"დინამოსთან" მატჩამდე 2 კვირით ადრე "სლოვანმა" "მილანის" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა

AutoSharing Option
35 წლის სლოვაკი ნახევარმცველი იურაი კუცკა კარიერას "სლოვანში" განაგრძობს. ბრატისლაველებმა ის თავისუფალი აგენტის სტატუსით "პარმადან" დაიმატეს და 2-წლიანი კონტრაქტიც გაუფორმეს.

ვეტერანი ნახევარმცველი გასულ სეზონში იჯარით "უოტფორდში" ასპარეზობდა. კუცკა ორი სეზონის განმავლობაში "მილანის" ფორმასაც ირგებდა. მას ასევე "ჯენოას" "პარმას", პრაღის "სპარტასა" და "ტრაბზონსპორის" ღირსებაც დაუცავს. 

შეგახსენებთ, რომ "სლოვანის" მწვრთნელი საქართველოს ნაკრების ყოფილი დამრიგებელი ვლადიმირ ვაისია. ბრატისლაველთა რიგებში გურამ კაშია და ჯაბა კანკავაც ირიცხებიან.

6 ივლისს ბათუმის "დინამო" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე სწორედ "სლოვანს" ესტუმრება.
მკითხველის კომენტარები / 8 /
es kargi pegburtelia, clovanebas nu shexedavt, mase ronaldos didi xnis danebebuli unda kondes pegburti, slovani gamocdili gundia, da seriozul kuradgebas imsaxurebs, batumshi mcvelebis problema unda mogvardes tu ramis migceva unda.ori scrapi mcvelia sachiro, sasurvelia legionerebi tu iknebian, sxva mxriv shansebi tanabatia.
BARSA
25 ივნისი 2022 12:40
0
კუცკა კაია მარა ჩვენი კუცია ჯობია
გიო
24 ივნისი 2022 16:02
0
Mcveli unda cenralyri 1 mainc kargi Torrem gachirdeba dzaan
Givi
24 ივნისი 2022 15:38
0
ძალიან საინტერესო თამაში იქნება მაგრად გაუჭირდება ბათუმის დინამოს მაგრამ ბურთი მრგვალია არავინ იცის ვის როგორ წაუვა თამაში..ისე მაგარი კათარზისია რო ვუკვირდები ეს სლოვანი სულ ზროსლი ფეღბურთელებით არის დაკომპლექტებული მაგრამ გამოცდილებით აღსავსე ყველაფერიი მოსულა მიდიი მიაწექით ბიჭებო გავანადგუროთ სლოვანი!!!!
Hailoo
23 ივნისი 2022 21:25
0
Ბებრები არიან რეალშიც მარა... ))))))
American
23 ივნისი 2022 22:39
1
რა არის მოხუცებულთა სახლია?
???
23 ივნისი 2022 18:35
5
კუცია რომ არ გაეშვათ, კუცია-კუცკას დუელი იქნებოდა საინტერესო.
:დ
ქუთაისელი
23 ივნისი 2022 17:43
3
აი ესაა ტრანსფერი.
roma
23 ივნისი 2022 17:33
2

სიახლეები პოპულარული