ჩაკვეტაძე "სლოვანში" და ბათუმის "დინამოს" წინააღმდეგ - მოსალოდნელი ტრანსფერი

AutoSharing Option
სპორტულ გვერდ 90 min-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, გიორგი ჩაკვეტაძე ბრატისლავის "სლოვანში" ითამაშებს. მხარეებს შორის ყველა დეტალი მოგვარებულია. გარიგების ტიპი ჯერჯერობით არ ხმაურდება.

შეგახსენებთ, გიორგი ბელგიურ "გენტს" ბოლოს გერმანულ "ჰამბურგში" იჯარით ჰყავდა გაშვებული. 

რაც შეეხება "სლოვანს", მოგეხსენებათ, ვლადიმირ ვაისის გუნდი ბათუმის "დინამოს" ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე დაუპირისპირდება. შეხვედრები 6 (ბრატისლავაში) და 13 ივლისს (ბათუმში) შედგება. 

ასე რომ, შესაძლოა, კაშიასა და კანკავასთან ერთად, ქართული კლუბის წინააღმდეგ ჩვენმა კიდევ ერთმა თანამემამულემ ითამაშოს.

altბათუმის "დინამოს" საჩუქარი - გულშემატკივრებს სლოვაკეთში გამგზავრების შანსი აქვთ

მკითხველის კომენტარები / 35 /
ეხ ჩაკვეს სლოვანში გადასვლა, რო გვიხარია, ვინ წარმოიდგენდა ამას:(
გოგა
18:57 30-06-2022
0
Batumis mere vaisis moxsna martla ar mifiqria gmertma araqnas datovon mere Europa Ligaze gadavlen.
Givi
18:18 30-06-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული