სტუმრებმა კომპენსირებულ დროში დაწინაურება მოახერხეს, მსაჯის საფინალო სასტვენის წინ კი ლიუის-პოტერმა ანგარიში გაათანაბრა, რომელმაც ჩემპიონატზე 12 გოლი გაიტანა.
„ჰალმა“ ჩემპიონატი 51 ქულით მე-19 ადგილზე დაასრულა.
შოთა არველაძის ხელმძღვანელობით, "ჰალ სიტიმ" 18 მატჩიდან 6 მოიგო, 4 ფრედ დაასრულა და 8 წააგო.
ჰალი. „MKM სტადიუმი“. 18 339 მაყურებელი
ჰალ სიტი -ნოტინგემ ფორესტი 1:1
გოლები: 0:1 ჯონსონი (90+2, პენ), 1:1 ლიუის-პოტერი (90+4)