აზერბაიჯანი უეფას 2022/23 რეგიონთა თასის გათამაშებისთვის მზად არის |"სრულ ანშლაგს ველოდებით"

AutoSharing Option
უეფას რეგიონთა თასი სტარტს 23 ივნისს ბაქოში, "ასკ არენის" საფეხბურთო მოედანზე აიღებს და თვის ბოლომდე გაგრძელდება.

როგორც თქვენთვის ცნობილია, პირველი ეტაპის მატჩებს აზერბაიჯანში საქართველოს მოყვარულთა ლიგის გამარჯვებული „ბასიანი" ითამაშებს.

მატჩები ბელარუსში უნდა გამართულიყო, მაგრამ უეფამ ამ ქვეყნის გუნდებს საკუთარ მოედანზე თამაში აუკრძალა და მათ ნაცვლად ტურნირს სწორედ აზერბაიჯანი უმასპინძლებს.

მასპინძელ ქვეყანაში სამზადისზე, მოლოდინებსა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე GAFA.GE აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციის მატჩებისა და ტურნირების ორგანიზების განყოფილების ხელმძღვანელს, ზაურ ჰაჯი-მაჰარამოვს ესაუბრა.

"მასპინძელი ქვეყნის სტატუსის მოპოვება ჩვენთვის დიდი პატივია. უეფასგან 2 თვის
წინ შემოგვივიდა მოთხოვნა ამ მნიშვნელოვანი გათამაშების ჩატარებაზე და ჩვენც მალევე დავთანხმდით.


აზერბაიჯანს ტურნირების ჩატარების დიდი გამოცდილება აქვს, უამრავი სახის შეჯიბრების ორგანიზატორები ვყოფილვართ, ევრო 2020-იც კი ჩვენთან ჩატარდა, თუმცა სამოყვარულო გუნდებს პირველად ვმასპინძლობთ".

წინასწარ რაუნდში აზერბაიჯანში, 2 ტურად გამართულ ტურნირში, ხუთი გუნდი ითამაშებს.

"სამზადისი გეგმის მიხედვით მიდის და ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მატჩები ხელოვნურ საფარზე გაიმართოს. თითქმის ყველაფერი მზად გვაქვს, გუნდებთან მუდმივად ვკონტაქტობთ.

სტადიონები იდეალურ მდგომარეობაშია და ფიფას სტანდარტებს შეესაბამება. შამახიში სტადიონი 3 თვის წინ გაიხსნა და უკვე მრავალი მატჩი ჩატარდა. რაც შეეხება ბაქოს სტადიონს, შედარებით ძველია, მაგრამ იდეალურ მდგომარეობაშია.

Sportall.Ge

ბაქოს არენაზე ითამაშებენ: საქართველო, ყაზახეთი და ესტონეთი, ხოლო აზერბაიჯანისა და ბელარუსის გუნდები ბაქოდან 120 კმ-ში შამახიში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ფინალური ეტაპიც სწორედ შამახიში გაიმართება. სრულ ანშლაგს ველოდებით. იმედი მაქვს, საქართველოდანაც უამრავი გულშემატკივარი ჩამოვა".

Sportall.Ge

წინასწარი რაუნდის განრიგი კი ასე გამოიყურება:

ჯგუფი 1: საქართველო, ყაზახეთი, ესტონეთი;

ჯგუფი 2: ბელარუსი, აზერბაიჯანი;

მატჩების განრიგი იხილეთ ბმულზე

ზაურ ჰაჯი-მაჰარამოვმა სამოყვარულო ფეხბურთის პოპულარობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გუნდებისთვის გამორჩეულ დახვედრას გეგმავენ.

"აზერბაიჯანში სამოყვარულო ფეხბურთი საკმაოდ პოპულარულია. ახლახან ყველა რეგიონში ჩატარდა მატჩები და გამარჯვებული გუნდი ჩვენც წარგვადგენს უეფას თასის ტურნირზე.

ჩემთვის სამოყვარულო ფეხბურთი გამორჩეულია, რადგან მოყვარული ფეხბურთელები არა კონტრაქტების (ანაზღაურების), არამედ ენთუზიაზმისა და ამ სპორტის გამორჩეული სიყვარულით ბოლომდე იხარჯებიან მოედანზე. უეფას ეს ტურნირიც სწორედ იმით არის მნიშვნელოვანი, რომ ამ ადამიანებს ეძლევათ შესაძლებლობა, არ გაჩერდნენ და მონაწილეობა მიიღონ მათთვის საოცნებო, ზოგჯერ წარმოუდგენელ, დიდ საფეხბურთო ტურნირებშიც კი."

ტურნირში მონაწილეობას 35 ეროვნული ასოციაცია მიიღებს. ყველაზე მაღალი კოეფიციენტების მქონე 30 ასოციაციის წარმომადგენელი ბრძოლას შუალედური რაუნდიდან დაიწყებს.

შუალედური რაუნდი

შუალედური ეტაპის გამარჯვებული გუნდები მოიპოვებენ ფინალური ტურნირის საგზურს, რომელიც 2023 წლის ივნისის ბოლო ორ კვირაში გაიმართება.

R
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული