"თუ ხვიჩა დაადასტურებს, რაც ვიდეოებში ვნახეთ" - ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის შეფასება

AutoSharing Option
Canale 8-ის Giochiamo D'Anticipo-ს სტუმარმა, ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა მასიმო დ'ალესანდრომ კლაუდია მერკურიოს კითხვებს უპასუხა:

- "ნაპოლის" გულშემატკივრები უკმაყოფილონი არიან, რადგან 35 წელია სკუდეტო არ მოუგიათ. 9-წლიანი ბატონობის შემდეგ "იუვენტუსის" კრიზისი უნდა გამოეყენებინათ, რაც ვერ მოხერხდა.

მომავალ სეზონში "ნაპოლის" სკუდეტოსთვის ბრძოლაში გუნდური რევოლუცია დასჭირდება. ზაფხულში ბევრი ელემენტი გაქრება და ლორენცო ინსინიეც წავა. რაც შეიძლება სწორი ცვლილებებია საჭირო, მაგრამ ეს მარტივი არ იქნება. სპალეტიმ თავისი საქმის კარგად შესრულება იცის...

შეკითხვები არსებობს - ვის ვირჩევთ მეკარეებად ოსპინასა და მერეტს შორის? შესაძლებელია ორივე წავიდეს?
კულიბალი რომ გავყიდოთ, ვისით შევცვლით მას? გუნდშია ფორვარდი ოსიმენი. სპალეტი რომ ვიყო, კიდევ ერთი წელი ხელს შევუწყობდი ნიგერიელის საბოლოო აფეთქებას. მას გააჩნია მნიშვნელოვანი უნარები და ცოტა იტალიურის სწავლა, შესაძლოა, საბოლოოდ დაეხმაროს.

ვის დავთმობდი ესპანელ ფაბიანსა და პოლონელ ზიელინსკის შორის? ფაბიანს. პოლიტანოს და მერტენსს, ალჟირელ ნახევარმცველ ოუნასს და შემტევებს, ლოსანოსა და პეტანიასაც გავუშვებდი. კვარაცხელია? მის შესახებ ცოტა რამ ვიცით, მაგრამ ინსინიეს შეცვლა ადვილი არ იქნება. თუ ხვიჩა დაადასტურებს, რაც ვიდეოებში ვნახეთ, ლოსანოზე მეტს ითამაშებს."

მოგეხსენებათ, "ნაპოლის" პრეზიდენტმა დე ლაურენტისმა უკვე ოფიციალურად დაადასტურა, რომ ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლურ კლუბში 5 წლით ჩაირიცხება.

altკვარაცხელია - "ნაპოლის" პრეზიდენტს სჯერა, მწვრთნელი არაფერს ამბობს, ტიფოზებს აინტერესებთ

altიტალიური მედია კვარაცხელიათი აღფრთოვანებას არ მალავს

მკითხველის კომენტარები / 18 /
დაადასტურებს კი არა, ძილშიც კვარაცხელიას გვარს იტყვით, გამართულად, ისე მაგრად დაადასტურებს. ცოტა მოიცადეთ.
ქომაგი
13 მაისი 2022 12:01
0
ხვიჩა აუცილებლად დაგიდასტურებთ,რომ ის არის რაც ვიდოეებში ნახეთ.
ნიკოლოზი
13 მაისი 2022 11:07
0
უუჰ დამბურძგლა!)) წარმატებები ჩვენს მაგარ ბიჭს!
აბა რაა
13 მაისი 2022 11:17
0
დაადასტურებს
უვიცი
13 მაისი 2022 10:41
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული