ხიზანიშვილი: მაშინ ვერავინ იტყოდა, რომ კალაძე ამ დონეზე ითამაშებდა...

AutoSharing Option
ტელეკომპანია "იმედის" გადაცემას "ნოე სულაბერიძის შოუ" საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი ზურაბ ხიზანიშვილი სტუმრობდა, რომელმაც "ჯვაროსნების" ყოფილ კაპიტან კახა კალაძეზე ისაუბრა:

"ვოცნებობდი, რომ ეროვნულ ნაკრებში მეთამაშა და თითქმის 100 მატჩამდე ავედი.

ეროვნული ნაკრების არსებობის ისტორიაში, კახა კალაძე უდავოდ საუკეთესო ფეხბურთელია, თავისი ტიტულებითა და ნიჭით.

ინგლისში თამაშისას მივხვდი, ნიჭიერება რას ნიშნავს. ნიჭიერია ადამიანი, რომელსაც შრომა უყვარს და ეს კახას ცხოვრებას ასახავს.

კალაძეს იმ დროიდან ვიცნობ, როცა მამაჩემი (ნოდარ ხიზანიშვილი) მისი ქალაქის გუნდს წვრთნიდა. კახა ერთ-ერთი ყველაზე მებრძოლი მოთამაშე იყო. მაშინ
ვერავინ იტყოდა, რომ ამ დონეზე ითამაშებდა. ის არ ყოფილა გამორჩეული ტიპაჟი, ძალისმიერი და შრომისმოყვარე იყო."

altკალაძე შევჩენკოზე, "მილანზე", წარსულსა და მომავალზე

altშვედეთთან ნაკრებს ხიზანიშვილი გაუძღვება - სანიოლის დისკვალიფიკაცია

მკითხველის კომენტარები / 41 /
ხასანა ძია შენ ფეხბურთის ბაიბურში არახარ,საკუთარ კარში ძალიან დიდ ფეხბურთელებსც და საშუალო დონის ფეხბურთელებსაც გაუტანიათ:ერთი,ორი,სამი და მეტი გოლი,ხშირად ვწერ,მაგრამ არ კითხულობთ,2013 წელს მადრიდის რეალში თამაშის დროს რონალდომ გრანადასთან საკუთარ კარში გაიტანა გოლი და ის თამაში რეალმა წააგო,ირლანდიის ნაკრების მცველმა,რომელიც ინგლისის პრემიერლიგაში თამაშობდა (გვარი აღარ მახსოვს)ერთ თამაშში საკუთარ კარში 3 გოლი გაიტანა,2 გოლიანი ავტოგოლები კი უამრავია მსოფლიოს მაშტაბით,ცნობილი ფეხბურთელების მიერ გატანილი,ასე რომ კალაძეს ამით ვერ დაამცირებთ,რადგან ფეხბურთში ყველაფერი ხდება და დაზღვეული არავინაა.
მოეშვით დემაგოგობას და ნახეთ კალაძის თამაშების ვიდეო ჩანაწერები და მიხვდებით რა დონეზე თამაშობდა მილანში,ამ სუპერკლუბში,მაგრამ არ გინდათ და რაც გაწყობთ იმას ბჟუტურობთ,გაიგე ხასანა ძია და ხასანა ძიას მიმდევრებო?
ნიანია ბაკურიანი
07 მაისი 2024 10:21
0
საუკეთესო ქინქლაძე იყო. მერე ასათიანი, მერე ქეცბაია და დანარჩენები მერე. ტიტულების მხრივ და კარიერის მხრივ კალაძე, მარა როგორც ფეხბურთელი პირველი ქინქლაძე იყო და ყველას უნდა ახსოვდეს
mexsiereba.
25 აპრილი 2024 07:27
3
ვისაც ფეხბურთი გიყვარრთ კალაძეზე,კობიძე იაშკაზე.თუნდაც პოლიტიკურად საპირისპიროდ განწყობილ არველაძეებზე ცუდი როგორ გცდებათ.
ორივე მხარემ საკმაოდ ბევრი გააკეთა და კიდევ აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს ბევრს ქართული ფეხბურთისთვის,რა ვქნათ ახლა არ გვაქვს ჭაბურღილები და მილიონები.ვერც ყარაბახისნაერ კლუბს გავაკეთებთ.
სამაგიეროდ ჩვენ რაშიც ვჯობივართ-ნიჭით ჩვენი ნაკრები მაგათსაზე ბევრად წინაა.
ამ მომენტში ჩვენი რეგიონიდან მარტო უკრაინა და თურქეთია ევროზე და ორივეს უკან მოიპოვებენ ბიჭები-რომლებსაც ყველა მხარე თავზე უნდა გადავყვეთ და მორჩით აქ საფეხბურთო საიტზე პოლიტიკური გესლის ნთხევას.
იშრომეთ და თქვენს ცხოვრებას მიხედეთ-არასდროს არ იქნება ისეთი ცხოვრება 3000€ სამსახურები ასარჩევად რო იყოს ყველასთვის.
ვინც არ უნდა იყოს სათავეში გაჭირვება სულ იქნება და ნუ აყვებით ვიღაცეების პროპაგანდას რო თქვენი გაბრაზება სათავისოდ გამოიყენოს.
Levani
24 აპრილი 2024 23:35
4
რაც ითამაშა ათი იმდენს რომ ბლატაობს ეგ რას გავს??
მერე
24 აპრილი 2024 20:38
12
ამასწინათ ვიდეო იყო საცობებს ეხებოდა და ერთი კომენტარში სწერდა კალოშაო.ვითომ ვერ მივხდი და კალოშა ვინ არი მეთქი და კალაძეო.შევედი იმის პროფილზე და გული დამეწვა ისეთი სურათები ვნახე და კალაძეზე სწერდა კალოშაო.კაცს ნაგვის ბუნკერიდან თავი ჰქონდა ამოყოფილი და კალოშაო.
Უბრალოდ დაივიწყეთ პოლიტიკა და დაფიქრდით სად თამაშობდა,რა კონკურენციაში და რა დონის თამაშები აქ ნათამაშები და მერე დაფიქრდით თქვენ ვინა ხართ,სადა ხართ,რას წარმოადგენთ და მერე ეძახეთ გინდა კალოშა და გინდა ავტოგოლა.
Სად ერეკლე და სად თქვენ არა?
jordan beli
24 აპრილი 2024 19:42
6
როგორ შეიძლება ორი ავტოგოლას ერთ თამაშში გაჰქონდეს და მერე ამბობდე ერთ ერთი საუკეთესო ფეხბურთელიაო
ხასანა ძია
24 აპრილი 2024 18:56
23
კალაძემ ორჯერ მოიგო ლიგა,რაც არ ღირსებია პოსტსაბჭოთა ქვეყნეში არავის,შევჩენკოსაც კი. და არა მგონია რომელიმე ქართველმა გაიმეოროს ეს მალე.ამით ყველაფერია ნათქვამი.
ჯუჯი
24 აპრილი 2024 18:56
8
კაი რა ხიზან დელიტანტივით ნუ საუბრობ, ცხადაძე შელია თუნდაც კაშია კვირკველია ახალგაზრდობაში რითი იყვნენ ნაკლები თუ მეტი არა ბარემ ეხლა ისიცა თქვი იმ მილანში ვის გვერდზე თამაშობდა კალაძე მესმის ეფერები მაგრამ კაცურად სიმართლე თქვი უფრო დაფასდები
ხაბე
24 აპრილი 2024 18:51
17
ფეხბურთი მაგრად გესმის! მაგას ამბობს შრომით მიაღწიაო. მალდინი, ნესტა , სერჟინიო, ამბროზინი მგონი სტამიც იყოს მის დროს მსოფლიოს უძლიერრსი დაცვა ყავდა მილანს და კალა ძირითადის ფეხბურთელი იყო!
ბოკინიო
24 აპრილი 2024 20:05
3
ნეტავ ეხლა გვყადეს მაგისნაირი მცველი ნაკრებში. სასაცილოა ფეხბურთელობას რომ უწუნებს ზოგიერთი, კაცი მსოფლიოს უძლიერეს მცველებთან ერთად თამაშობდა, აზღვევდა, გოლებიც გაუტანია და თურმე აზრზე არ იყო
გია
24 აპრილი 2024 17:36
6
თამაზის! კაცს ძმა მოვტაცეთ:( და კიდე ჩამოდიოდა ნაკრებში ცრემლებით იდგა ჰიმნზე და მაინც თამაშობდა ელემემტარული დანახვა უნდა ყველაფერე! არაფრის მაქნის თამაშს გადავაყილეთ. მსოფლიო ჩემპიონატებზე გააქვთ ხალხს თავის კარში და იმის მაგიერ გვერდით დაუდგეთ ვაბულინგებთ:(
ბოკინიო
24 აპრილი 2024 20:07
4
საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში იყო 0... საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში, საკუთარ კარში გოლების გარდა, სხვის კარში რაიმე გაუტანია? :)

პ.ს. მის წარმატებაზე საქართველოს ნაკრების გადასახედიდან უნდა ილაპარაკო :)
თამაზი
24 აპრილი 2024 18:27
23
კალაძე დიდი ფეხბურთელი რომ არ ყოფილიყო ალბათ ბოლო 30 წლის იტალიის საუკეთესო მცველების გვერდით ვერ ითამაშებდა
Soso
24 აპრილი 2024 14:31
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული