ბათუმის "დინამო" და ჩემპიონთა ლიგა - ყველაფერი წილისყრასა და სასურველ მეტოქეებზე

AutoSharing Option
ქართველი გულშემატკივრები ერთგვარი დილემის წინაშე არიან - მოუთმენლად ელიან ხვიჩა კვარაცხელიასა და "ნაპოლის" გაოფიციალურებას, ამავდროულად კი, სურთ, "კვარა" საწყის ეტაპზე ბათუმის "დინამოსაც" დაეხმაროს, რათა იქნებ ქართულმა კლუბმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპთან მიახლოება შეძლოს.

როდისაა წილისყრა?

საქართველოს ჩემპიონი პირველი მეტოქის შესახებ 14 ივნისს შეიტყობს, როცა უეფას შტაბ-ბინაში წილისყრა გაიმართება.

სამწუხაროდ, ბათუმელთა სარეიტინგო ქულა დაბალია და ისინი ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე (საწყის სტადიაში მხოლოდ რამდენიმე გუნდი თამაშობს) განუთესავი იქნება. რა თქმა უნდა, არსებობს ერთი შეხედვით სასურველი და არასასურველი მეტოქეები. მნიშვნელოვანია, რომ უეფა
ტერიტორიული დაყოფის პრინციპს იყენებს და სავარაუდო მეტოქეებს ასე ადგენს, რის გამოც ურთიერთობების გარკვევა ხშირად მეზობელი ქვეყნების გუნდებთან გვიწევს.

ყველაზე არასასურველი

მიუხედავად იმისა, რომ სარეიტინგო ქულით ასე სულაც არაა, ყველაზე ძლიერ მეტოქეს მოლდოვის "შერიფის" მიჩნევა შეგვიძლია, რომელმაც უეფას მთავარი საკლუბო ტურნირის ჯგუფში თვით მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ მშვენიერი გამოცდილება დააგროვა.

მსგავსის თქმა შეიძლება აზერბაიჯანულ "ყარაბაღზეც", რომლის კარსაც ლუკა გუგეშაშვილი იცავს. ბულგარეთის ჩემპიონ "ლუდოგორეცის" შესაძლებლობებზეც მშვენივრად მოგვეხსენება.

ზემოხსენებული ტერიტორიული პრინციპიდან გამომდინარე, საწყის მეტოქედ ისეთი ძლიერი გუნდების თავიდან აცილება შეიძლება, როგორებიც "მალმიო" (შვედეთი) და "ბოდო გლიმტი" (ნორვეგია) არიან.

პირველი ეტაპის განთესილთა შორისაა ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი ბრატისლავის "სლოვანი", სადაც გურამ კაშია და ჯაბა კანკავა გამოდიან.

მეტი შანსი

რა თქმა უნდა, თამაში ყველასთანაა შესაძლებელი, თუმცა არიან გუნდები, რომლებთანაც ჩვენს ჩემპიონს მეტი შანსი ექნება.

პირველ რიგში, მაინც ლიეტუვის "ჟალგირისის" ხსენება შეიძლება, რომელიც განთესილთა შორის ერთ-ერთი ყველაზე სუსტია. კიდევ ერთხელ შევეხებით უეფას მიერ დანერგილ პრინციპს, რის გამოც პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე შედარებით დაბალი რეიტინგის მქონე ფინური ჰიკ-ი საქართველოს ჩემპიონს ასცდება.

მთავარი, რასაც ვერ ვახერხებდით

უეფას საკლუბო ფეხბურთის სისტემა ისეა აწყობილი, ჩემპიონებს უფრო დაბალი რანგის ტურნირებზე გადართვა პირველივე მეტოქესთან მარცხით შეუძლიათ, თუმცა ეს ისაა, რაზეც არასდროს უნდა ვიფიქროთ. ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთი ძლიერი გუნდის ჩამოტოვება ნიშნავს, რომ შემდეგ უკვე მე-2 ეტაპის ვერგადალახვის შემთხვევაში, ევროპა ლიგაზე უფრო სუსტ მოწინააღმდეგეზე გახვალ.

რა თქმა უნდა, ყველას სურვილია, ბათუმელებმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გააღწიონ, თუმცა პროგრამა-მინიმუმი სწორედ ერთი მეტოქის გავლა უნდა აიყოს, რაც ბოლო წლებში ასე გვიჭირდა. სხვათა შორის, საქართველოს ჩემპიონის სპორტულმა დირექტორმა ლადო დვალიშვილმა ჩვენთან სწორედ მსგავს მიზნებზე ისაუბრა. მინიმუმ, კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის მიღმა რომ არ უნდა დავრჩეთ, ამაზე ყველა ვთანხმდებით...

საკადრო რესურსი

რა თქმა უნდა, ბათუმელები ახლა ძალიან გაძლიერდნენ, თუმცა მთავარი ფიგურა ხვიჩა კვარაცხელიაა, რომლის სატრანსფერო სააკითხი გასარკვევია. შესაბამისად, ბათუმელებს ახალი მოთამაშეების დამატებაზე ფიქრი მაინც მოუწევთ. პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 5-12 ივლისსაა.

აშკარად ჩანს, რომ გია გეგუჩაძის გუნდის დაცვის ხაზში ყველაზე ნაკლები კონკურენცია და საკადრო რესურსია. შესაბამისად, მათ ამ მხრივ მუშაობა მოუწევთ.

ბათუმის "დინამოს" გულშემატკივრებს ეიმედებათ და ამ საქმეში წილისყრაში გამართლება მნიშვნელოვანია. 14 ივნისამდე ცოტა დროა.

alt"დინამოზე" დაბრუნებული გულშემატკივარი, კარგი თამაში და ზღვა ემოციები მატჩში, რომელსაც მხოლოდ გოლები დააკლდა [VIDEO]

altკვარაცხელია და ჯოვინო პირველივე ტაიმში შეცვალეს, ბათუმის "დინამო" მარცხს გადაურჩა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 36 /
სრულიად არადეკვატური დამოკიდებულება რა სუსტი რა იოლი გუნდი უნდა იყოს დაკომპლექტებული ნორმალური ფეხბურთელებით ვარსკვლავებს ვერ აიყვანენ მაგრამ წესიერ ნორბენალ მოაზროვნე ფეხბურთელს იპოვინ თუ უნდათ რეალურად ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა და წესიერი ფეხბურთელი კარგი ინვესტიციაა შემდგომში ბევრად მეტად გაყიდიან მაგრამ არა ამათ წამსევე უნდათ 100% მოგების ნახვა.
კახა
12 ივნისი 2022 19:53
0
კანკავაზე და კაშიაზე იმუშავოს ბათუმმა კონტრაქტები ეწურებათ და უმაგრესი დანამატი იქნება თუ მოხერხდა დაცვასაც გაძლიერება სჭირდება დდ მათზე უკეთესს ვის იპოვიან
დემე
12 ივნისი 2022 16:01
0
მილიონი პროცენტით გეთანხმები, ძმაო!
ეროვნული ნაკრების ყოფილი და ამჟამინდელი კაპიტნები, ბათუმს უფრო მაღალ დონეზე აიყვანენ! ამათ გვერდით, ახალგაზრდებიც უფრო სწრაფ პროგრესს განიცდიან! ასეთი პროფესიონალების ხელიდან გაშვება, დიდი არაპროფესიონალიზმი იქნება... გუნდის გაძლიერება ყოველთვის ეროვნული რესურსით უნდა დაიწყო!
Mazzola
13 ივნისი 2022 14:05
0
კიბტაობო, კაშიას გაუჭირდება უკვე 2-3 წელი უმაღლეს დონეზე, კაი გუნდში თამაში და კანკავაც ანალოგიურად, ძაან კაი ვარიანტი იქნება, კლასიტ და გამოცდილებით წელსაც და გაისადაც შეეძლებათ ევროტურნირებზე გასვლა...
რა მაფიაა?
12 ივნისი 2022 23:06
0
ჩემი აზრით შარშანდელთან შედარებით კიდევ მოუმატა ბათუმა. გუნდი ბოლომდე თამაშობს და ეს დასაფასებელი. შარშან არ მეგონა თუ ბატეს გაივლიდა ბათუმი, მითუმეტეს სახში 0-1 წაგების შემდეგ, თუმცა დამაჯერებლად 4-1 გასვლაზე და შემდეგ საკმაოდ ძლიერ სივსპორთან დიდი მრძოლა და დამატებით დროში დასანანი მარცხი. ამ ეტაპზე ვისურვებდი მალმეს ავცდეთ, ძალიან დისციპლინებური გუნდია და დიდი გამოცდილების. დანარჩენებთან ყველასთან არის შანსი. კარგი იქნება თუ კვირკველიას და წიტაიშვილს დაიმატებს ბათუმი.
G.LA
12 ივნისი 2022 15:25
0
Ager latvis chempionma tbilisis dinamos chhajmevina ezaxe susti
Oto
12 ივნისი 2022 13:50
2
Ra doneze daeca fexburti,erti gundis gavla sanatreli gagvixdaaaa
Oto
23 მაისი 2022 18:04
11
ამაზე უკეთესი სიტოაცია გვქონია როდისმე? არ მახსენდება დინამოს თუ არ ჩავთვლით.
აკო
12 ივნისი 2022 13:17
1
ძვირად დაუჯდევა ბათუმს დროებითი ცვლილებები, წავა ხვიჩა და "ბიტლებივით" დაიშლება ძლივს დალაგებული შეტევის ხაზი. თითო ტაიმი მაინც ითამაშონ იმ შემადგე ლობით, რომლითაც აპირებენ ევროს.
სანდრო
23 მაისი 2022 14:35
7
საქარტველოს გვინდა ნაკარგალის მილანი სეხვდეს მაგრამ იმატ არ ცალიატ ისინი წნორის მილანს ხვდებიან................
kaka
23 მაისი 2022 10:32
1
დაცვაში მაგრად გვიჭირს ფაქტია.. რაც შეეხება თავდასხმას პირადად ჩემი აზრია რომ ხვიჩასთან ერთად ძალიან მაგრები ვართ მაგრამ არის ზურიკო,ფლამარიონი,გაფრინდაშვილი,ჯიღაური,ლობჟანიძე და პლუს 2 კარგი ჩამშლელი ალთუნა და ტეიდი,ბიძინაშვილი და ფალავანდა შემტევ ნახევარ დაცვას რადინთან ერთად არაფერს უჩივიან პირიქით მშვენიერია, აზაროვი და ჩაბრაძე კარგები არიან..ლაზარეზე ზედმეტია საუბარი და მამუჩა სუპერ სპორტსმენი არამხოლოდ ფეხბურთელიი..აი კობახიძეს ბოდიშს მოვუხდი მაგრამ ძალიან სუსტია ამ ბიჭების ფონზე..
ასე რომ მეგობრებო წინ მაგარი სეზონი გველის!!!
იმედია აზაცკი მალე ჩადგება ფორმაში ვფიქრობ რეხვიაშვილთან ერთად შესანიშნავად გაართმევენ დაცვაში თავს..
შავი კაცი
22 მაისი 2022 21:46
1
ერთადერთი რეხვიაშვილია ვინც უნდა შეიცვალოს. ყველა თამაშზე დავდივარ და ვხედავ რომ აზაცკის ერთად უფრო სტაბილურია კობახიძე ვიდრე რეხვიაშვილთან. ნამეტანი ფაფხურობს. მცველისთვის დამახასიათებელი სიდინჯე და სიმშვიდე აკლია რეხვიაშვილს. რათქმაუნდა მონდომება არ დაეწუნება მაგრამ ფაფხურში შეცდომებს უშვებს. სხვა ყველაფერში 100 პროცენტით გეთანხმები.
roma bejanidze
12 ივნისი 2022 13:38
1
შერიფი არ მინდაა პირველ ეტაპზე არანაირად
Batumi90
22 მაისი 2022 15:18
5
მოიცადა რომ წერენ ხვიჩა საკვალიფიკაციოებში დაეხმარება ბათუმსო როგორ დაეხმარება თუ პირველი თამაში 5 ივლისაა და ნაპოლიში კი მბობენ რომ 1 ივლისს უნდა შეგვიერთდესო ! და როგოა ეგ საქმე ? თუ რამე შეთანხმება აქვთ გუნდებს რომ იტალიის ჩემპიონატის დაწყებამდე ხვიჩამ ბათუმში ითამაშოს ? თუ ასეა ეს რა თქმა უნდა კრგია ბათუმისთვის და ჩვენთვის მაგრამ კარგი იქნება ხიჩასთვს ? ასე გუნდში სეზონისწინა მომზადების და ადპტაციის გარეშე რომ ჩაებას იტალიის თამაშებში ? თანაც დასვენება ხომ უნდა მთელი სეზონის და ივნისში ნაკრეში 4 მძიმე თამაშის მერე !
zura222
06 მაისი 2022 08:13
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული