"ბოდიში! ასე არ შეიძლება... ვიღებ პასუხისმგებლობას..." - ჭიაბრიშვილი "პაიდესთან" მარცხის შემდეგ

AutoSharing Option
კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის 1/8-ფინალში "პაიდესთან" საშინაო მარცხის შემდეგ (2:3) კომენტარი თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა გია ჭიაბრიშვილმა გააკეთა.

"მგონია, რომ ერთი მარტივი რაღაც არის გულშემატკივრის წინაშე და მინდა, რომ ბოდიში მოვიხადო. ვფიქრობ, რომ განმეორებითი თამაში ღირსების მატჩია და როგორც დავთმეთ აქ ყველაფერი, ისე შეგვიძლია ყველაფერი უკან დავაბრუნოთ.

თუ სხვა რაღაცაზე შეიძლება ლაპარაკი, ვფიქრობ, რომ სასაუბრო არ არის, რადგან ასე არ შეიძლება... ვიღებ ამ პასუხისმგებლობას, ვხედავ ამას და განვიცდი. ასე არ უნდა გამოვიყურებოდეთ, ასე არ უნდა ვთმობდეთ თამაშს...

მეტოქემ გვაჯობა ხასიათით.
ჩვენ დავთმეთ და არა მეტოქემ მოგვიგო... ეს ჩვენი პრობლემაა და არა სხვისი... ხან ვიღაცასთან დავთმობთ ასე და ხან ახლა ვისთანაც დავთმეთ...

თამაშით, სიძლიერით, გუნდით ვჯობდით, მაგრამ 90 წუთის შემდეგ რაც ხდება, მთავარი ეს არის და ესაა ხასიათი.

შემდეგ თამაშამდე ახლა ძალიან რთულია, რაიმე პროგნოზი გავაკეთო. უნდა მივიდეთ იქამდე და შევხედავ... დაცვის ხაზში აქამდეც რომ იყო პრობლემები, თქვენც შორიდან ამჩნევდით და გუნდი ამის გამოსწორებაზე მუშაობს. ამას, სანამ აქ მოვიდოდი, მაშინაც ვხედავდი და ვფიქრობ, რომ გამოვასწორებთ.

მაგრამ არ მინდა თავის მართლების პოზიციაში ჩავდგე... ახლა არც დაცვას ეხება, არც მწვრთნელსა და თავდამსხმელს, ახლა იყო არაფერი ჩვენი მხრიდან, რაზეც კიდევ ერთხელ ბოდიშს ვიხდი და იქ უნდა გამოვავლინოთ ჩვენი ხასიათი. ამ დაცვითაც, ამ ნახევარდაცვითაც ჩვენ შეგვიძლია გავიდეთ მომდევნო ეტაპზე.

ეს უნდა იყოს სხვანაირი ხასიათით ნათამაშები მატჩი. როგორც ბოლო თამაშს ატარებდნენ და უკანასკნელ რაღაცას აკეთებდნენ. ყველაზე მეტად გამოსასწორებელი ფსიქოლოგიაა", - ამბობს ჭიაბრიშვილი.

altქართული ფეხბურთის შავი დღე - თბილისის "დინამომაც" წააგო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 25 /
რას დაამსგავსეს ყველასათვის საყვარელი და საამაყო დინამო, გახედვაც აღარ მინდა მაქეთკენ
მიხო
09 ივლისი 2022 17:37
0
დინამო აუქციონზე სასწრაფოდ!!!
ილია
08 ივლისი 2022 16:44
2
ხომ ვიძახდი ჭიაბრიშვილი დაასამარებს დინამოს მეთქი,ფეხბურთელებთან კონფლიქტი და ქედმაღლური დამოკიდებულება ბიჭების მიმართ აი ეს არის ჭიაბრიშვილის სახე.ჯერ სად არის ფიფია ნახავს დინამოს შერცხვენას ჭიაბრიშვილის მწვრთნელობით,გვახსოვს არარატ არმენიასთან შერცხვენილი,დინამო ჭიაბრიშვილის გარეშე…
simartle
08 ივლისი 2022 15:11
20
კლავიატურის ვირტუოზო გაზრდილხარ…ცენზურას რა უთხრა თორემ ხომ მიგიკითხავდი….
ტყეშელაანთ ს.რს
08 ივლისი 2022 17:31
2
შე ქლიავო, თუ "დინამო"-სთვის კარგი გინდა, მაშინ ჭიაბრიშვილის გარეშე კი არა, ფიფიას გარეშე უნდა გინდოდეს ეს გუნდი
ტყეშელაანთ გიჟი
08 ივლისი 2022 16:39
2
"ჭია"-ს ბრალი ამ ფიასკოში ყველაზე ნაკლებია! პრობლემა კიმპლექსურია და მისი ფესვები ძალიან ღრმაა. ყველაფრის თავი და თავი არის ფიფია. ამ კაცს "დინამო", როგორც კულაკს, ისე უნდა ჩამოართვან! ძველმა, სახელოვანმა გვერდიამ მანუჩარამ, ტუხამ, ჩელემ, ამბრისიჩნა, ჩივაძემ, ხინჩაგამ, სვანაძემ, ჭომამ, კალისტრატოვიჩმა და კიდევ სხვებმა ვისაც "დინამო"-ს დიდება გაქვთ შექმნილი ხმა ამოიღეთ. ნუთუ თქვენთვის სულერთია ასეთი სირცხვილის ჭამა. მსგავს "გუნდებთან" სპარინგს "პადგატავიტელნზე" არ კადრულობდა თქვენი დროის " დინამო". სირცხვილია!!! მეორე მიზეზი - ბავშვთა ფეხბურთშია (ამაზე კარგად წერენ კომენტარში ზემით). შემდეგი მიზეზი ფეხბურთელების არაპროფესიონალუზმი და უპასუხისმგებლო მიდგომაშია გულშემატკივარი არ დადის სტადიონზეო?! ფიზმომზადება არ გივარგათ, ბურთის დამყშავებას რამოდენიმე შეხებაში ახერხებთ ( ამასაც არა ყოველთვის), მოედანზე ქაოტურად გადაადგილდებით (ერთი გამართული, მრავალსვლიანი კომბინაცია არ გაკეთებულა! კომბინაცია კი არა, "ზაბეგანია" არ გაკეთებულა წესიერად! ტაქტიკურად არანაირი მონახაზი არ იკითხებოდა თამაშის მანძილზე. შემადგენლობაც მოითხოვდა უკეთესს (ელემწნტარული შცდომის შედეგად გავიდა მეორე გოლი!). ასეთი უკლასო, არაფრისმომცემი ლეგიონერების ყოლას ისევ "დინამო"-ს სკოლაში გაზრდილ ყმაწვილებს მუეცით შანსი! და საერთოდ ყვეკაფერი ნოლუდანაა დასაწყები.P.S."ჭია" ცოდოა ამ უაზრო ორომტრიალში. "დინამო"-ში მისვლამდეც ვწერდი მას ამუს შესახებ. "გეგუჩა" მშვენიერი მაგალითია შენთვის. ფუფიასთან ვერავინ ვერ იმუშავებს!!!
G.A.L.
08 ივლისი 2022 14:40
4
აღარ უნდა დამთავრდეს "დინამოს" ბოდიშები?!!! უსინდისო ხალხი ხართ ყველა ფეხბურთელებიან, მფლობელიან სტაფიანად!!!!
ვალერი
08 ივლისი 2022 14:28
2
ფეხბურთელების ბრალია ეს მარცხი.
ბევრი უხეში შეცდომა დაცვაში და განიავებული მომენტები.

ოთარი
08 ივლისი 2022 13:50
2
ჭიაბრიშვილზე დავწერე წინასწარ, იმედია გახსოვთ, რომ თავზე დაახევენ დინამოს ბურთს, რადგან საფეხბურთო ლოგიკაა ასეთი და ეს კაცი არაფერ შუაში არ იქნება თქო! უბრალოდ კლუბია ასეთი, უსამართლობა იქნბებოდა პირიქით დინამო რომ იგებდეს რამეს. ეს კლუბი, ადრე ჩემი საყვარელი, აკეთებს სრულიაფ საპირისპირო რამეს - ბათუმის, ნაკრების წარმატებებს და აღმავლობას ძირს უთხრის. წლებია თან. ქვეტბის თვითრწმენას და ჩემპიონაყის საერთო დონეს ანადგურებს. თქვენ კიდევ აქ გააკრიტიკებთ წელიწადში ერთხელ. აგერ მომბაძეთ მე - ნუ#ა უყურებთ ტელევიზიით, ნუღა ივლით სტადიონზე და წავა ის კაცი. მოუწევს. აი მერე არის შანსი მხოლოდ
კაპიტან გარდენბურგი
08 ივლისი 2022 13:41
2
ბოდისი მოიგონა ტუ გახსოვტ ვინ დევდარიანმა და ხალხმა ვაა მერე გაქრა ეხლა ჯიაბრისვილი ცუდიააააააააააააა
kaka
08 ივლისი 2022 12:43
5
ამ ბენიომ რამდენჯერ უნდა "ივაჟკაცოს" და აჩუქოს გოლი მეტოქეს და საერთოდ ვიღაც "პაიდეს" ლეგიონერებმა ბევრად უკეთესი შთაბეჭდილება დატოვეს. ჩვენი ფეხბურთელები ტექნიკური მომზადებით შეიძლება ვარსკვლავებს არ წყვეტენ, მაგრამ ტაქტიკურად...არ ვიცი, სად სწავლობენ ან ვინ ასწავლის ასეთ თამაშს, გაუთავებელი გადაცემები გვერდზე, უკან, მეკარეს, მუდმივი ჟესტიკულაციები, ვინ სად დადგეს, გაიხსნას და ა. შ. აბა, თუ გაქვთ ნერვები, გადაახვიეთ და ნახეთ ჩვენი ფეხბურთელი რამდენ გადაცემას აკეთებს წინ, ზოგიერთი არცერთს! თვეები ველოდები ამათ თამაშს, და ვნახულობ ბოლოს საცოდაობას...
merabi-1960
08 ივლისი 2022 12:19
1
ყველა გუნდი დასაშლელი და ახლიდან ასაწყობია...ვერ ვხვდები კაცს რომ ფეხბურთელი გგონია თავი და ასე თამაშობდე...ბოდიში მაგრამ არც ერთ აზრზე არ არის...რას გავხართ თუ არ გრცხვენიათ...
რობი
08 ივლისი 2022 12:16
1

სიახლეები პოპულარული