არველაძე ინგლისში სადებიუტო სეზონით კმაყოფილია

AutoSharing Option
შოთა არველაძე ინგლისურ ფეხბურთში საკუთარი სადებიუტო სეზონით კმაყოფილია. მოგეხსენებათ, მისმა "ჰალმა" ბოლო ტურში "ნოტინგემ ფორესტთან" ფრედ (1:1) ითამაშა.

ქართველმა სპეციალისტმა სეზონის უკანასკნელ პრესკონფერენციაზე თქვა:

"90 წუთის განმავლობაში კარგი თამაში იყო, ორმხრივი შეტევებით. ვცდილობდით, თავი ორგანიზებულად დაგვეცვა და წინა ხაზში ჩვენი შანსები მიგვეღო. გულშემატკივრებმა ძალიან ისიამოვნეს...

რაც შეეხება ჩვენს კარში დანიშნულ თერთმეტმეტრიანს - მაინც მგონია, რომ მეტოქემ ფეხის შეხება როგორც კი იგრძნო, დაეცა...

ვეტერან ტომ ჰადელსტოუნს გუნდთან გამომშვიდობების საშუალება მივეცით...

მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ კლუბში მუშაობისა და ჩემი შესაძლებლობების
გამოვლენის უფლება მომცა...

ვეცდებით, კეინ ლევის-პოტერს შევთავაზოთ ის, რაც მისი კარიერისთვის უკეთესი იქნება."

"ჰალმა" ჩენპიონშიპი მე-19 ადგილზე დაასრულა. პრემიერლიგაში "ფულემი" და "ბორნმუთი" აღზევდნენ, 4 გუნდი კი ერთ გამსვლელ ადგილს პლეი-ოფში გაარკვევს.

altშოთა არველაძის "ჰალმა" "ნოტინგემთან" ქულა მოიპოვა

მკითხველის კომენტარები / 2 /
შოთიმ რა მდგომარებოაშიც ჩაიბარა ჰალი ამ მდგომარებაში მყოფი გუნდისთვის მთავარი იყო ის რომ არ გავარდნილიყო ამ გუნდს არანაირი შანსი არ ქონდა საპლეიფო ზონაში მოხვედრის და შოთასაც სჭირდებოდა გარკვეული პერიოდი რომ ალღო აეღო ჩემპიონატისთვის რადგან შოთის აქამდე არასოდეს ქონია ჩემპიონშიპის დონის ჩემპიონატში მუშაობის გამოცდილება და ეს მისთვის სერიოზული გამოწვევა იმედი მაქვს შოთის კლუბში დატოვებენ ზაფხულში გუნდი გაძლიერდება და შემდეგ სეზონში უკვე წარმატებით დაიწყებენ თამაშს წარმატებები შოთას.
გიორგი
02:42 10-05-2022
0
შოთას თითქოს შეუძლია კარგი მევრთნელი იყოს მარა მისი გუნდები(სადაც უმუშავია) ძაან არასტაბილურად თამაშობენ. საინტერესოა თუ დატოვეს პოსტზე რა შედეგი ექნება შემდეგ სეზონში. წარმატებები შოთას!
მათე
17:22 08-05-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული