"მითხარით, ვინ წავიყვანო? კი, არის ხვიჩა, მაგრამ მას უკვე აქვს კონტრაქტი... გიორგი მამარდაშვილი "ვალენსიას" ფეხბურთელია..." - ინტერვიუ შოთა არველაძესთან

AutoSharing Option
შოთა არველაძემ "ჰალ სიტის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ამ ეტაპის ამოცანა წარმატებით გადაჭრა - გუნდმა ჩემპიონშიფის დასრულებამდე რამდენიმე ტურით ადრე დაიბევა ადგილი ინგლისის რანგით მეორე ლიგაში. რა თქმა უნდა, მომავალ სეზონში "ვეფხვებს" გაცილებით მაღალი მიზნები ექნება...

49 წლის სპეციალისტი ახლა საქართველოშია და, რა თქმა უნდა, მასთან გასაუბრების შანსი ხელიდან არ გავუშვით. "ჰალის" დღევანდელობასა და მომავლის გარდა, ვილაპარაკეთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებზეც, რომელსაც ივნისში ერთა ლიგის უაღრესად საპასუხისმგებლო მატჩები ელის...

- "ჰალში" სეზონის მიმდინარეობისას მიხვედით. ასეთ დროს ყოველთვის რთულია მწვრთნელისთვის, ბოლომდე მოახდინოს საკუთარი
იდეების რეალიზება. ამის მიუხედავად, თამამად შეიძლება ითქვას, რომ საამსეზონო ამოცანა შესრულდა...

- მგონი, არ არის მაინცდამაინც ბევრი სალაპარაკო განვლილ ეტაპზე. რა შეიძლება ითქვას?.. შედეგი იყო მთავარი და შევძელით, რომ ჩემპიონატის დასრულებამდე კარგა ხნით ადრე დაგვებევებინა ადგილი ლიგაში. მწვრთნელს შეუძლია ახალი ენერგია და მოტივაცია მისცეს ფეხბურთელებს... თუმცა დრო მაინც მცირე იყო. მაგალითად, ისე მოხდა, რომ ჩავედი, ჩავატარე ორი ვარჯიში და გუნდი თამაშზე გავიდა... საბოლოოდ, პირადად ჩემთვისაც დიდი გამოცდილება იყო...

- ველით, რომ მომავალ სეზონში "ჰალი" გაცილებით ძლიერი და ამბიციური გუნდი იქნება. ალბათ, იქნება საინტერესო ტრანსფერები... რამდენად საფუძვლიანია ეს მოლოდინი?
- ასე მარტივიც არ არის... ჯერ გასარკვევია, ვინ მიდის, ვინ შეიძლება მოვიდეს... ეს რომ გაირკვევა, მერე უფრო ადვილად ჩამოვყალიბდებით საბოლოოდ. რა თქმა უნდა, ყველა გუნდს სჭირდება გაძლიერება...

- ამბობენ, შოთას თავის გუნდში ქართველი ფეხბურთელები შეგნებულად არ მიჰყავსო. "ჰალში" როგორ იქნება ამ მხრივ საქმე?
- აი, ხომ შესწრებიხართ ასეთ საუბარს და, ალბათ, თქვენც ჩართულხართ პოლემიკაში... მითხარით, ვინ წავიყვანო? კი, არის ხვიჩა, მაგრამ მას უკვე აქვს კონტრაქტი... გიორგი მამარდაშვილი "ვალენსიას" ფეხბურთელია... ვინ წავიყვანო?

- რა შეიძლება ითქვას ჩემპიონშიფის თაობაზე? ფაქტია, ძალიან სპეციფიკური ლიგაა, გადატვირთული გრაფიკით, ცხრილში სიმჭიდროვით, თანაბარი დონით...
- ხომ იცით, როგორ არის - ფეხბურთელს ხშირ ვარჯიშს ხშირი თამაში ურჩევნია. ასევეა მწვრთნელიც. თამაში, მერე მისი ანალიზი და ისევ თამაში... ძალიან საინტერესოა ასეთი გრაფიკი. რა თქმა უნდა, ეს დიდ ფიზიკურ გამძლეობას მოითხოვს.

- დიდი იმედი გვაქვს, რომ მომავალ სეზონში "ჰალი" პრემიერლიგაში აღზევებისთვის იბრძოლებს. ეს ამოცანა დგას კლუბის წინაშე?
- ზოგადად, შემიძლია ვთქვა, რომ ათეულში სტაბილურად ყოფნა არის ძალიან კარგი შანსი, რომ თუნდაც პლეი-ოფში მოხვდე. აქ ძალიან პატარა დისტანციაა.

- "ჰალის" გულშემატკივრებზე ცალკე უნდა გკითხოთ. მატჩებისას ვხედავთ, როგორ გულმხურვალედ უჭერენ ისინი გუნდს მხარს...
- ძალიან მაგარი გულშემატკივრები გვყავს, უზომოდ უყვართ გუნდი, გვერდში გვიდგანან... შესანიშნავი, თბილი დამოკიდებულება გვაქვს...

მკითხველის კომენტარები / 27 /
ჟურნალისტს უსვამს რესპოდენტი კითხვას - "მითხარი, ვინ წავიყვანო?"
და ჟურნალისტს პასუხად ერთი ფეხბურთელიც არ გაახსენდა. შეკითხვა "გაატარა".
მწვრთნელი იმისთვისაა, რომ ტალანტი დაინახოს. ტალანტები ბევრია. ხვიჩაც რუსთავის გუნდიდან "წაიყვანეს" თავის დროზე და კი არის ახლა "ნაპოლის" ფეხბურთელი. ახლა დიდი ბოდიში და "სერია ა"-ს და ლა ლიგას ფეხბურთელები ჩემპიონშიპის გუნდში რომ არ წავლენ, ხომ ცხადია და რა საჭიროა ამ რიტორიკული კითხვების დასმა?!
კირკიტა
22:57 13-09-2022
0
სასაცილოანდათ პირდაპირ. ვინ მისცემს მაინცდამაინც კვარას და მამარდას ან რა უნდათ მათი დონის ფეხბურთელს მაჩანჩალა ჰალში?! ეჰ შოთი, შოთი...
ლაშა
14:35 13-09-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული