"სპალეტი, ხვიჩაზე მოგატყუეს" - რუსთა გოდება

AutoSharing Option
გუშინ "ნაპოლის" მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე პირველად ისაუბრა და ერთობ დადებითად დაახასიათა. იტალიელის გამონათქვამი რუსულმა საიტებმა გაავრცელეს და კომენტარებმაც არ დაახანა. ზოგიერთს შემოგთავაზებთ:

- ლუჩანო, შეწყვიტე, შენ ვინ ხარ, რომ ასეთი რამეები თქვა, კვარაცხელიაზე "ჩემპიდან" სპეციალისტები მოგითხრობენ.

- ჩვენი ხვიჩულია ტოპ-კლუბში! ეს პალიჩმა (სიომინმა) აღმოაჩინა ვარსკვლავი! ტუგარევი აუტსაიდერ "როსტოვში", დანარჩენები სადღაც მეორე ლიგაში, ხვიჩულიჩკა კი "ნაპოლიში", რადგან ტოპ-ია და პალიჩმა ეს თავიდანვე დაინახა. "რკინიგზელებს" ტოპ-ფეხბურთელების ტოპ-კლუბებში გაყიდვა არ სჭირდებათ, ისინი შეუძლიათ "კრასნოდარში", "რუბინში" ან კიდევ სადმე გაუშვან.

- ლუჩანო,
შენ მოგატყუეს...

- მან ზუსტად იცის, ვისზე ლაპარაკობს?

- ვერაფერი გავიგე, სპალეტი ბათუმის "დინამოს" წვრთნის?

- გასაკვირია. მან პოზიციური შეტევისას შეზღუდულ სივრცეში თავი ცუდად წარმოაჩინა. კარგია სისწრაფეში, თავისუფალ სივრცეში, კონტრშეტევაზე თამაშისას.

- სპალეტის უთხრეს, რამდენი გოლი გაიტანა კვარაცხელიამ რუსეთის ჩემპიონატში?

- იქ გოლების გამტანები საკმაოდ ჰყავთ. ოსტატი თამაშის მართვას დაიწყებს! ასეთ ფეხბურთელებს ოქროს ფასი აქვთ! მომენტები შეიქმნას და გოლის გამტანი გამოჩნდება.

მკითხველის კომენტარები / 24 /
ასეთი, ბოროტი და ბოღმიანი ერი, მეორე არაა დედამიწაზე. თუ ვინმე მასზე უკეთესი დაინახეს, თუ შანსი მიეცად
თ, აუცილებლად გაანადგურებენ ან დააზიანებენ. თავისი არააქვთ და სხვისას ეპოტინებიან და ითვისებენ მარად. მათი გაჩერება, მხოლოდ უხეში ძალითაა შესაძლებელი,. მგონი მიხვდნენ ევროპა-ამერიკასი მაგას და იქნებ გამოუყვანონ კიდეც წირვა. რაც შეეხება აზრს, მათი მართლმადიდებლობის მესამე რომის ფუნქციაზე და მართლმადიდებლური სახელმწიფოების მფარველობაზე, წმინდა წყლის დემაგოგიაა, რადგან ერი რომლიც ხალხთმოძულე ანტიქრისტეს მძორის, ილიჩის წინაშე დღემდე იხრის ქედს, მართლმადიდებლობასთან არანაირი კავშირი არააქვს და ცხვრის ტყავში გამოხვეული მგელია მხოლოდ.
ლევან მაღლაკელიძე
18:16 23-05-2022
0
სპალეტიმ თქვა რომ გენიალური ფეხბურთელია რასაც სტატისტიკა ვერ უშლის ხელს მაგის აღიარებას და მაგ სტატისტიკასაც თავისი მიზეზები აქვს რასაც ჭკვიანი ხალხი ხედავს დებილი გუნდი უფუჭებდა საქმეს როცა ნაკრებში გაამწარა კრიტიკოსები მაგრად. ასე რომ გაჩუმდით ავადმყოფებო და ღრუსების მონებო დირბლიანი ძალით "ლოგიკით" რომ არჩევთ საქმეს
1

myquiz
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული