ქეცბაიამ "ანორთოსისის" პრეზიდენტს საკადრისი პასუხი გასცა და შემცირებული საკომპენსაციო თანხის მიღებაზე დათანხმდა

AutoSharing Option
თემურ ქეცბაიამ "ანორთოსისის" მწვრთნელის პოსტი მას შემდეგ დატოვა, რაც კლუბის ახალმა პრეზიდენტმა ნეოფიტოს ლარკუმ თანაშემწეების სამუშაოდან დათხოვნა მოსთხოვა. ქეცბაიას ფამაგუსტურ კლუბთან კონტრაქტი მომავალი წლის ზაფხულამდე აკავშირებდა და მისი გაწყვეტის გამო საკომპენსაციო თანხა უნდა მიიღოს, რაც დავის საგანი გახდა.

goal.philenews-ის ცნობით, სამშაბათს მხარეებს შორის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ლარკუ, კლუბის გენერალური დირექტორი მარინიოს მიტრუ, ქეცბაია და მისი წარმომადგენელი მარიოს ორფანიდისი მონაწილეობდნენ. თემურმა ლარკუს ჰკითხა, მის ადგილზე დასცილდებოდა თუ არა ასისტენტებს, რომლებთან ერთა
დაც რამდენიმე წელი მუშაობდა? ლარკუმ უთხრა, რომ "ანორთოსისში" ახალი პროექტი იქმნება და ცვლილებებია საჭირო, რაზეც ქეცბაიამ საკმაოდ მკვახედ უპასუხა.

ამის შემდეგ საკომპენსაციო თანხის საკითხი განიხილეს. თემური კუთვნილი 270 ათასი ევროს ნაცვლად 120 ათასის მიღებას დათანხმდა და გასული სეზონის ერთი თვის ხელფასიც უნდა გადაუხადონ, რომელიც არ მიუღია. ჯერ კიდევ გადასაწყვეტია ქეცბაიას ასისტენტებისთვის ხელშეკრულების მიხედვით გადასახდელი თანხის საკითხი.

დღეს "ანორთოსისმა" განცხადება გაავრცელა, ქეცბაიასთან თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ გვაუწყა, გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
ეს რა უპასუხა თემომ :)
0
კომენტარს ყლაპავტ ყლაპიებო
kaka
09:56 16-06-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული