"თუ ხვიჩა დაადასტურებს, რაც ვიდეოებში ვნახეთ" - ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის შეფასება

AutoSharing Option
Canale 8-ის Giochiamo D'Anticipo-ს სტუმარმა, ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა მასიმო დ'ალესანდრომ კლაუდია მერკურიოს კითხვებს უპასუხა:

- "ნაპოლის" გულშემატკივრები უკმაყოფილონი არიან, რადგან 35 წელია სკუდეტო არ მოუგიათ. 9-წლიანი ბატონობის შემდეგ "იუვენტუსის" კრიზისი უნდა გამოეყენებინათ, რაც ვერ მოხერხდა.

მომავალ სეზონში "ნაპოლის" სკუდეტოსთვის ბრძოლაში გუნდური რევოლუცია დასჭირდება. ზაფხულში ბევრი ელემენტი გაქრება და ლორენცო ინსინიეც წავა. რაც შეიძლება სწორი ცვლილებებია საჭირო, მაგრამ ეს მარტივი არ იქნება. სპალეტიმ თავისი საქმის კარგად შესრულება იცის...

შეკითხვები არსებობს - ვის ვირჩევთ მეკარეებად ოსპინასა და მერეტს შორის? შესაძლებელია ორივე წავიდეს?
კულიბალი რომ გავყიდოთ, ვისით შევცვლით მას? გუნდშია ფორვარდი ოსიმენი. სპალეტი რომ ვიყო, კიდევ ერთი წელი ხელს შევუწყობდი ნიგერიელის საბოლოო აფეთქებას. მას გააჩნია მნიშვნელოვანი უნარები და ცოტა იტალიურის სწავლა, შესაძლოა, საბოლოოდ დაეხმაროს.

ვის დავთმობდი ესპანელ ფაბიანსა და პოლონელ ზიელინსკის შორის? ფაბიანს. პოლიტანოს და მერტენსს, ალჟირელ ნახევარმცველ ოუნასს და შემტევებს, ლოსანოსა და პეტანიასაც გავუშვებდი. კვარაცხელია? მის შესახებ ცოტა რამ ვიცით, მაგრამ ინსინიეს შეცვლა ადვილი არ იქნება. თუ ხვიჩა დაადასტურებს, რაც ვიდეოებში ვნახეთ, ლოსანოზე მეტს ითამაშებს."

მოგეხსენებათ, "ნაპოლის" პრეზიდენტმა დე ლაურენტისმა უკვე ოფიციალურად დაადასტურა, რომ ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლურ კლუბში 5 წლით ჩაირიცხება.

altკვარაცხელია - "ნაპოლის" პრეზიდენტს სჯერა, მწვრთნელი არაფერს ამბობს, ტიფოზებს აინტერესებთ

altიტალიური მედია კვარაცხელიათი აღფრთოვანებას არ მალავს

ასევე დაგაინტერესებთ