ვაისი: "დინამო" უკეთესი გუნდი იყო - მიყვარხართ

AutoSharing Option
ბათუმის „დინამოსთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე „სლოვანის“ მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ისაუბრა, რომელსაც თვალზე ცრემლი მოადგა:

"ემოციური შეხვედრა გამოვიდა. ბათუმის "დინამო" უკეთესი გუნდი იყო როგორც ბურთით, ასევე უბურთოდ და საგოლე შანსები ჰქონდა.

დავითაშვილმა ძალიან კარგად ითამაშა და კვარაცხელიას მსგავსად, დიდი მომავალი აქვს.

ჩემთვის საკმაოდ ემოციური შეხვედრა იყო, რადგან საქართველოს წინააღმდეგ ვიყავი.
5 წელი ვიმუშავე აქ, რაც ცოტა არაა. ქართული ფეხბურთი და ბათუმის "დინამო" სწორ გზაზეა. ყველა ქართველს წარმატებას გისურვებთ და მიყვარხართ".

მკითხველის კომენტარები / 17 /
ვაის კარგი კაცი ხარ შენ და ყოველთვის მობრძანდი ჩვენთან სიამოვნებით მიგიღებთ.
გეგი
22:58 14-07-2022
0
მსაჯობაზე გული არ გაიტეხოთ ძმებოო!! აი, განახლდება საქართველოს ჩემპიონატი და პენლებიც წამოვა ბათუმელთა სასარგებლოდ და ფლამენიონიც, ვაწაძეც, დავითაშვილიც და ა.შ. გაილაღებს.
კაკო
10:37 14-07-2022
18

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული