ხვიჩას მომავალი კლუბის მწვრთნელი პრეზიდენტს შეხვდება, "ულტრასები" გამოცდილ მოთამაშეებს ითხოვენ

AutoSharing Option
როგორც Gazzetta dello Sport-ი წერს, "ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი სპალეტი კლუბის მფლობელ დე ლაურენტისთან შეხვედრას და ბევრი დეტალის გარკვევას აპირებს. napolipiu-ს თანახმად, საუბარი იმას შეეხება, რომ მწვრთნელს მკვეთრი გაახალგაზრდავების პოლიტიკა არ მოსწონს და უფრო გამოცდილი და ფიზიკურად ძლიერი მოთამაშეების შეძენას ითხოვს.

ნეაპოლური წყაროს ცნობით, "ნაპოლის" თანამედროვე ფეხბურთისთვის შესაფერისი ფეხბურთელები აკლია და ამას კლუბის "ულტრასებიც" (რადიკალური დაჯგუფებები) აპროტესტებენ.

უკვე ცნობილია, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მომავალ კლუბს ლორენცო ინსინიე დატოვებს, დრის მერტენსსა და ირვინგ ლოსანოს მიმართ კი საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არაა. გარკვეულწილად, ნეაპოლელთა საფიქრალი
გასაგებია, გამოცდილი მოთამაშეები მიდიან, კვარაცხელიას შესაძლებლობები კი ჯერ უშუალოდ არ უნახავთ. შესაძლოა, ხვიჩას იდეალური დრო აქვს, ლიდერის თვისებები გამოავლინოს და "ნაპოლის" ტიფოზებს თავი შეაყვაროს.

შეგახსენებთ, ბათუმის "დინამოს" გარემარბის ტრანსფერი (5 წლით) "ნაპოლის" პრეზიდენტმა ოფიციალურად დაადასტურა.

altკვარაცხელია - "ნაპოლის" პრეზიდენტს სჯერა, მწვრთნელი არაფერს ამბობს, ტიფოზებს აინტერესებთ

altკვარაცხელიას მწვრთნელი "ნაპოლიში" სპალეტი იქნება

altიტალიური მედია კვარაცხელიათი აღფრთოვანებას არ მალავს

მკითხველის კომენტარები / 4 /
ვისაც ეს უმსგავსო კომენტარი იუმორი გგონიათ და ალაიქებთ, თქვენ არც ფეხბურთი გიყვართ და არც იუმორი იცით რა არი.
ქუთაისი
17:59 16-05-2022
6
სპალეტი კვარაცხელიაზე: ის არის ფიზიკურად ძლიერი და ხარისხიანი მოთამაშე. ის არის ბრწყინვალე არჩევანი, რომელიც ყველა მწვრთნელს უნდა. მას აქვს სისწრაფე, ტექნიკა, გოლებს იტანს, აქვს ფიზიკური გავლენა. და ნამდვილად ძლიერია.
ქ. გ.
17:58 16-05-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული