ქეცბაია:"მინდა ისეთი ქართველი წავიყვანო, რომელიც ჩვენს გუნდსაც გამოადგება და ნაკრებსაც"

AutoSharing Option
"ანორთოსისის" მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია "პირველი არხი სპორტის" სტუმარი იყო, სადაც ქართველი ფეხბურთელის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა:

"ერთი მხრივ ცუდია, რომ ევროტურნირზე ვერ მოხვდით, მაგრამ მეორეს მხრივ კარგია, რადგან ახალი გუნდის შესაქმნელად და ახალი ფეხბურთელების მოსაყვანად დრო გვაქვს...

თუ საინტერესო ქართველი მოთამაშე გამოჩნდება, დიდი სიამოვნებით წავიყვან. მე გუნდში ქართველები სულ მყავდა და ჩვენთან სულ უმაღლეს დონეზე თამაშობდნენ. ახლაც ვეძებ და მინდა ისეთი ქართველი წავიყვანო, რომელიც ჩვენს გუნდსაც გამოადგება და ნაკრებსაც...

კლუბთან კონტრაქტი კიდევ ერთი წლით მაკავშირებს და რაც არ უნდა მოხდეს,
იქ ვარ – თუ რამე არ შეიცვალა."

შეგახსენებთ, ქართველი სპეციალისტის გუნდი, რომლის კარს გიორგი ლორია იცავს, ევროტურნირების საგზურის გარეშე დარჩა.

წყარო: პირველი არხი
მკითხველის კომენტარები / 9 /
ნაკრებს რო გამოადგებაო გმერტმა წარმატებები მოგცეს მაგარო ადამიანო სენაირები გმერტმა ამრავლოს საქარტველოსი წარმატებები ვინც სენზე ცუდი ტქვას ტვიტონ ტვიტონ ..............
kaka
16:35 28-05-2022
1
ქეცბაია არის საუკეთესო ადამიანი ,კარგი ქართველი რომელმაც სასწორზე დადო ბევრი რამ საქართველოს ნაკრების გამო ... ნაკრების გამო რომლის ჩაბარებაც ბევრს არ სურს, უარი თქვეს და მერე კრიტიკა იცოცხლე იციან. გვეუბნებდა სიმართლეს და გააგდეს კაცი, ის ნამდვილად დიდ ქართულს საქმეს აკეთებს წლებია
ვაჟა
17:47 28-05-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული