"დინამოს" წაგებას კონკრეტული მიზეზი აქვს... გეტყვით, რა იყო მთავარი შეცდომა" - ვახო სანაია ბათუმის "დინამოს" მარცხზე

AutoSharing Option
ჟურნალისტი ვახო სანაია ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "სლოვანთან" დამატებით დროში ბათუმის "დინამოს" მარცხს (1:2) სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება.

"მე კაი ხანია, ქართულ ფეხბურთს აღარ ვუყურებ, მაგრამ რაღაცას გეტყვით. დღეს სუფრასთან ვიჯექი და თან ვუყურებდი თამაშს.

"ბათუმის" წაგებას კონკრეტული მიზეზი აქვს და შემთხვევითობა არაფერ შუაშია. ბუნებაში ყველა გოლი შემთხვევითობა იქნებოდა, კანონზომიერებას თუ არ გავითვალისწინებთ.

მთავარი შეცდომა კუთხურიდან გაშვებული გოლი არ იყო. შეცდომა სხვაგან იმალება - გატანილი გოლის შემდეგ გუნდმა ბურთი ვერ შეინარჩუნა. ესაა წაგების მიზეზი და არა კუთხურიდან გაშვებული გოლი.

ეგ
შედეგია. მეკარე რომ სადღაც არასწორ ადგილზე იდგა და მცველი ძელთან არ ეყენა, მთავარი შეცდომის გაგრძელება და ერთი კონკრეტული დეტალია.

თავის დამშვიდება და "აუ, შემთხვევით წავაგეთ" ძახილი, უარესია. საქართველოში ფეხბურთი რომ განვითარდება, მერე ბეჯითად, ბოლომდე, ყურადღებით თამაშს ვისწავლით, მაგას ერქმევა ფეხბურთი. როცა ფეხბურთისთვის ქვეყანაში არაფერი კეთდება, ასე უკანა კარიდან სადმე მოხვედრის იმედად არ უნდა ვიყოთ.

PS შემთხვევითობა კი არა, ქართული ფეხბურთის ტრადიციაა ბოლო წუთებზე წაგება და ამას მიზეზები აქვს", - წერს სანაია.

altვაისი: "დინამო" უკეთესი გუნდი იყო - მიყვარხართ

altგეგუჩაძე: რესურსი და ძალები არ გვეყო - ცხოვრება გრძელდება

altბათუმის "დინამო" დრამატულ მატჩში "სლოვანთან" დამარცხდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 73 /
ამის უფასო ანალიზები არავის რომ აინტერესებს არც ისტორიაში და არც ფეხბურთში, ვერ გაიგო?!..
დათო
14 ივლისი 2022 12:55
7
ახლა მიხვდით, რომ სადმე 'უკანა კარიდან' გაძრომა-შეძრომას და ერთჯერად წარმატებას რომ აზრი არა აქვს? ჩემთვის პირადად ც-დან ბ დივიზიონში დაწინაურება ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო ვიდრე ჩრ. მაკედონიისთვის იმ ერთი თამაშის მოგება ევროპაზე გაძრომა. ბელარუსთან თამაშმაც აჩვენა და თავად მაკედონიასთანაც, რომ თამაშის ხარისხი უბრალოდ ფსკერზე იყო. ბ დივიზიონში ანაცვლება და მაგალითად შემდეგ ა-ში ასვლა უკვე მიზანმიმართულ პროგრესს დაგვანახებდა, გავიზრდებოდით დიდ ბიჭებთან თამაშით და ეგ იქნებოდა გაცილებით გრძლევადიანი და ხელშესახები პროგრესიც და წარმატებაც. მაგრამ ვკითხოთ აბა ახლა ე.წ. გულშემატკივარს და მათ შორის თავად სანაიას, რომელი ერჩივნა. დარწმუნებული იყავით ევროპაზე შემთხვევით შეძრომა.
odala
14 ივლისი 2022 12:51
1
ბოლო წუთებამდე ბათუმი რა დონის ფეხბურთს თამაშობდა ბნელი უნდა იყო
რომ ვერ დაინახო.
მე ვიტყვი ბათუმის დინამოს ევრო დონეზე შეუძლია თამაში და ამას დაამტკიცებს
და საერთოდ
ჩვენ ფეხბურთს თუ უჩანს აღორძინება და გაბრწყინების შანსი ეს ახლაა და ეს ყველამ უნდა დავინახოთ
ბოროტება ამოიგდეთ გულიდან და პოლიტიკსს ნუ გადააყოლეთ სამშობლოს სიყვარული!
თენგო
14 ივლისი 2022 12:46
6
სანაიამ ისტორიის ცოდნით უკვე გამოიჩინა თავი და ერეკლე მეფე მოღალატედ შერაცხა. თურმე ფეხბურთის სპეციალისტიც ყოფილა და ჭკუას არიგებს ფეხბურთელებს. თუნდაც 100% მართალი იყო, მაინც თავს უფლება არ უნდა მისცე დილეტანტმა ადამიანმა, რომ პროფესიონალებს ჭკუას არიგებდე, თავს სასაცილოდ გაიხდი, სხვა არაფერი...
თბილისი 2022 წელი ზაფხული
14 ივლისი 2022 12:45
6
მთელი ევროპა მიხვდა, რომ ახლო კუთხე დაუცველი იყო კი ბატონო,მაგრამ აქ გონებამ გაუსწრო რეალობას, პენლებისთვის ემზადებოდნენ. თან ესე თუ მივყევით, მაშინ ჯიღაურისთვის უნდა ეკარნახა ვინმეს, რომ რბილად მიღებაც შეეძლო სანამ მოიგერიებდა. ესე გრანდესბ დამართნიათ, მაგრამ შენ რომ დინამო ხარ, ნემსის ყუნწის სიფრთხილით უნდა მოქმედებდე, როცა ამდენინენერგია გაქვს ჩადებული 210 წუთში :(
v89
14 ივლისი 2022 11:44
1
რაებს ბოდიალობს ეს კაცი. მასე ბოლო წუთებზე გრანდებსაც ხშირად წაუგიათ.აგატაც კლასო აკლიათ? თან ბოლოს რომ მიაწერა ფეხბურთი არ ვითარდებაო. მერე გააკეთე გადაცემები მაგ საკითხზე. მარტო შეკვეთილ ტეწსტებს რო გამეორებიმენემ ჟურნალისტებს გინდა ოპოზიცია და გინდა პირიქით
პავლე
14 ივლისი 2022 11:40
16
ქართულ ფეხბურთს რომ აღარ უყურებ მაგაში გეტყობა რა გულშემატკივარიც ხარ, სამაგიეროდ კრიტიკას ვერავინ დაგასწრებს.
კახა
14 ივლისი 2022 11:39
6
ლაშა, აი გაფიცებ ყველაფრს ამ ტიპის აზრი ფეხბურთთან მიმართებაში ვის აინტერესებს და რატომ ხარჯავ დროს, რომ ამის კომენტარი გამოაქვეყნო რომელი საფეხბურთო ექსპერიტი ეს არის. დარწმუნებული ვარ ფეხბურთი ბავშვობაშიც არ უთამაშია.
JABA
14 ივლისი 2022 11:34
8
და გგონია შენი აზრი აინტერესებს ვინმეს? შენ უნდა უკარნახო,ვინ რა დაწეროს?......ბალი ათი შაურია ხომ?
Ანზორი
14 ივლისი 2022 12:29
14
რას ნიშნავს სუფრაზე ყოფნა?რაფერ უცებ მიხვდა ყველაფერს
ირაკლი ქუთაისელი
14 ივლისი 2022 11:22
5
მთლად ურიგოდ არ მსჯელობს, მაგრამ ......
juve
14 ივლისი 2022 11:13
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული