"ფეხბურთელები მოტივირებულები არიან, გულშემატკივრის დახმარება გვჭირდება..." - გიორგი ჭიაბრიშვილი

AutoSharing Option
7 ივლისს თბილისის "დინამო" კონფერენს ლიგის პირველ წრეში "პაიდეს" დაუპირისპირდება. ესტონელებთან თამაშამდე თბილისელების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა პრესკონფერენცია გამართა:

"დღეის მდგომარეობით, არცერთ გუნდზე წინ არ ვართ. არ არის ის სიტუაცია, რომ რომელიმე გუნდზე მაღლა ვიყოთ და ამის გამო მოვდუნდეთ. ჩვენთვის ნებისმიერ გუნდთან თამაში დიდი გამოწვევაა. ფეხბურთელები მოტივირებულები არიან.

ბათუმის "დინამოსთან" შეხვედრა ევროთასების წინ იყო და სასარგებლო გამოდგა, რადგან ბევრი რამ გამოჩნდა და ვისწავლეთ. გუნდს ყველა პოზიციაზე გაძლიერება სჭირდება, ეს მხოლოდ მეკარესა და მცველებს არ ეხებათ. "ბათუმთან" მატჩში მეტოქემ გვაჯობა, ფსიქოლოგიური
პრობლემა არ დამინახავს.

იმრანი გუნდს კარგად შეეწყო, თუმცა იდეალურ ფორმაში არ არის, ჩვენ მისი თამაში მეორე გუნდში ვნახეთ. კუცია და კობოური გუნდის სრულფასოვანი წევრები არიან და სრული დატვირთვითაც ვარჯიშობენ.

ბათუმის "დინამოს" წარმატებაში გულშემატკივარს მნიშვნელოვანი როლი უჭირავს. ჩვენც გვჭირდება გულშემატკივრის მხარდაჭერა. ქომაგის გარეშე წარმატების და შედეგის დადება არა მხოლოდ ქვეყნის გარეთ, არამედ შიდა ჩემპიონატშიც ჭირს. ამიტომ მოვუწოდებ გულშემატკივარს, მოვიდეს სტადიონზე და მხარი დაგვიჭიროს "პაიდესთან".

შეგახსენებთ, მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 9 /
რომელიმე არხი აჩვენებს ამ თამაშს???
მე-14 სკოლა
15:47 07-07-2022
0
ძალიან მომწონს ეს კაცი, მწვრთნელი, მაგრამ ბოდიში, რას გადადიოდი ფიფიასთან, მოვიდოდი სიამოვნებით სიტყვა რომ არ მიმეცა, ჩემი ფეხი არ იქნება ბორის პაიჭაძეზე სანამ ეგ თქვენი ფიფია იქ იქნება. ნეტა ჩწმპიონთა თასი მოიგოთ და სულ არ ვუყურებ არც ერთ თამაშს, მაგრამ სამწუხაროდნწელსაც დაგახევენ თავზე ბურთს. უბრალოდ ეს ლოგიკურია, რომ ასე იქნება, რადგან მიდგომაა დინამოში არასწორი საკითხთან, დროებითი გუნდების მშენებლობა ყოველ წელს, ლოკალური ამოცანებით და ფულის საკეთებლად და ვერც ჭიაბრიშვილი აღუდგება ამას, ამიტომ მარტო მწვრთნელი რას იზამს, მეცოდება ეს კაცი, კარგი მწვრთნელია
კაპიტან გარდენბურგი
14:31 07-07-2022
0

სიახლეები პოპულარული