"ფან-კლუბ ლიგა 2022" დაიწყო

AutoSharing Option
7-8 მაისს "ფან-კლუბ ლიგის" პირველი სათამაშო კვირის მატჩები გაიმართა. ღონისძიება "სპორტული თაობის" ორგანიზებითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით ტარდება. პირველ-მეორე დღეს ასპრეზობაში 10 გუნდი ჩაერთო და ჯამში 71 გოლი გავიდა. წვიმიანი და ქარიანი ამინდის მიუხედავად, მატჩები საკმაოდ სანახაობრივი და უხვგოლიანი გამოდგა.

2022 წლის გათამაშება "ელ-კლასიკოთი" გაიხსნა. "რეალისა" და "ბარსელონას" ქომაგებმა მაყურებელს მშვენიერი მატჩი აჩუქეს, 8 გოლი გაიტანეს და საბოლოოდ შეხვედრა 4:4 დასრულდა. სტარტი მართლაც ჩინებული იყო.

7 მაისს "კლასიკოს" შემდეგ 3 დაპირისპირება ვიხილეთ. ინგლისის საკმაოდ ძლიერმა ნაკრებმა 6:3 დაამარცხა "არსენალის" ფან-კლუბი.
გერმანულ-ინგლისური დაპირისპირება ფრედ დასრულდა. "ბაიერნი" 3:3 "ლივერპული". დებიუტანტმა იტალიის ნაკრების ქომაგებმა "მილანს" 4:1 აჯობეს.

კვირის თამაშებიც არანაკლებ საინტერესო გამოდგა. თუკი შაბათს მოთამაშეებს წვიმამ შეუშალათ ხელი, კვირას ქარიან ამინდში გაიმართა მატჩები.

პირველივე მატჩში იტალიის ნაკრების ქომაგებმა ბრწყინვალე ქამბექი შემოგვთავაზეს. 3:1-დან 3:4 და "ბაიერნიც"დამარცხებულია. მეორე შეხვედრაში "ჩელსიმ" 6 გაუტანა "მილანს", საპასუხოდ კი მხოლოდ 3 მიიღო და დებიუტი მოგებით აღნიშნა.

Sportall.Ge

"ბარსელონამ" და "არსენალმა" ყველაზე უხვგოლიანი მატჩი შემოგვთავაზეს. 9:6 "ბარსას" სასარგებლოდ და 15 გატანილი გოლი ერთ შეხვედრაში. ინგლისმა მეორე მატჩიც მოიგო, ამჯერად "იუვეს" წინააღმდეგ, ანგარიშით 8:4.

ბომბარდირთა დავაში 5-5 გოლით ორი ფეხბურთელი დაწინაურდა. "ბარსელონასა" და ინგლისის ნაკრების კაპიტნები, ვალერი ზანგური და შაკო შელეგია, პირველი კვირის ყველაზე გამტანი მოთამაშეები არიან.

Sportall.Ge

"ფან-კლუბ ლიგის" ჯგუფური ეტაპის მომდევნო ტურები 14-15 მაისს გაიმართება.

საფეხბურთო ვიქტორინა "ფან-კლუბ ლიგის" გამომწერთათვის

როგორც იცით, საქართველოში დაიწყო ახალი საფეხბურთო ჩემპიონატი ფან-კლუბებს შორის. უხვგოლიანი და საინტერესო კვირის შემდეგ "ფან-კლუბ ლიგის" ორგანიზატორებმა მათ მეგობარ კომპანიებთან ერთად საინტერესო ონლაინვიქტორინა შესთავაზა თავის გამომწერებს.

ახალი სპორტული ვიქტორინა, სახელად „გამოიცანი ფეხბურთელი", სადაც გულშემატკივრებმა საფეხბურთო გუნდების საშუალებით უნდა შეძლონ ფეხბურთელის გამოცნობა და ეძლევათ საშუალება, მოიგონ არაერთი საინტერესო პრიზი: საათები, პაბის ვაუჩერები, ბურგერის მენიუ, ჰუდები და ა.შ

მონაწილეობის მისაღებად უნდა გადახვიდეთ "ფან კლუბ ლიგის" "ფეისბუქგვერდზე" და დააფიქსიროთ სწორი პასუხი შეკითხვაზე.

"ფეისბუქგვერდი" - Fan-Club League • ფან-კლუბ ლიგა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

myquiz

სიახლეები პოპულარული