"დინამოსთან" მატჩამდე 2 კვირით ადრე "სლოვანმა" "მილანის" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა

AutoSharing Option
35 წლის სლოვაკი ნახევარმცველი იურაი კუცკა კარიერას "სლოვანში" განაგრძობს. ბრატისლაველებმა ის თავისუფალი აგენტის სტატუსით "პარმადან" დაიმატეს და 2-წლიანი კონტრაქტიც გაუფორმეს.

ვეტერანი ნახევარმცველი გასულ სეზონში იჯარით "უოტფორდში" ასპარეზობდა. კუცკა ორი სეზონის განმავლობაში "მილანის" ფორმასაც ირგებდა. მას ასევე "ჯენოას" "პარმას", პრაღის "სპარტასა" და "ტრაბზონსპორის" ღირსებაც დაუცავს. 

შეგახსენებთ, რომ "სლოვანის" მწვრთნელი საქართველოს ნაკრების ყოფილი დამრიგებელი ვლადიმირ ვაისია. ბრატისლაველთა რიგებში გურამ კაშია და ჯაბა კანკავაც ირიცხებიან.

6 ივლისს ბათუმის "დინამო" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე სწორედ "სლოვანს" ესტუმრება.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ძალიან საინტერესო თამაში იქნება მაგრად გაუჭირდება ბათუმის დინამოს მაგრამ ბურთი მრგვალია არავინ იცის ვის როგორ წაუვა თამაში..ისე მაგარი კათარზისია რო ვუკვირდები ეს სლოვანი სულ ზროსლი ფეღბურთელებით არის დაკომპლექტებული მაგრამ გამოცდილებით აღსავსე ყველაფერიი მოსულა მიდიი მიაწექით ბიჭებო გავანადგუროთ სლოვანი!!!!
Hailoo
21:25 23-06-2022
0
რა არის მოხუცებულთა სახლია?
5
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული