას შეუძლია ბურთთან ერთად ფეხი უეცრად ააჩქაროს, სირბილისას კი ბურთის მართვის შესანიშნავი უნარით გამოირჩევა.

მოთამაშის სუფთა ხელფასი დაახლოებით ერთი მილიონი ევრო, მთლიანი ოპერაცია კი 15 მილიონი იქნება."

კვარაცხელია ახლა ბათუმის "დინამოსთან" ერთად ეროვნული ლიგის მომდევნო ტურისთვის ემზადება - 29 აპრილს "ბოლნისის" სიონს" ესტუმრება.

alt"ის "ნაპოლიში" მარადონასავით იქნება!" - ცნობილი რუსი ჟურნალისტი ხვიჩას ტრანსფერზე საუბრობს

altიტალიაში ხვიჩას სახელის წარმოთქმა დიდ პრობლემად იქცა [VIDEO]

altკვარაცხელია და "ნაპოლი" ოფიციალურად დადასტურდა


მკითხველის კომენტარები / 14 /
აჯობებს კიარა გადაყლაპავს. აგერ თქვენ და აგერ მე. ღმერთმა დაიფაროს ტრავმებისგან და დანარჩენს ყველა ერთად ვნახავთ ვისთან რას და როგორ იზამს. გლობალურ მაშტაბზე დროა საქართველო განათდეს კიდევ ერთხელ და ნაპოლი ამისთვის მშვენიერი პლაცდარმია.
0
მთავარია ჯანმრთელად იყოს და სანამ საქართველოშია უხეშად არ ეთამაშონ მაინცდამაინც. ტორპედოსთან სამი კაცი მისდევდა და ისეთი ჩაარტყა ერთმა ფეხებში, სუნთქვაშეკრული ვუყურებდი ტრიბუნიდან, როდის წამოდგებოდა.
ისეთი სტილის მოთამაშეა სულ ჩაარტყამენ მარა ფიზიკა უფრო მეტად უნდა გააუმჯობესოს რო ტრავმები აირიდოს.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული