გეგუჩაძე: რესურსი და ძალები არ გვეყო - ცხოვრება გრძელდება

AutoSharing Option
„სლოვანთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ბათუმის „დინამოს“ მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ ისაუბრა:

"ყველანი გულდაწყეტილები ვართ. რესურსი და ძალები არ გვეყო, ამის მიზეზს თავად იხილავდით. ჩვენი ძლიერი მხარე, ბურთის ფლობა დავკარგეთ და ამან დაღი დაასვა ბათუმის "დინამოს" თამაშს. ბოლოს შეხვედრა უფრო ჩვენს ნახევარზე მიმდინარეობდა, კონტრშეტევებზე ვთამაშობდით.

ჯოვინოს ბოლო მატჩებში გოლები ვერ გააქვს, მაგრამ ბევრ სამუშაოს ასრულებს და თანაგუნდელებს სივრცეებს უთავისუფლებს. მგონია, რომ კარგი გუნდი გვყავს.

ყველა განიცდის მარცხს და გასახდელში განსაკუთრებული არაფერი გვითქვამს. ყველაფერს გავაანალიზებთ. ცხოვრება გრძელდება.

აზაროვის და სხვა ფეხბურთელების შეცვლა ფიზიკური შესაძლებლობებიდან გამომდინარე გადაწყდა, რათა შემდეგში გართულება არ მომხდარიყო.

"სლოვანს" და ქართველ ფეხბურთელებს მომავალში წარმატებებს ვუსურვებ."

მკითხველის კომენტარები / 34 /
გეგუჩაძე, ნუთუ არ გრცხვენია? ევროტურნირების მატჩების პირველი ჩამწობი იყავი ბათუმის დინამოში მოსვლამდე! აქაც იგივეს აგრძელებ!
....
19:00 14-07-2022
2
პირველი თამაშის, პირველი ტაიმის შემდეგ ვთქვი, რომ გადაწყვეტილი იყო ბათუმის გამოგდება. შეიძლება სისულელეს ვამბობ, მაგრამ ასეა ჩემი აზრით. რაც შეეხება გუნდს, ყველა ეტაპზე, გაძლიერებაზე უნდა ზრუნავდე. ესენი მარტო გაყიდვაზე არიან, აუვარდათ უკვე თავში, თან ისე რომ არც არაფრისთვის არ მიუღწევიათ, ქართული პონტია რა. დაუშვათ მოეგო გუშინ ბათუმს, მერე? შემდეგზე ხომ იგივე მოხდებოდა. იმიტომ, რომ არ გაძლიერდნენ, ეს რამდენი წლის შემადგენლობაა, აბა დაფიქრდით. ასე რომ, დებილ მენტალიტეტ, ხომ გვახსოვს. ასეა ეს!
ლევანი
16:29 14-07-2022
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული