საიმანოვი: მივიღებთ თუ არა კვარაცხელიას ტრანსფერიდან ფულს? - უარესისთვის ვემზადებით

AutoSharing Option
ლეგიონერების გარეშე დარჩენილი "რუბინი" რუსეთის პრემიერლიგიდან გავარდა, თუმცა კლუბის გენერალური დირექტორი რუსტემ საიმანოვი იმედოვნებს, რომ ლიგას გააფართოებენ და ქვედა დივიზიონში დაქვეითება არ მოუწევთ, რადგან მათი იქ თამაში დანაშაული იქნება. მან განაცხადა, რომ ყაზანური გუნდი მთელ რუსეთში ყველაზე მეტად დაზარალდა, მწვრთნელი ლეონიდ სლუცკი დარჩება და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ კომენტარი გააკეთა.

"მე ვცდილობდი, ლეგიონერები დამერწმუნებინა. ჩვენ ლეგიონერები შევკრიბეთ, ვესაუბრებოდით. ვატყობინებდი, რომ სრული დაფინანსება გვქონდა, ქვეყანაში ყველაფერი მშვიდად იყო, არავითარი პრობლემა არ იქნებოდა. ვუთხარი: "მოდით, ეს სეზონი დავასრულოთ და შემდეგ გადავწყვიტოთ საკითხი".

ამასთან,
თავიდან მოთამაშეებმა განაცხადეს, რომ წასვლა არ უნდოდათ. საბოლოოდ ბევრმა წასვლა გადაწყვიტა, ვიღაცამ შემდეგ დარეკა და გვითხრა - "მე წავედი". როგორ უნდა დაგვეკავებინა?

ვეუბნებოდი, რომ ყველა პირობა შესრულდებოდა, ყველაფერი გადაწყდებოდა, ფულს გადავუხდიდით, თანხა საბანკო ანგარიშებზე იქნებოდა, ხოლო მერე მათი კონვერტაციის საშუალებას მოვძებნიდით.

ჩემი აზრით, კარგია, რომ წავიდნენ. ახალგაზრდების მოზიდვა შევძელით. დაბალხელფასიანი ფეხბურთელები მოვიდნენ, გვაჩვენეს, რომ თამაში უნდათ.
მიიღებს თუ არა "რუბინი" ხვიჩას ტრანსფერიდან  ფულს? ყველაფერი უეფაზე იქნება დამოკიდებული. ჩვენ შეთანხმება გვაქვს და თუ დადებითი გადაწყვეტილება იქნება, მაშინ მივიღებთ. უეფა ხომ ეშმაკია. ისინი არ იტყვიან, რომ ახლა გავათავისუფლებთ და თავისუფალ აგენტებად გავხდით. განაცხადებენ - გადაწყვეტილებას ვახანგრძლივებთ. ამასობაში ბევრს კონტრაქტი დაუსრულდება. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ კეთილგონიერება გაიმარჯვებს, მაგრამ უარესისთვის ვემზადებით", - განუცხადა საიმანოვმა "ჩემპიონატს".

მკითხველის კომენტარები / 10 /
"მეზღვაური"-ს

დინამოს უნდოდა ხვიჩასთან კონტრაქტის გახანგრძლივება. ამაზე კვარაცხელია არ თანხმდებოდა, რადგან უცხოეთში უნდოდა წასვლა. ამიტომ, სანამ მსურველი კლუბი გამოჩნდებოდა, რუსთავთან გააფორმეს (ჯუღელის შუამავლობით) მოკლევადიანი კონტრაქტი, რომ მარტივად წასულიყო.
გამოვიდა, რომ აღმზრდელმა კლუბმა ვერაფერი მიიღო. სამაგიეროდ ჯუღელი მიიღებდა ფულს, მოსკოვის ლოკომოტივისგან.
იგივე მოხდა ზურიკო დავითაშვილის შემთხვევაშიც. არც მან გააგრძელა დინამოსთან კონტრაქტი. ორივე უფასოდ წავიდნენ რუსეთში...
Vertical
22:40 23-05-2022
3
ხშირად მომისმენია ან წამიკითხავს ასეთი მოსაზრება,რომ ხვიჩა რუბინმა აღმოაჩინა,გაზარდა, სლუცკიმ დაინახა მასში პოტენციალი და ა.შ.. ჯერ დავიწყოთ იმით,რომ ხვიჩა დინამო თბილისის სკოლის აღზრდილია.გვერდზე გადავდოთ ის ფაქტი,რომ არ ენდნენ დინამოში და ა.შ,ფაქტია რომ ხვიჩამ,ისევე როგორც ეროვნული ნაკრების წევრების უმეტესობამ დინამოს აკადემია გაიარა და სწორედ აკადემიაში აღმოაჩინეს მისი ტალანტი! პროფესიონალურ კარიერაში პირველი სეზონი სწორედ დინამოს რიგებში გაატარა +რუსთავშიც არენდა.ასაკობრივ ნაკრებებშიც სწორედ საქართველოს ჩემპიონატიდან მოხვდა. პირველი უცხოური კლუბი ხვიჩასთვის იყო მოსკოვის ლოკომოტივი ,ხოლო მწვრთნელი სიომინი,რომელმაც მისცა შანსი ხვიჩას,რადგან მასში პოტენციალი დაინახა,როდესაც რუბინში გადავიდა,ასე თუ ისე უკვე რუსეთის პრემიერლიგის ერთ-ერთი ნიჭიერი მოთამაშის სტატუსი ჰქონდა და მეტნაკლებად პუბლიკაც იცნობდა. რუბინშიც სლუცკიმდე თუ არ ვცდები 2 მწვრთნელი ჰყავდა,გასაგებია,რომ სლუცკიმ უფრო მეტი სათამასო დრო მისცა,უფრო მეტი თავისუფლება მოედანზე,მაგრამ სლუცკიმ აღმოაჩინაო და სლუცკიმ დაინახა პოტენციალიო მგონი ზედმეტია,ისევე,როგორც რუბინმა აღმოაჩინაო,რუბინამდე უკვე ლოკომოტივიდან იცნობდა რუსული საფეხბურთო სამყარო მას..გოლოვინზე შეიძლება თქვა,რომ სლუცკიმ აღმოაჩინაო,რადგან სწორედ მის ხელში გაიზარდა ის ცსკს ასაკობრივიდან ძირითად გუნდამდე და შემდეგ ევროპაშიც წავიდა.სოლომონ კვირკველიაზე შეიძლება თქვა,რომ რუბინმა აღმოაჩინა და გაზარდაო,რადგან მისი პირველი პროფესიონალური კლუბი რუბინი იყო,სადაც 19წლისას უკვე დებიუტი ჰქონდა და სწორედ რუბინში ჩამოყალიბდა მოთამაშედ და ნაკრების წევრად,მაგრამ ხვიჩაზე ამას ვერ იტყვი. ეს საიმანოვი არ იყო რომ ამბობდა ჩვენ არცერთი შეთავაზება არ გვაქვს ხვიჩაზეო?? აბა ნაპოლი ასე უცბად გამოჩნდა?? ან სლუცკიმ რატომ არ თქვა 1 სიტყვაც ხვიჩას ტრანსფერზე ნაპოლიში,რატომ დუმს თუ ხვიჩა მან აღმოაჩინა და მაღალი დონის მოთამაშედ აქცია? სიომინმა და რუბინის ყოფილმა მწვრთნელმა მოულოცეს ხვიჩას და დააფიქსირეს საკუთარი აზრიც,სლუცკი გაბუტულია ხვიჩაზე? თუ ეგონა შეაბერდებოდა რუბინს და პირველ ლიგაშიც გადაყვებოდა?
მეზღვაური
22:18 23-05-2022
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული